მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ივდითი |
თავი 6 |
1და ვითარცა დასცხრა შფოთი იგი კაცთა მათ კრებულისა და ჰრქუა ჰოლომფორე, ერისთავმან ასურეთისამან, აქიორს ამანიტელსა წინაშე ყოვლისა მის ერისა უცხოთესლთასა: ვინ ხარ შენ, აქიორ? და ყოველთა მიმართ ძეთა ამონისთა სასყიდლით მორეწეთა ეფრემისათა, 2რამეთუ წინაწარმეტყუელობ ჩუენ შორის, ვითარცა-ესე დღეს და სთქუ: ნათესავსა ძეთა ისრაჱლისათა არა ბრძოთა, რამეთუ ღმერთი მათი შეეწიოს მათ? და ვინ არს ღმერთი, არა თუ ნაბუქოდონოსორ? ამან მოავლინოს ძალი თჳსი და მოსრნეს იგინი პირისაგან ქუეყანისა და ვერ იჴსნნეს იგინი ღმერთმან მათმან, 3არამედ ჩუენ, მონათა მისთა, მოვსწყჳდნეთ იგინი, ვითარცა ერთი კაცი და ვერ დაუდგენ სიმრავლესა ცხენთა ჩუენთასა, რამეთუ წარვიხუნეთ ჩუენ იგინი და საზღვარნი მათნი დაითრვნეს სისხლითა მათითა და ველნი მათნი აღივსნენ მძორითა მათითა, რამეთუ არა წინადაგჳდგეს კვალი ფერჴთა მათთა წინაშე პირსა ჩუენსა, არამედ წარწყმედით წარწყმდენ. 4იტყჳს ნაბუქოდთნოსორ მეფე, უფალი ყოვლისა ქუეყანისა, რამეთუ თქუა და არა განქარდეს სიტყუანი პირისა მისისანი. 5ხოლო შენ, აქიორ, მორეწეო ამონისო, რომელი იტყოდე სიტყუათა მაგათ დღეთა სიცრუისა შენისასა - არღარა იხილო პირი ჩემი ამიერითგან, ვიდრე შური ვიძიო ერისა მისგან ნათესავისა ეგჳპტით გამოსრულისა. და მაშინ განვიდეს მახჳლი ერისა ჩემისა და ერისა მსახურთა ჩემთასა გუერდთა შენთა. 6და დაეცე წყლულებითა მათ თანა, რაჟამს მოვაქციო და კუალად მოგაგონ შენ მონათა ჩემთა მას დღესა შინა მთად კერძო. და დაგდვან შენ ერთსა ქალაქთაგანსა აღსავალთასა და არა წარსწყმდე მუნამდე, ვიდრემდე მოისპო მათ თანა. და უკუეთუ ესავ გულითა შენითა, ვითარმედ ვერ დავიპყრნე, ნუ შეწუხნებინ პირი შენი. ვიტყოდე და არა დავარდენ სიტყუანი ესე ჩემნი. 7და უბრძანა ჰოლომფორე მონათა თჳსთა, რომელ დგეს წინაშე კარავთა მისთა, შეპყრობა აქიორისი და მოყვანებად და მიცემად ბეტულად ჴელთა ძეთა ისრაჱლისათა. 8და შეიპყრეს იგი მონათა მისთა და განიყვანეს იგი გარეშე ბანაკსა მათსა ველად და წარიყვანეს იგი მიერ ველით მთად კერძო და მოვიდეს წყაროებსა მას ზედა, რომელ არიან ქვე კერძო ბედულოასა. და ვითარცა იხილნეს იგინი კაცთა მის ქალაქისათა თხემსა მის მთისასა, აღიღეს საჭურველი მათი და გამოვიდეს გარეშე ქალაქსა თავსა მთისასა. და ყოველმან კაცმან მეშურდულემან დაიპყრეს აღსავალი მათი და ესროდეს ქვითა მათ ზედა. 9და შემოეფარნეს ქუეშე მთასა მას და შეკრეს აქიორ და დაუტევეს იგი მდებარე ქუეშე ძირსა მის მთისასა და წარვიდეს უფლისა თჳსისა. 10და გარდამოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ქალაქით, მათით და მოვიდეს და განჴსნეს იგი და შეიყვანეს იგი ბეტულად და წარადგინეს იგი მთავართა მის ქალაქისათა, 11რომელნი იყვნეს მათ დღეთა შინა. და იყო მაშინ ოზია, ძე მიქასი, ტომისაგან სჳმეონისა, ქაფრი, ძე გოთონიელისი და ქამრი, ძე მელქიელისი. 12და მოუწოდეს ყოველთა მოხუცებულთა ქალაქისათა და შეკრბეს ყოველნი ჭაბუკნი მათნი და დედანი მათნი და ყრმანი შესაკრებელსა მათსა და დაადგინეს აქიორ შორის ერისა მათისა და ჰკითხვიდა მას ოზია, რა-იგი შეემითხჳა მას, და უთხრა აქიორ სიტყუაჲ იგი კრებულისა მის ჰოლომფორესი და ყოველნი სიტყუანი მთავართა მათ ძეთა ასურთა. 13და რაოდენსა იტყოდეს ჰოლომფორე სახლსა ზედა ისრაჱლისასა, 14და თაყუანი-სცეს ღმერთსა და ღაღად-ყვეს და თქუეს: 15უფალო ღმერთო ცათაო და ქუეყანისაო, გარდამოიხილე ამპარტავანებასა ზედა მათსა და შეიწყალე სიმდაბლე ნათესავისა ჩუენისა და მოხედე პირსა განწმედილთასა შენდად, უფალო, ამას დღესა! 16და ნუგეშინ-სცეს აქიორს და აქებდეს მას ფრიას და თქუეს: რაცა სთნდეს ღმერთსა ჩუენთჳს და შენდაცა იყოს კეთილი. 17და წარიყვანა იგი ოზია კრებულისა მისგან სახიდ თჳსა. 18და ყო სუმა მთხუცებულთათჳს და მღდელთა და ხადოდეს უფალსა ისრაჱლისასა შემწედ მას დღესა ღამე ყოელ. |
წინა თავი | შემდეგი თავი |