მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იობის წიგნი
თავი 6

1მიუგო იობ და თქუა:

2უკუეთუმცა ვინმე წონით აღწონნა რისხვანი ჩემნი და სალმობანი ჩემნი და აღიხუნა სასწორითა ერთბამად,

3ქჳშისამცა ზღჳსკიდისა უმძიმეს იპოვა, არამედ, ვითარ საგონებელ არს, სიტყუანი ჩემნი ვიდრემე არიან ბოროტ.

4რამეთუ ისარნი უფლისანი ჴორცთა ჩემთა განწონილ არიან, რომელთა გულისწყრომაჲ მათი გამოსწოვს სისხლთა ჩემთა, რაჟამს სიტყუად ვიწყე, დამწერტედ მე.

5აწ უკუე რაჲმე არს? ცუდადმე რას ჴმობსა ვირი ველური, არამედ საზრდელსა ეძიებნ? ანუ თუ აუტევის ჴმაჲ ჴარმან, ბაგასა ზედა წინაშე რაჲ უცნ საჭმელი?

6ანუ იჭამოს პური თჳნიერად მართლისა? ანუ თუ არს გემოჲ სიტყუათა შინა ცუდთა?

7რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფების დაცხრომად სულსა ჩემსა. მყრალად ვხედავ საზრდელსა ჩემსა, ვითარცა სულმყრალობასა ლომისასა.

8უკუეთუ მომცეს მე უფალმან, და მოვიდეს თხოვაჲ ჩემი, და სასოებაჲ ჩემი მომცეს ღმერთმან.

9იწყო უფალმან და დამწყლა მე. და სრულიად ნუ მომსპოლავნ მე.

10იყავნ ჩემდა ქალაქი ესე საფლავ, რომლისა ზღუდეთა ზედა ვიქცეოდე, არა ვერიდო, რამეთუ არა ვიცრუე სიტყუათა წმიდათა ღმრთისა ჩემისათა.

11რაჲმე არს ძალი ჩემი, რამეთუ დავითმინო? ანუ რავდენ არს ჟამი ჩემი, რამეთუ თავს-იდვას სულმან ჩემმან.

12ნუუკუე ძალი კლდისა არსა ძალი ჩემი? ანუ ჴორცნი ჩემნი არიან რვალისანი? ანუ მე არა მას ვესევდ? შეწევნაჲ ჩემი მისგან განმეშორა.

13განმწუართა მე წყალობაჲ მისი. მოღუაწებამან უფლისამან უგულებელს-მყო მე.

14არა მომხედეს მე მახლობელთა ჩემთა,

15ვითარცა ჴევი ღუარისაჲ, მოვაკლდი და, ვითარცა ელვაჲ, წარვჴედი.

16რომელთა-იგი ჩემდა ეშინოდა, აწ ზედა დამესხმიან,

17ვითარცა თოვლი, გინა მყინვარი დაყინებული რაჲ დადნის სიცხისაგან და არა საცნაურ არნ, სადა იგი იყო.

18ეგრეცა მე დავშთი, ყოველთა მიერ წარვწყმდი და სახლისაგან განვარდი.

19იხილენით გზანი თემანელთანი და ალაგნი ესებონელთანი, რომელნი-იგი ეზღუანნიან.

20და სირცხჳლის თანამდებ იყვნენ, რომელნი-იგი ქალაქებსა და საფასებთა მოსავ არიან.

21ხოლო აწ თქუენცა, ეგერა, მეტად მექმნენით მე უწყალო მის წილ, რამცა იხილეთ წყლულებაჲ ესე ჩემი და შეგეშინა.

22აწ უკუე რაჲ? ნუ თქუენგან რასმე ვითხოვ,

23ანუ ძალისა თქუენისა მოქენე რას ვარ? რათამცა განმარინეთ მე ჴელთაგან მტერთასა, ანუ ჴელისაგან ძლიერთასა მიჴსნეთ მე?

24მასწავეთ მე და მე დავდუმნე. უკუეთუ რას ცთომილ ვარ, მითხართ მე?

25არამედ მსგავს არიან ამათსა ჭეშმარიტისა სიტყუანი, არა თუ თქუენგან ძალსა რასმე ვითხოვ.

26არცაღა მხილებამან სიტყუათა თქუენთამან დამაცხროს მე, არცა თქმული ეგე სიტყუათა თქუენთაჲ თავს-ვიდვა.

27გარნა ესე, რამეთუ, ვითარცა ობოლსა, ზედა დამესხმით მე და ზედამომივალთ მეგობარსა თქუენსა.

28აწ, ესერა, მივხედო პირსა თქუენსა და არა ვტყუო. დასხედით და ნუ იყოფინ სიცრუე.

29და მერმე კუალად სამართალს ვიდრე შეერთენით,

30რამეთუ არა არს ენასა ჩემსა სიცრუე, ანუ არა სასა ჩემი გულისჴმის-ყოფასა იწურთის?


წინა თავი შემდეგი თავი