მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იობის წიგნი
თავი 4

1მიუგო ელიფას თემანელმან და ჰრქუა:

2ნუუკუე მრავალგზის თქმულ არიან შენდამი? შრომით ძალსა მაგას სიტყუათა შენთასა ვინ დაუთმოს?

3დაღათუ შენ განსწავლენ მრავალნი და ჴელსა უძლურთასა ნუგეშინის-გეცა.

4და სნეულნი აღგედგინნეს და მუჴლთა უძლურთასა კადნიერებაჲ გეცა.

5აწმცა მოწევნულ არს შენ ზედა სალმობაჲ. და შეგეხო შენ, ხოლო შენ ისწრაფე!

6ანუ არა აწ შიში ეგე შენი არს უგუნურებით და სასოებაჲ შენი და უკეთურებაჲ გზათა შენთა?

7აწ მოიჴსენე: ვინმე წმიდა იყო და წარწყმდა, ანუ ოდეს სადა ჭეშმარიტნი ძირითურთ აღიფხურნეს,

8ვითარცასახედ ვიხილენ, რომელნი-იგი უჯეროსა ჴნვიდეს, ხოლო რომელნი სთესვენ მას, სალმობაჲ მოიმკონ.

9ბრძანებითა ღმრთისაჲთა წარწყმდენ და სულითა რისხვისა მისისათა განირყუნეს.

10ძალი ლომისაჲ და ჴმაჲ ლომისა ძუვისაჲ, ზახებაჲ ვეშაპთაჲ დაშრტა.

11ჯინჭველლომი მოისპო, რამეთუ არა იყო მისა საზრდელ. ლეკუთა ლომისათა დაუტევეს ერთმანერთი.

12უკუეთუმცა სიტყუაჲ რაჲმე ჭეშმარიტი ყოფილ იყო თქმულთა შინა შენთა, არამცა რაჲ ბოროტი შემთხუეულ იყო შენდა. აწ არა ნუ უფალი არს, რომელმან ასწავის გულისჴმის-ყოფაჲ და მეცნიერებაჲ.

13შიშითა და ოხრითა ღამისათა დაეცის შიში კაცთა ზედა.

14ზარი შემემთხჳა მე და შიში და დიდად ძუალნი ჩემნი შეაძრწუნნეს

15და სული პირად ჩემდა მოიწია. შეძრწუნდეს თმანი ჩემნი და ჴორცნი.

16და აღვდეგ და არა ვიცან თავი ჩემი. ვიხილე და არა იყო ხატი წინაშე თუალთა ჩემთა, არამედ ნიავი და ჴმაჲ ხოლო მესმოდა.

17აწ რაჲ? ნუუკუე წმიდა სადამე იყოს კაცი წინაშე უფლისა, ანუ საქმეთა თჳსთაგან უბიწო იყოს კაცი?

18ანუ მონათა თჳსთა არამე არწმუნოს და ანგელოზთათჳს დრკუდ რამე განიზრახა?

19ხოლო დამკჳდრებულნი იგი სახლსა შინა თიჴისასა, რომელნი-ესე მისვე თიჴისაგანნი ვართ, რავდენ დასცნა იგინი მღილისსახედ.

20და განთიადითგან მწუხრადმდე არღარა არიან,

21რამეთუ ვერ ეძლო მათ თავთა თჳსთა შეწევნად და წარწყმდეს.

22მოჰბერა მათ ზედა და განჴმეს და წარწყმდეს, რამეთუ არა აქუნდა მათ სიბრძნე.


წინა თავი შემდეგი თავი