მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
იოველ წინასწარმეტყველი |
თავი 1 |
1სიტყუა უფლისა, რომელი იქმნა იოილის მიმართ, ძისა ბათოელისისა: 2ისმინეთ ესე მოხუცებულთა და ყურად-იღედ ყოველთა დამკჳდრებულთა ქუეყანისათა: უკუეთუ იქმნეს ესევითარნი დღეთა შინა თქუენთა, ანუ შორის დღეთა მამათა თქუენთასა? 3მათ ძლით შვილთა თქუენთა უთხრობდით, და შვილნი თქუენნი შვილთა მათთა და შვილნი მათნი ნათესავსა სხუასა. 4ნეშტნი მგრაგნილისანი შეჭამნა მკალმან, და ნეშტნი მკლისანი შეჭამნა ბუზმან, და ნეშტნი ბუზისანი შეჭამნა გესლმან. 5განიფრთხვეთ დამთრვალთა და ტიროდეთ, გოდებდით ყოველნი მსუმელნი ღჳნოსა სიმთრვალედ, რამეთუ მოღებულ არს პირისაგან თქვენისა შუება და მხიარულება, 6რამეთუ ნათესავი აღვიდა ქუეყანასა ზედა ჩემსა ძლიერი და აღურაცხელი; კბილნი მისნი კბილნი ლომისანი და შუანი ლეკჳსა მისისანი. 7დადვა ვენაჴი ჩემი უჩინოსაქმნელად და ლეღოანი ჩემი შესამუსრველადგამომეძიებელმან გამოიძია იგი და განაგდო, განასპეტაკებდა რტოთა მისთა 8გოდებად ჩემდამო სძლისათჳს, გარემორტყმულისა ძაძითა ქმარსა ზედა მისსა ქალწულებითგანსა. 9აღებულ არს მსხუერპლი და შესაწირავი სახლსა შინა უფლისასა, იგლოვდით მღდელნი, მსახურნი საკურთხეველისანი, 10რამეთუ საარებულ იქმნეს ველნიგოდებდინ ქუეყანაჲ, რამეთუ მოუსუსურდა იფქლი, განჴმა ღჳნოჲ აღრეული, შემცირდა ზეთი. 11განჴმეს მუშაკნი, იგლოვდით აგარაკნი დიკისა ძლით და ქრთილისა, რამეთუ წარწყმდა მსთულებელი ველისაგან. 12ვენაჴი განჴმა და ლეღოვანი შემცირდეს, ბროწეული და ფინიკი და ვაშლი და ყოველნი ხენი ველისანი განჴმეს, რამეთუ არცხვენენ სიხარულსა ძენი კაცთანი. 13გარემოირტყთ და იტყებდით მღდელნი, გოდებდით მსახურნი საკურთხეველთანიდაიძინეთ ძაძათა ზედა, რომელნი ჰმსახურებთ ღმერთსა, რამეთუ განეყენა სახლისაგან ღმრთისა თქუენისა შესაწირავი და მსხუერპლი. 14წმიდა-ყავთ მარხვაჲ, ქადაგეთ კურნებაჲ, შემოკრიბენით მოხუცებულნი ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანასა სახიდ უფლისა ღმრთისა ჩუენისაღაღაღდ-ყავთ უფლისა მიმართ შევრდომით: 15ვაჲ მე, ვაჲ მე, ვაჲ მე დღისათჳს, რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ და ვითარცა საარება საარებისაგან მოიწიოს. 16წინაშე თუალთა თქუენთა ჭამადნი მოაკლდეს, სახლისაგან ღმრთისა ჩუენისა - შუება და სიხარული, 17ჰკრთებოდეს დიაკეულნი ბაგათა ზედა მათთა, უჩინო იქმნეს საუნჯენი, დაითხარნეს საწნეხელნი, რამეთუ განჴმა იფქლი. 18რაჲ დაუმარხოთ თავთა თჳსთა? ტიროდეს მროწეულნი ზროხათანი, რამეთუ არა იყო საძოარი მათი და სამწყსონი ცხოვართანი უჩინო იქმნეს. 19შენდამი, უფალო, ჴმა-ვყო, რამეთუ ცეცხლმან განლინა შუენიერნი უდაბნოსანი, და ცეცხლმან აღანთნა ყოველნი ხენი ველისანი, და საცხოვართა ველისათა აღიხილეს შენდამი, 20რამეთუ განჴმეს მოსატევებელნი წყალთანი და ცეცხლმან შეჭამა შუენიერება უდაბნოსაჲ. |
შემდეგი თავი |