მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ივდითი
თავი 2

1და წელსა მეთურამეტესა, ოცდაორსა პირველისა მის თთჳსასა იყო სიტყუაჲ სახლსა შინა ნაბოქოდონორორისა, მეფისა ასურასტანისსა, შურისგებად ყოვლისა ქუეყანისა, ვითარცა-იგი იტყოდა.

2და მოუწოდა ყოველთა მსახურთა მისთა და ყოველთა დიდ-დიდთა მისთა.

3და დადვა მათ თანა საიდუმლო ზრახვისა მისისა, და იყო, ვითარცა აღესრულა ყოველი უკეთურებისა ზრახვა პირისაგან მისისა მის ქუეყანისათჳს,

4რამეთუ მათ განარჩივნეს მოწყუედად ყოველი ჴორციელი, რომელნი არა ერჩდეს სიტყუათა პირისა მისისათა. და მოუწოდა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ასურასტანისამან, ჰოლომფორეს, ერისთავსა ძლიერებისა მისისასა, რომელი იყო შემდგომი მისი. ჰრქუა მას; ამას იტყჳს მეფე, უფალი ყოვლისა აჰა ესერა, შენ განხჳდე პირისაგან ჩემისა და განიყვანნე კაცნი მოსავნი ძალისა მათისანი და მკჳრცხლთა ასოც ათასი და სიმრავლე ჰუნეთა და მჴედართა ათორმეტი ბევრი.

5და განვედ შენ წყობად ყოვლისა ქუეყანისა მზისა დასავალისასა, რამეთუ ურჩ ექმნეს სიტყუათა პირისა ჩემისათა და უთხრა მათ, რათა განმიმზადონ მე ქუეყანა და წყალი, რამეთუ განვალ გულისწყრომითა ჩემითა მათ ზედა და დავფარო პირი ყოვლისა ქუეყანისა ფერჴითა ერისა ჩემისათა და მივსცნე იგინი დასაჭრელად მათა, წყლულებითა მათითა აღივსნენ ღელენი მათნი და ყოველი ჴევნები და მდინარენი წარღუნიდენ მკუდართა მათთა. და აღივსნენ იგინი და წარმოვიღო ტყუჱ მათი კიდითა ქუეყანისათა, ხოლო შენ განვედ და წინაწარ დამიპყრენ ყოველნი საზღვარნი მათნი და დამიმარხენ იგინი დღედმდე მხილებისა მათისა.

6ხოლო რომელნი არა გერჩდენ, ნუ ერიდებინ თუალი შენი მიცემად იგინი სიკუდილსა და აღჭრასა ყოვლისა ქუეყანისასა, რამეთუ ცხოველ ვარ მე და ძალი სუფევისა ჩემისა ვითარცა ვიტყოდე, ეგრეცა ვყო ესე ყოველი ჴელითა ჩემითა და შენ არა რასა გარდაჴდე ერთსაცა სიტყუასა უფლისა შენისასა, არამედ აღსრულებით აღასრულნე, ვითარცა გიბრძანე შენ, და ნუ ჰყოვნი ყოფად მისა.

7და გამოვიდა ჰოლომფორე პირისაგან უფლისა თჳსისა და მოუწოდა ყოველთა ძლიერთა და ერისა წინამძღუართა და მთავრობასა ზედა მდგომელთა ერისა ასურეთისათა და აღირაცხა რჩეული კაცი მბრძოლად, ვითარცა უბრძანა მას უფალმან თჳსმან ათორმეტი ბევრი და ორათასი.

8და განაწესნა იგინი ვითარცა სახედ სიმრავლე ბრძოლისა და განწყობისა და მოასხა აქლემი, ჯორი და ვირები, სიმრავლე ფრიადი ჭურჭელთა მათთჳს და ზროხა და ცხოვარი და თხა საზრდელად მათა, რომლისა არა იყო რიცხჳ,

9და საგზალი ყოველსა კაცსა სიმრავლედ,

10ოქრო და ვეცხლი სახლისაგან სამეფოსა მრავალი ფრიად.

11და გამოვიდა ნინევით იგი და ყოველი ძალი მისი სლვად და წინა განსლვად მეფისაგან ნაბუქოდონოსორისა დაფარვად ყოველი პირი ქუეყანისა მზისა დასავალად კერძო ეტლებითა და მჴედრებითა და მკჳრცხლითა რჩეულითა და მრავალი ნართევი ერი, თანა გამოერთო მათ სიმრავლე, ვითარცა მკალთა და ვითარცა ქჳშა ზღჳსა და სიმრავლე მათი, რამეთუ არა იყო რიცხჳ სიმრავლისა მათისა.

12და განვიდეს ნინევით გზასა სამისა დღისასა პირსა წინაშე ველისა მის ბეკთაილისასა მახლობელად მთასა მას მარცხენით ზენასა კილიკიასა და წარიყვანა ყოველი ერი მისი მკჳრცხლი და მჴედარი და ყოველი ეტლები მისი და წარვიდა მიერ მთად კერძო.

13და მოსრნა ფოდელნი და ლუდენი და წარმოტყუენა ყოველნი ძენი რასინისნი და ძენი ისმეილისნი, რომელნი მკჳდრ იყვნეს წინაშე პირისა უდაბნოსასა სამხრით კერძო ქუეყანისა მის ქელკონისასა.

14და გამოვლო ევფრატი ღა განვლო შუამდინარე და დაარღჳნა ქალაქნი მაღალნი ღელით კერძო ნაბრონისა ვიდრე საზღვრადმდე ზღუად დიდად

15და დაიპყრნა საზღვარნი კილიკიასანი და მოსრა ყოველი, რომელნი წინააღუდგენ მას და მოიწია ვირდე საზღვრადმდე იაფეთისა სამხრით წინაშე პირსა არაბიისასა.

16და მოიცვნა ყოველნი ძენი მადიამისნი და მოწუა კარავები მათი და წარმოიღო არვეები მათი.

17და შემოვიდა ველად დამასკესა დღეთა მკისა იფქლისათა და მოწუა ყოველი ყანები მათი და ველები მათი განრყუნა და აგარაკები მათი და სამწყსო და მროწეული მათი მისცა განსარყუნელად და ქალაქნი მათნი წარტყუენნა და ყანობირი მათი განაბნია და ყოველი ჭაბუკი მათი მოსრა პირითა მახჳლისათა.

18და დაეცა შიში და ძრწოლა მისი მკჳდრთა ზღჳსკიდისათა, რომელნი იყვნეს სიდონს და ტჳროსს და დამკჳდრებულთა სურისათა და მიერ კერძო მისა და მკჳდრთა იამნასათა და მკჳდრთა აზოტისათა და გაზას და ასკალონსა შეეშინა მისა ფრიად.


წინა თავი შემდეგი თავი