მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ივდითი |
თავი 11 |
1და ჰრქუა მას ჰოლომფორე: ნუ გეშინინ, დედაკაცო, კადნიერ იყავ გულითა შენითა, რამეთუ მე არა ვის ბოროტი უყავ კაცსა, რომელმან ინება მონობა ნაბუქოდონოსორისა, მეფისა ყოვლისა ქუეყანისა. 2და აწ ერმან შენმან, რომელი დამკჳდრებულ არს მთასა შინა, შეურაცხ-მყო მე. არა აღვიღე ჰოროლი მათ ზედა, არამედ მათ ყვეს თავით თჳსით ესე. 3აწ მითხარ მე, რომლისათჳს ივლტოდე მათგან და მოხუედ ჩემდა, რამეთუ მოსრულ ხარ ცხორებად, ნუ გეშინინ ამას ღამესა, სცხონდე ამიერითგან, რამეთუ არა ვინ გავნოს შენ, არამედ კეთილი გეყოს შენ, ვითარცა კეთილი ეყვის მონათა უფლისა ჩემისა ნაბუქოდონოსორისთა. 4და ჰრქუა მას ივდით: ისმინე მჴევლისა შენისა და იტყოდეს მსახური შენი. და არა გითხრა ნაცილი უფალსა ჩემსა ამას ღამესა. და უკუეთუ შეუდგე სიტყუათა მჴევლისა შენისათა, სრული საქმე ქმნეს შენ თანა ღმერთმან და სრულ-ყოს. ღმერთმან ჴელთა შენთა საქმე დიდი. და არა შესცდეს უფალი ჩემი სლვათაგან თჳსთა, ვიდრე ცოცხალ იყო. 5რამეთუ ცხოველ არს ნაბუქოდონოსორ მეფე ყოვლისა ქუეყანისა და ცხოველ არს ძალი მისი, რომელმან მოგავლინა შენ განგებად ყოვლისა კაცისა, რამეთუ არა მხოლოდ კაცნი შენ ძლით ჰმონებდეს მას, არამედ მჴეცნიცა ველისანი, საცხოვარნი და მფრინველნი ცისანი სიმჴნითა შენითა ცხოვნდებოდიან. და ცნას ნაბუქოდონოსორ და ყოველმან ეზომან მისმან, 6რამეთუ გვასმიეს სიბრძნე შენი და განზრახვა გულისა შენისა, რამეთუ მიეთხრა ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ შენ ხარ მარტო უმჯობეს ყოველსა სამეუფოსა მისსა და ძლიერ მცნებითა და საკჳრველ ერისთაობისა ბრძოლისასა 7და აწ, უფალო, სიტყუასა მას, რომელსა იტყოდა აქიორ ერსა შორის შენსა, გვესმნეს სიტყუანი იგი მისნი, რამეთუ შეიწყნარეს იგი კაცთა მათ ბეტულასათა და უთხრა მათ, რომელსა იტყოდა შენს წინაშე. ყოველნი სიტყუანი შენნი, რომელთა იტყოდე ამისთჳს, ჴელმწიფეო უფალო. ნუ თანაწარხვალ სიტყუათა მისთა, არამედ დაიდევ იგი გულსა შენსა, რამეთუ ჭეშმარიტ არს, 8რამეთუ ვერვისგან შურ-იგების ნათესავი ჩუენი, არცა ერევის მათ მახჳლი, უკუეთუ არა ცოდონ ღმრთისა მიმართ მათისა 9და აწ რათა არა იყოს უფალი ჩემი გარეშე და უქმ საქმესა ამას, არამედ დაეცეს სიკუდილი მათ ზედა, რამეთუ მოწევნულ არს მათა ცოდვა დიდი, რომლითა განარისხონ ღმერთი მათი, რომელ ქმენ უსჯულოებაჲ, 10რამეთუ მოაკლდა საზრდელი მათ და შეასრულეს მათ სუმად ყოველი წყალი მათი, 11რამეთუ უწყეს ჴელის-შეყოფად საცხოვართა მათთა და ყოველი, რაოდენი ბრძანა ღმერთმან სჯულსა მისსა არა ჭამად მათა, გულს-უც ჭამად. 