მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
იონა წინასწარმეტყველი |
თავი 3 |
1და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ იონას მიმართ მეორედ მეტყუელი: 2აღდეგ და წარვედ ნინევად ქალაქად დიდად, და ქადაგე მას შინა ქადაგებისაებრ წინასწარისა, რომელი მე ვთქუ შენდამი. 3და აღდგა იონა და წარვიდა ნინევად, ვითარცა თქუა უფალმან. ხოლო ნინევი იყო ქალაქი დიდი ღმრთისაჲ, ვითარცა სავალი გზისა სამთა დღეთასა. 4და იწყო იონამან სლვად ქალაქად, ვითარ სავალსა დღისა ერთისასა და ქადაგა და თქუა: მერმე სამნიღა დღენი და ნინევი დაიქცეს. 5დაემორწმუნნეს კაცნი ნინევისანი ღმერთსა. და ქადაგეს მარხვაჲ და შეიმოსეს ძაძაჲ დიდითგან მათით, ვიდრე მცირედ მათდა. 6და მიეახლა სიტყუა მეფისა მიმართ ნინევისა, და აღდგა საყდრისაგან მისისა და მოიძარცუა შესამოსელი მისი მისგან, და გარემოირტყა ძაძაჲ, და დაჯდა ნაცარსა ზედა, 7და იქადაგა და ითქუა ნინევს შინა მეფისა მიერ. და დიდ-დიდთა მისათა მეტყუელთა: და კაცნი და საცხოვარნი და ზროხანი და ცხოვარნი ნუ იგემებენ ნურარას. და წყალსა ნუ სმენ, ნუცა ძოენ. 8და გარემოირტყეს ძაძაჲ კაცთა და საცხოვართა და ღაღად-ყუეს ღმრთისა მიმართ გულსმოდგინედ და მოაქცია კაცადმან გზისაგან თჳსისა ბოროტისა და სიცრუისაგან ჴელთა მათთაშინაჲსა მეტყუელთა: 9ვინ უწყის მო-თუ-აქციოს უფალმან და ვედრებულ იქმნეს. და მოიქცეს რისხვისაგან გულისწყრომისა მისისა და არა წარვწყმდეთ? 10და იხილნა ღმერთმან საქმენი მათნი, რამეთუ მოაქციეს გზათაგან მათთა ბოროტთა და შეინანა ღმერთმან სიბოროტესა ზედა, რომელი თქუა ყოფად მათდა და არა უყო. |
წინა თავი | შემდეგი თავი |