მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ივდითი
თავი 7

1ხვალისაგან უბრძანა ჰოლომფორე ყოველსა ერსა მისსა და ყოველსა ახოვანსა, რომელნი მოსრულ იყუნეს შემწედ მისა აღსლვად ბეტულად და შეპყრობად აღსავალსა მთათასა და ბრძოლად ძეთა ისრაჱლისათა.

2და აღჭურა ყოველი კაცი ძლიერი მას დღესა შინა და ძალი მათი კაცთა ძლიერთა მბრძოლთა მკჳრცხლი ასსამოცდაათი ათასი და მჴედართა ოცდაორი ათასი თჳნიერ ჭურჭლისა მათისა და კაცთა მათ მკჳრცხლთა, რომელნი იყენეს მათ შორის თანამავალი სიმრავლე ფრიად.

3დაიბანაკეს ღელესა მას მახლობელად ბეტულისა, წყაროსა ზედა, განეფინნეს სივრცედ დოთაიმად კერძო ვიდრე ბალმანადმდე და სიგრძე ბეტულად ვიდრე კეემონადმდე, რომელ არს წინაშე ეზრექუნსა.

4ხოლო ძეთა ისრაჱლისათა ვითარცა იხილეს სიმრავლე იგი მათი, შეშფოთნეს ფრიად და ჰრქუა კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა: აწ აჴოცონ მათ პირი ყოვლისა ქუეყანისა, არცა მთანი მაღალნი, არცა ბორცუნი, არცა ჴევნები დაუდგეს მათსა დიდსა სიმრავლესა.

5და აღიღეს ძეთა ისრაჱლისათა, კაცად-კაცადმან, ჭურჭელი საბრძოლი თჳსი და აღაგზნეს ცეცხლი გოდლებსა ზღუდეთა მთათასა, დადგეს და სცვიდეს ღამე ყოელ.

6მეორესა დღესა გამოიყვანა ჰოლომფორნე ყოველი მჴედარი თჳსი წინაშე პირსა ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი იყვნეს ბეტულას.

7და მოიხილნა აღსავალნი იგი მის მთისანი და ქალაქისა მათისანი. და წყალნი იგი წყაროთანი მოვლნეს და დაიპყრნეს იგინი. და დაადგინნეს მათ ზედა ბანაკები კაცთა მბრძოლთა და თჳთ იგიცა აღემჴედრა ერსა თჳსსა ზედა.

8და მოუჴდეს მას ყოველნი მთავარნი, ძენი ამონისნი, და ყოველნი ერნი და წინამძღუარნი ერისა მოაბისნი და ერისთავნი ზღჳსკიდისანი და ჰრქუეს:

9ისმინენ სიტყუაჲ ჩუენი უფალმან ჩუენმან და შეუბრძოლელად დავიპყრათ, რამეთუ ღაადგინენ მცველნი წყაროთა წყალთასა, რათა ვერღარა სვან. და იძლივნენ იგინი და უმახჳლოდ მოისრნენ. და ნანდვილვე შეიწრებულთა მოგცენ ქალაქი მათი, რომელ დაშენებულ არნ მთათა ზედა მაღალთა და ესვენ სიმაგრესა მათსა.

10და სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე მათნი წინაშე ჰოლომფორნესა და წინაშე ყოველთა მსახურთა მისთა. და განაწესეს ყოფად, ვითარცა-იგი იტყოდეს და წარიტრა ბანაკი ძეთა ამონისთა და დაადგინა ას-ასეულად.

და მოაკლდა მკჳდრთაგან ბეტულისთა ყოველი სარწყული წყალთა და ჯურღმულნი მათნი მოცალიერდებოდეს. და არა აქუნდა სასუმელად წყალი მრავალ დღე, რამეთუ საწყაულით მიეცემოდა მათ სუმად.