12და შესაწირავსა იფქლისასა და ათეულსა ღჳნისასა და ზეთისასა. რომელი დაემარხა და წმიდა ეყო მღდელთათჳს, რომელნი დგანან იერუსალჱმსა წინაშე პირსა ღმრთისა ჩუენისა, უზრახავს იგი შეჭმად, რომელთა არცა ჴელის-შეხებაჲ ჯერ-არს არცა ერთისა მათგანისა თჳნიერ მღდელისა ხოლო და არარა მიუძღუანებიეს იერუსალჱმდ არცა ერთი რა და ამისთჳსცა მონათა მათ დამკჳდრებულთა აბრძნეს ესე, რომელთა-იგი დააყენეს მუნ მიტევება მოხუცებულთა მიერ. და იყოს, რაჟამს-რა იგი მიეთხრას მათ და არა ყონ, მოეცნენ იგინი ჴელთა შენთა მოსასრველად. 13მას დღესა შინა, რომლისათჳს მე, მჴევალსა შენსა, მომეთხრა ღმრთისა მიერ და ვივლტოდე პირისაგან მათისა. და მომავლინა მე ღმერთმან შენდა საქმედ შენ თანა. რომლისათჳს განკრთეს ყოველი ქუეყანა, რაოდენთა ესმეს იგი. 14რამეთუ მჴევალი შენი ღმრთისმსახურ ვარ და ვმსახურებდა მე ღმერთსა ცათასა და ყოვლისა ქუეყანისა უფალსა. და აწ მე შენს წინაშე, უფალო, განვიდოდი ღამედ და ღამედ მჴევალი შენი ჴევსა ამას და ვილოცევდე ღმრთისა მიმართ. 15და მითხრას მე, ოდეს-იგი იქმნეს ცოდვა მათი, მოვიდე და გაუწყო ცოდვა იგი მათი და განხჳდე ყოვლითა ძალითა შენითა და არა ვინ წინა აღგიდგეს შენ მათგანი. და მიგიყვანო შენ შორის ჰურიასტანსა ვიდრე მისლვადმდე წინაშე იერუსალჱმსა და დავდგნე საყდარნი შენნი შორის მათსა. და მოიყვანნე იგინი, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა არნ მწყემსი, და არა განძრას ძაღლმან ენა თჳსი წინაშე შენსა. 16რამეთუ ესე მომეთხრა მე წინასცნობითა ჩემითა განგებითა ღმრთისათა. 17და ვინაითგან განურისხნა მათ ღმერთი, ამისთჳს მოვივლინე თხრობად შენდა 18და სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე მისნი წინაშე ჰოლომფორესა და წინაშე ყოველთა მსახურთა მისთა, და უკჳრდა სიბრძნე იგი მისი და იტყოდეს: 19არა არს ესევითარი დედაკაცი კიდითგან ქუეყანისათა ვიდრე კიდედმდე მის სიკეთითა პირისათა და გულისხმის-ყოფითა სიტყუათათა. 20და ჰრქუა მას ჰოლომფორე: კეთილად ყო ღმერთმან, რამეთუ მოგავლინა შენ წინამძღურად ერისა, რათა იქმნეს ჴელითა შენითა ძალი, ხოლო შეურაცხის-მყოფელთა უფლისა ჩუენისათა წარწყმედა. და აწ სასტიკი ხარ შენ ხილვითა შენითა და კეთილ სიტყჳთა შენითა. 21უკუეთუ ეგრე ჰყო, ვითარცა-ეგე იტყოდე, ღმერთი შენი იყოს ჩემდა ღმერთი და შენ სახლსა შინა ნაბუქოდონოსორ მეფისასა სჯდე და იყო შენ სახელოვან უმეტეს ყოველსა ქუეყანასა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |