მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ივდითი |
თავი 15 |
1და ვითარცა ესმა ბანაკსა მას, რომელნი იყვნეს კარვებსა, განუკჳრდა საქმესა მას ზედა. 2და დაეცა მათ ზედა შიში და ძრწოლა, არავინ იყო კაცი მდგომ წინაშე პირსა მოყუსისასა, 3არამედ განიბნივნეს ერთბამად და ივლტოდეს ყოველსა მას გზებსა ველისასა და მთასა, რომელნი დაბანაკებულ იყვნეს მთასა მას 4გარემო ბეტულასასა, აღიძრნეს სივლტოლად. და მაშინ ძენი ისრაჱლისანი. ყოველი კაცი მებრძოლი მათგანი განეფინნეს მათ ზედა დევნად. 5წარავლინნა ოზია მოციქულნი ბეტომათემად და აბელმაემად და ქობად და კოლად და ყოველთა საზღვართა ისრაჱლისათა, რათა უთხრან ყოველი, რომელი იქმნა, რათა ყოველნი გამოეფინნენ მტერთა მათ თანა მოსრვად მათად. 6და ვითარცა ესმა ძეთა ისრაჱლისათა, გამოეფინნეს მათ ზედა ყოველნი ერთბამად და მიეტევებოდეს მათ, მოსრვიდეს დიდად ფრიად სოფლებსა ვიდრე ქობადმდე. ეგრეთვე იერუსალჱმელნი მოიწივნეს და ყოველთა მათგან მიერ კერძოთა მთათა, რამეთუ მიუთხრეს მათ, რა-იგი იქმნა ბანაკსა მტერთა მათთასა და რომელნი იყვნეს გალადს, უმეტეს განძლიერდებოდეს მათ ზედა და რომელნი იყვნეს გალილიას, დევნა უყვეს მას. და იყო ასურასტანელთა მათ ზედა წყლულებაჲ დიდი, ვიდრე თანაწარჴდეს დამასკეს და საზღვართა მისთა. 7ხოლო სხუანი იგი დამკჳდრებულნი ბეტულასნი დაესხნეს ბანაკსა მას ასურთასა და წარმოტყუენვეს იგინი და განმდიდრდეს. 8და ძეთა ისრაჱლისათა მოაქციეს მოწყუედისაგან და ერეოდეს ყოველთა ნეშტთა, და ქალაქები და დაბნები ყოველთა ვაკეთა გარდამოჴდეს და აღიჭრნეს მრავალნი ნატყუენავი, რამეთუ იყო სიმრავლე დიდ ფრიად. 9და მოვიდა იოვაკიმ მღდელი და მოხუცებულნი ძეთა ისრაჱლისათანი, რომელნი მკჳდრ იყვნეს იერუსალჱმს. ყოველნივე მოიწივნეს ხილვად კეთილთა, რომელი უყო უფალმან ისრაჱლსა და ივდითის სიტყუად მშჳდობისა. 10და ვითარცა მოვიდეს და აკურთხეს ყოველთა ერთბამად და ჰრქუეს მას: შენ ხარ სიმაღლე იერუსალჱმისა, შენ ხარ სიხარული ისრაჱლისა, შენ ხარ სიქადული ნათესავისა ჩუენისა. 11რომელნი ჰქმენ ჴელითა შენითა და ჰყავ კეთილი ისრაჱლისა თანა და სათნო-ყო ღმერთმან მათ ზედა. კურთხეულ იყავ შენ ყოვლისა მპყრობელისა მიერ უფლისა უკუნისამდე ჟამთა. 12და თქუა ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ! 13და კარვად აღიჭრიდა ერი იგი ბანაკსა ასურთასა ოცდაათ დღე. და მისცეს ივდითსა კარავი ჰოლომფორესი და ყოველი ვეცხლი და ცხედრები და საგებელი მისი და სამოსელი მისი. მოიღო მან და აჰკიდა ჯორებსა თჳსსა და აღაგო იგი ურმებსა თჳსსა და მოიღო იგი ყოველი მათგან. 14და ისწრაფდეს ყოველნი დედანი ისრაჱლისანი ხილვად მისა და კურთხევად მისა და ყვეს მის თანა მძნობარი მისთჳს მათგანი და მოიღეს მორჩი ხეთა და მისცეს ჴელთა მისთა და მისცეს მის თანათაცა დედათა გჳრგჳნები ზეთისხილისა და უპირობდა ყოველსა ერსა ძნობით წინამძღვარად ყოველთა დედათა. 15და შეუდგა ყოველი კაცი ისრაჱლისა შეჭურვილნი და გჳრგჳნოსანნი, გალობდეს პირითა მათითა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |