მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ივდითი
თავი 1

1წელსა მეათორმეტესა მეფობისა ნაბოქოდონოსორისასა, რომელი მეფობდა ასურასტანს, ქალაქსა დიდსა ნინევის, დღეთა არფაქსადისთა, რომელი მეფობდა ხუჟიკეთსა ზედა,

2და აღაშენა ქალაქი ეკბატანს და მოადგა ზღუდე გარემო მისა ლოდთაგან თლილთა სიზრქითა სამ წყრთა და სიგრძითა ექუს წყრთა. და იყო სიმაღლე ზღუდისა მის სამეოცდაათ წყრთითა, სივრცე მისი ერგასის წყრთა.

3და გოდოლნი მისნი აღმართნა ბჭეთა მისთა ზედა ას-ას წყრთა და სივრცე მისი დააფუძნა სამეოცსა წყრთასა.

4და ქმნა ბჭენი მისნი აღმართებულნი სიმაღლით სამეოცდაათ წყრთა და სივრცე მისი ორმეოც წყრთა განსლვად ძალთა ძლიერებისა მისისათა და განწესებულთა მკჳრცხლთა მისთა.

5და ყო ბრძოლა მათ დღეთა შინა ნაბოქოდონოსორ მეფემან ასურასტანისამან მეფისა თანა არსაქსადისა ველსა მას დიდსა ზედა, ესე არს საზღვართა რაგავისთა.

6და შეემთხჳნეს მას ბრძოლად ყოველნი მკჳდრნი მთით კერძონი და ყოველნი მკჳდრნი ევფრატისნი. და ტიგრისისნი და ვიდასპესანი და ველისა არეოქისანი, რომელნი არიან მეფისა ელვიმელთასა. და შეკრბა თესლები მრავალი ფრიად განწყობად ძეთა ქელეუდისთა.

7და წარავლინა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ასურასტანის-მან, ყოველთა მიმართ მკჳდრთა სპარსეთისათა და ყოველთა მკჳდრთა მზისა დასავლისათა და მკჳდრთა კილიკიასათა, დამასკისათა და ლიბანისათა და ყოველთა დამკჳრებულთა ზღჳსპირისათა,

8თესლებსა კარმელისასა და გალადისთა და ზენა გალილეასათა და დიდველსა იეზრაელისასა,

9და ყოველთა მკჳდრთა სამარიასთა და ქალაქთა მისთა და წიად იორდანესა ვიდრე იერუსალჱმადმდე და ბეტენედ და ქილუსად და კადედ და მდინარედ ეგჳპტისა და ტაფნად და რამესედ,

10და ყოველსა ქუეყანასა გესემისასა ვიდრე მოსლვადმდე ზემო მემფისა და ტანეოსა, და ყოველთა მკჳდრთა ეგჳპტისათა ვიდრე საზღვართა ეთიოპისათა.

11და განაქიქეს ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა სიტყუაჲ ნაბოქოდონოსორისი, მეფისა ასურასტანისა, და არა შეერთნეს მას ბრძოლასა, რამეთუ არა ეშინოდა მისა, ერთის კაცისა, და წარაქცივნეს, მოციქულნი მისნი ცალიერნი გინებით წინაშე პირსა მათსა.

12და განრისხნა ნაბოქოდონოსორ ჟამსა მას ქუეყანასა ზედა ფრიად ,და ფუცა საყდარსა და სუფევასა თჳსა უკუეთუ არა შური ვიძიო ყოველთა საზღვართა კილიკიასათა და დამასკესათა და ასურეთისა მოწყუედად მახჳლითა ჩემითა და ყოველთა მკჳდრთა მოაბისათა, ძეთა ამონისათა, და ყოველსა იდუმიასა და ყოველთა ეგჳპტისათა ვიდრე მოსლვამდე საზღვართა ორთა ზღჳსათა.

13და ეწყო თჳსითა ერითა არფაქსად მეფესა უჟიკეთასა წელსა მეჩჳდმეტესა. განძლიერდა ბრძოლასა მისსა და მოიქცა ყოველი ერი არფაქსადისი, ყოველი ცხენები მისი და ყოველი ეტლები მისი.

14და ეუფლა ქალაქებსა მისსა და მიიწია ვიდრე ეგბატანამდე. და დაიპყრა გოდოლი იგი და წარმოტყუენა უბანნი მისნი და სამკაული მისი და დადვა საყუედრელად.

15და წარმოიყვანა არფაქსად და ოროლსა აღაცვა მთათა ზედა რაგავისათა და ლახურებით, თჳსით მოსრა იგი ვიდრე დღევანდელად დღედმდე.

16და მოიქცა იგი მათ თანა ნინევად და ყოველი განწყობილი მისი და ყოველი ნადი მისი, სიმრავლე ერისა მბრძოლისა დიდძალი ფრიად. და იყო მუნ უზრუნველ და ყოველი ერი მისი ასდაოც დღე.


შემდეგი თავი