მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ივდითი |
თავი 3 |
1და მიავლინეს მისა მოციქულნი სიტყჳთა მშჳდობისათა და ჰრქუეს. 2აჰა ესერა, ჩუენ მონანი ნაბუქოდონოსორისნი, მეფისა დიდისანი, შენ წინაშე ვართ. მიმსახურენ ჩუენ, ვითარცა სათნო არს წინაშე შენსა. 3აჰა ესერა, საყოფელნი ჩუენნი და ყოველნი ღელენი საიფქლენი სამწყსონი ჩუენნი და მროწეულნი და ყოველნი ბანაკნი აგარაკთა ჩუენთანი წინაშე შენსა არიან. იჴმიენ იგინი, ვითარცა სათნო არს წინაშე შენსა, და საყოფელნი ჩუენნი და მკჳდრნი მათ შინა მონანი შენნი არიან. მოვედ და დაიპყრენ იგინი, ვითარცა სათნო არს თუალთა შენთა. 4და იყვნენ ჩუენგანნი ყოველნი წესთა შენთა ზედა. 5ჩუენცა და ძენიცა ჩუენნი მონანი შენნი ვართ. 6მოვედ ჩენდა, მშჳდობისმყოფელო უფალო, და განგჳწესენ მსახურება ჩუენი, ვითარცა სათნო იყოს შენდა. და მივიდეს კაცნი იგი ჰოლომფორესა და უთხრნეს მათ. 7და გარდამოიტრა ზღჳსკიდედ იგი და ერი მისი და მოიცუნა ქალაქნი მაღალნი. 8და წარმოიყვანნა მათგანნი კაცნი ძლიერნი ბრძოლად. 9ხოლო მათ შეიწყნარეს იგი და ყოველი სოფლები მათი 10გჳრგჳნებითა და ბორობნებითა და ბობღნებითა 11დაარღჳნეს ყოველნი საზღვარნი მათნი და მოკაფეს ყოველი სერტყები მათი. 12რამეთუ მოცემულ იყო მისა ბრძანება მოჴოცად ყოველთა კერპთა ქუეყანისათა. 13მხოლოდ ნაბუქოდონოსორს მსახურებდენ ყოველნი ნათესავნი და ყოველნი ერნი და ტომები მათი ხადოდენ მას ღმერთად. 14და მოვიდეს წინაშე პირსა ეზრექოთისასა მახლობელად დოთეასა, რომელ არს წინაშე პრიონსა დიდსა იდუმიასასა. 15და დაიბანაკეს შორის გებეესა საკჳთეპოლისასა, რომელი არს შიბანი. და იყო მუნ თუე ერთ, რათა შეიკრიბოს მუნ ყოველი გუნდი ძლიერებისა მისისა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |