მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იონა წინასწარმეტყველი
თავი 2

1და უბრძანა უფალმან ვეშაპსა დიდსა შთანთქმად იონა და იყო იონა მუცელსა შინა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე.

2და ილოცა იონა უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა მუცლით გამო ვეშაპისთჳს.

3და თქუა: ღაღად-ვყავ ჭირსა შინა ჩემსა უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა და შეისმინა ჩემი მუცლისაგან ჯოჯოხეთისა ღაღადებისა ჩემისა, გესმა ჴმისა ჩემისა.

4განმაგდე მე სიღრმედ მიმართ გულისა ზღჳსა და მდინარეთა მომიცვეს მე, ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი ჩემ ზედა გარდაჴდეს.

5და მე ვთქუ: განვიგდე თუალთა შენთაგან, სადმე შე-ღა-ვსძინო მიხედვად ტაძრისა მიმართ წმიდისა შენისა.

6გარემომესხა მე წყალი, ვიდრე სულად ჩემდამდე, უფსკრულმან მომიცვა მე უკანაჲსკნელმან, დაჴდა თავი ჩემი

7ნაპრალებსა მთათასა, შთავჴედ ქუეყანად, რომლისა მოქლონნი მისნი კლიტე საუკუნეებ. და აღმოვედინ ხრწნისაგან ცხორება ჩემი.

8შენდამი უფალო, ღმერთო ჩემო, მოკლებასა შინა ჩემგან სულისა ჩემისასა. უფალი მოვიჴსენე და შევედინ შენდამი ლოცვა ჩემი, ტაძრით მიმართ, წმიდისა შენისა.

9მცველთა ამაოსა და ცრუსათა წყალობა მათი დაუტევეს,

10ხოლო მე ჴმისა თანა ქებისა და აღსარებისასა გამსხუერპლო შენ. რავდენი ვილოცე კუალად გაგო შენ მაცხოვარებად ჩემდა უფალსა.

11და ებრძანა უფლისა მიერ ვეშაპსა და განაგდო იონა ჴმელსა ზედა.


წინა თავი შემდეგი თავი