მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იობის წიგნი
თავი 35

1მიუგო ელიუს და ჰრქუა:

2რასათჳს ესრეთ განიზრახე სასჯელსა შინა? შენ ვინ ხარ, სთქუ, ვითარმედ: მართალ ვარ წინაშე უფლისა?

3ანუ ესემე სთქუა: ერთვე ვცოდე, აწ რა ვყო?

4მე მოგიგო შენ სიტყუაჲ და სამთა მაგათ მეგობართა შენთა.

5აღიხილენ ზეცად და იხილენ და განიცადენ ღრუბელნი, რავდენ მაღალ არიან შენგან.

6უკუეთუ სცოდე, აწ რაჲ ჰყო? ანუ თუ ფრიად უსჯულოებაჲ გიქმნიეს, რაჲ ჴელ-გეწიფების ყოფად?

7ღაღათუ მართალ ხარ, რაჲმე მისცე მას? ანუ რამე მიიღოს ჴელთაგან შენთა?

8კაცისა მსგავსისა შენისაებრ უსჯულოებაჲ შენი და ძისაგან კაცისა სიმართლე შენი.

9სიმრავლისაგან ცილისწამებისა ღაღადებდენ და ვალალებდენ მკლავისა მაგრისაგან მრავალთასა.

10და არა თქუან: სადა არს ღმერთი, რომელმან შემქმნა მე, რომელმან დააწესნა საცონი ღამისანი,

11რომელმან გამომარჩია მე ოთხფერჴთაგან ქუეყანისათა და მფრინველთაგან ცისათა.

12მუნ ღაღადებდენ და არა ისმინოს მათი და გინებისაგან უკეთურთასა,

13რამეთუ უჯერო არს. ჰნევას ხილვად უფალსა, რამეთუ თავადი ყოვლისა მპყრობელი მსტუარ არს მოქმედთა უსჯულოებისათა და მიჴსნნეს ჩუენ.

14ესაჯეღა წინაშე მისსა, უკუეთუ ვითარ შეუძლო ქებად მისა, რავდენ-იგი არს.

15და აწ არა ვინ არს, რომელმანცა მოხედა რისხვასა მისსა, და არა ცნა იგი ფრიად შეცოდებითა მით. და იობ ამაოდ აღაღო პირი მისი და უცნობელებით სიტყუათა დაამძიმებს.


წინა თავი შემდეგი თავი