მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იონა წინასწარმეტყველი
თავი 4

1და შეწუხნა იონაჲ მწუხარებითა დიდითა და შეირია.

2და ილოცა უფლისა მიმართ და თქუა: ჵ, უფალო, არა ესე იგი სიტყუანი ჩემნი არიან, ვიყავ რაჲ მე ქუეყანასა შინა ჩემსა, ამისთჳს წინაუსწრვე სივლტოლად თარშიდ მით, რამეთუ უწყოდე, ვითარმედ შენ ღმერთი შემწყნარებელი ხარ და მოწყალე, სულგრძელი და მრავალწყალობაჲ, და შემნანებელი სიბოროტეთა ზედა.

3და აწ, მეუფეო, უფალო, მიმიღე სული ჩემი ჩემგან, რამეთუ კეთილ არს ჩემდა სიკუდილი, ვიდრე სიცოცხლე.

4და ჰრქუა უფალმან: ფრიად სწუხა შენ? და თქუა იონა: ფრიად და ვიდრე სიკუდიდმდე.

5და განვიდა იონა ქალაქისაგან და შექმნა თჳსად კარავი მუნ წინაშე ქალაქისა. და დაჯდა ქუეშე მისსა შორის ჩრდილისა, ვიდრე არა იხილოს, რაჲ ეყოს ქალაქსა.

6და უბრძანა უფალმან ღმერთმან აყიროსა და აღმოჴდა ზეშთა თავსა იონასსა ყოფად ჩრდილი ზედა კერძო თავისა მისისა დაგრილებისათჳს მისისა ბოროტისა მისგან სიცხისა და განიხარა იონა აყიროსა ზედა სიხარული დიდი.

7და უბრძანა ღმერთმან მატლსა განთიადისასა ხუალისაგან და დასცა აყიროსა და განჴმა.

8და იქმნა მეყსეულად აღმოსლვასა მზისასა. და უბრძანა უფალმან ღმერთმან სულსა ცხელსა შემწუელსა და სცა მზემან თავსა ზედა იონასსა და სულმოკლებდა და დაეთხოებოდა სულსა მისსა. და თქუა: კეთილ არს ჩემდა სიკუდილი ჩემი, ვიდრე სიცოცხლე.

9და თქუა უფალმან იონაჲს მიმართ: უკეთუ ფრიად სწუხ შენ აყიროსა ზედა და თქუა: ფრიად ვწუხ მე, ვიდრე სიკუდიდმდე.

10და თქუა უფალმან: შენ ჰრიდე აყიროსა ძლით, რომლისა ძლით არა ძჳრად ივნე, არცა განჰზარდე იგი, რომელი ღამესა შინა იქმნა და ღამესა შინა წარწყმდა,

11ხოლო მე არა ვჰრიდო ნინევისა ძლით ქალაქისა დიდისა, რომელსა შინა დამკჳდრებულ არიან მის შორის უმრავლესნი ვიდრე ათორმეტნი ბევრნი კაცთანი, რომელთა ვერ ცნეს მარჯუენე მათი, ანუ მარცხენე და საცხოვარი მრავალი?


წინა თავი