12და სულმოკლე იქმნა ერი იგი და ჩჳლნი მათნი და ცოლნი მათნი და ჭაბუკნი მათნი მოაკლდეს წყურილითა და დაეცნეს უბანთა ზედა ქალაქისათა და განსულასა ბჭეთასა. და არღარა იყო ძალი მათ თანა. და შეკრბა ყოველი იგი ერი ოზიასა და მთავართა მათ ქალაქისათა: ჭაბუკნი, დედანი და ყრმანი, ღაღადებდეს ჴმითა დიდითა წინაშე ყოველთა მოხუცებულთა და თქუეს:

13საჯენ ღმერთმან შორის ჩუენსა და შორის თქუენსა, რამეთუ ყავთ უსამართლო დიდი, რამეთუ არა ვეტყოდეთ მშჳდობით ძეთა მიმართ ასურთასა.

14და აწ არა ვინ არს მწე ჩუენდა, არამედ მიგუცნა ჩუენ ღმერთმან ჴელთა მათთა დაცემად ჩუენდა წინაშე მათსა წყურილითა და წარწყმედითა დიდითა.

15და აწ მოუვლინეთ მათ ყოველი ესე ქალაქი ტყვედ ერისა ჰოლომფორნესისა და ყოველსა ძალსა მისსა,

16რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, ვიყუნეთ მათ აღსაჭრელ, ვიდრე ესრეთ წარწყმედასა და ვიყვნეთ მათ მონად და მჴევლად და ცხოვნდეს სული ჩუენი და ვიხილოთ სიკუდილი ჩჳლთა ჩუენთა წინაშე თუალთა ჩუენთა და ცოლთა ჩუენთა და მოკლებაჲ სულთა მათთა.

17გიწამებთ თქუენ ცასა და ქუეყანასა, ღმერთსა ჩუენსა და უფალსა მამათა ჩუენთასა, რომელმან შური იძიოს სულთა ჩუენთათჳს ცოდვათაებრ მამათა ჩუენთასა, რათა არა იყოს სიტყუათა მათთაებრ დღენდელსა ამას დღესა.

18და იყო ტირილი და გოდებაჲ დიდი შორის კრებულსა მას ყოველთა ერთბამად და ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ, ღმრთისა მათისა, ჴმითა დიდითა:

19ვსცოდეთ მამათა ჩუენთაებრ და უსამართლო ვყავთ და შევსცეთით.

20შენ, რომელი მოწყალე ხარ, შეგჳწყალენ ჩუენ, ტანჯვითა შენითა ტანჯენ თავჴედობანი ჩუენნი და ერი ესე, რომელნი აღგიარებენ შენ, ნუ გნებავნ მიცემად ჴელთა მათთა, რომელთა არა გიციან შენ.

21ამისთჳს, რათა არა ითქუას წარმართთა შორის: სადა არს ღმერთი მათი?

22ხოლო დამაშურალნი ღაღადებითა და გოდებითა უსუსურქმნილნი დადუმნეს.

23და ჰრქუა მათ ოზია: ნუ გეშინინ, ძმანო, და-ღა-ვითმინოთ მერმე ხუთ დღე ოდენ, ვიდრე მოგუცეს ჩუენ ღმერთმან ჩუენმან წყალობაჲ მისი ჩუენ ზედა.

24რამეთუ არა დაგჳტევნეს ჩუენ სრულიად.

25უკუეთუ წარჴდენ დღენი ესე და არა ვინ იყოს ჩუენ ზედა, შეწევნა-ვყოთ მაშინ სიტყუათა თქუენთაებრ. და განაბნია ერი თჳსი ბანაკად კაცად-კაცადი ზღუდეთა გოდლებსა ქალაქისასა წარსლვად. ცოლნი და შვილნი მათნი წარავლინნა სახლთა მათსა და იყვნეს სიმდაბლესა შინა დიდსა ქალაქსა შინა.


წინა თავი შემდეგი თავი