მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ივდითი |
თავი 12 |
1და უბრძანა შეყვანებაჲ მისი, სადა-იგი დაიდებოდა ვეცხლი მისი. და ამცნო დარეცა მისი მუნ. და მისცემდა მას სანოაგეთაგან მისთა და ღჳნისა მისისაგან სუმად. 2და თქუა ივდით: არა ვჭამო მათგანი, არც ვსუა, რათა არა მექმნეს მე საცთურ, არამედ რომელ-ესე მომიღებიეს, მეყოფის მე. 3და ჰრქუა მას ჰოლომფორე: უკუეთუ მოგაკლდეს, რომელ-ეგე გაქუს შენ, ვინათ გცეთ შენ მსგავსი მათი, რამეთუ არავინ არს ჩუენ თანა კაცი ნათესავისაგან შენისა. 4და ჰრქუა მას ივდით: ცხოველ არს სული შენი, უფალო ჩემო, რამეთუ არა დაასრულოს მჴევალმან შენმან, რომელი მაქუს ჩემ თანა, ვიდრემდე ყოს ღმერთმან ჴელითა ჩემითა, რომელი-იგი იზრახა. და შეიყვანეს იგი მსახურთა ჰოლომფორესთა კარავად და დაიძინა ვიდრე შუაღამემსე და აღდგა განთიადსა ოდენ საჴუმილავსა. 5და მიავლინა ჰოლომფორესა და თქუა: უბრძანენ უფალმან ჩუენმან მჴევალსა თჳსსა განსლვად სალოცავად. 6და უბრძანა ჰოლომფორე მცველთა მათ თჳსთა არა ყენებად მისა. და იყოფოდა ბანაკსა შინა სამ დღე. 7და განვიდის ღამედ და ღამედ ჴევსა მას ბეტულასასა და იბანებინ წყაროსა მას წყლისასა, ვითარცა წეს იყო ურიათა. 8ვითარცა აღმოვიდის განბანილი, ევედრებინ უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა, რათა წარემართოს მას გზასა მისსა აღსამაღლებელად ძეთა ერისა მისისა ისრაჱლისათა. 9შევიდინ და იყოფინ კარავსა მას შინა, ვიდრე მიიღის საზრდელი მისი მწუხრი. 10და იყო დღესა მას მეოთხესა, და ყო ჰოლომფორნე სუმა მონათა თჳსთა თანა ხოლო. და არავის უწოდა წოდებისა მისებრ, ვითარ-იგი ჴმდა და ჰრქუა ბაგუას, საჭურისსა თჳსსა, რომელი იყო ზედამდგომელი ყოველთა მონაგებთა მისთა: მივედ და არწმუნე დედაკაცსა მას ებრაელსა, რომელ არს შენ თანა, ჭამად და სმად ჩუენ თანა. 11აჰა ესერა, საკიცხელ არს პირისა ჩემისა, უკუეთუ ესევითარი დედაკაცი ეგრეთ განუტეოთ. ვაცადოთ და არა ვეზრახნეთ მას, უკუეთუ არა მოვაქციოთ იგი ჩუენდა, გამკიცხნეს ჩუენ. 12და განვიდა გაგუა პირისაგან ჰოლომფორნესა და შევიდა მისა და ჰრქუა: ნუუკუე გცონინ მჴევალსა მაგას კეთილსა მოსლვად უფლისა ჩუენისა. რათა იდიდო მის წინაშე და სუა ჩუენ თანა სიხარულით ღჳნო. და იქმნე ჩუენ თანა, ვითარცა ასული ასურასტანელთა დღესა ამას ერთსა, რომელნი წინაშე დგანან სახლსა ნაბუქოდონოსორისასა? 13და ჰრქუა მას ივდით: და ვინ ვარ მე სიტყჳსმგებელ უფლისა ჩემისა? 14რამეთუ ყოველი, რომელი სათნო არს წინაშე თუალთა მისთა, სწრაფით ვყო. და იყოს ესე ჩემდა სიხარულ, ვიდრე დღედმდე სიკუდილისა ჩემისა. 15აღდგა და შეიმოსა სამოსელი მისი და ყოველი სამკაული დედათა. და წარუძღვა მჴევალი იგი თჳსი ჰოლომფორესსა. შევიდა და დაჯდა ივდით. 16და განკრთა გული ჰოლომფორესი მის ზედა და აღიძრა სული მისი და გული უთქმიდა მას ფრიად თანაყოფისა მისთჳს და იმარჯვებდა ჟამსა, რათამცა აცთუნა, რომლითა დღითა იხილა იგი. 17და ჰრქუა მას ჰოლომფორე სუ და იქმენ მხიარულ ჩემ თანა. 18და ჰრქუა ივდით: ვსუა აწ, უფალო ჩემო, რამეთუ განდიდნა ცხორებაჲ ჩემი ჩემ თანა უფროს ყოველთა დღეთა შობისა ჩემისათა. 19მოიღო და ჭამა და სუა მის წინაშე, რომელი-იგი მოუმზადა მჴევალმან მისმან. 20და მხიარულ იქმნა ჰოლომფორე მის ზედა და სუა ღჳნო ფრიადი, რომელ არღარა ესვა სხუასა დღესა ეგოდენი ცხორებასა შინა თჳსსა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |