მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
წიგნი მეორე ეზრასი* |
თავი 2 |
თავი 2
1მეფობასა კჳროსისასა სპარსთა ზედა წელსა მას პირველსა აღესრულა სიტყუა უფლისა, რომელსა იტყოდა პირითა იერემია წინაწარმეტყუელისათა. 2და განაღჳძა უფალმან სული კჳროსისი, სპარსთა მეფისა, და უბრძნა კჳროსის და ყოველთა, რომელნი იყუნეს მეფობასა მისსა, მიწერა და თქუა: 3ესრე იტყჳს კჳროს, მეფე სპარსთა, გამომიცხადა მე მეფემან ყოველთა ცისკიდეთამან, უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან, უფალმან ჭეშმარიტმან. 4გამომიცხადა სასწაულად აღშენება ტაძრისა იერუსალჱმისა და ჰურიასტანისასა. 5აწ ვინცა იყოს, რომელსა თანა იყოს ნათესავთაგანი ჰურიათა, და უფალი ღმერთი იყოს მის თანა, და აღვიდენ იერუსალჱმდ ჰურიათა მათ თანა, და აღაშენეს ტაძარი იგი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ესე არს უფალი, რომელი-იგი დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს. 6და ყოველნივე, რომელნი-იგი თჳთეულად თჳსთა ადგილთა დამკჳდრებულ იყუნენ, შეეწინედ მათ ოქროთა და ვეცხლითა. 7ცხენებითა და საცხოვრითა და ყოვლითა განმზადებულებითა თჳსითა შეწირვად ტაძარსა უფლისა ღმრთისა იერუსალჱმს. 8და დაადგინეს მთავარნი იგი ნათესავთა და მამათა მთავართაებრ ნათესავისაებრ იუდასისა, ტომისაგან ბენიამენისი, მღდელთა და ლევიტელთა და ყოველთა, რომელთა განაღჳძა უფალმან სული მათი მისლვად აღშენებად ტაძრისა მის უფლისა იერუსალჱმს, რომელნი გარემოს იყუნენ. 9შეეწივნენ ყოველნი ოქროთა და ვერცხლითა, ცხენებითა, საცხოვარითა და აღუთქუეს უფალსა, რაოდენი-რა შთაურდეს გონებასა. 10და მეფემან კჳროს მოღებად-სცა სამსახურებელი იგი წმიდა უფლისა, რომელი-იგი წარეღო ნაბოქოდონოსორს იერუსალჱმით და დაედვა სახლსა მას კერპთა თჳსთასა. 11მოღებად-სცა კჳროს, მეფემან სპარსთამან, და უბრძანა მიცემად სამსახურებელი იგი მითრდატს, მეფასეთა მთავარსა თჳსსა. 12და მიუთვალა მითრდატ და მისცა სამნასარს, მთავარსა იუდასასა. 13და ესე იყო რიცხჳ სამსახურებელისა მის ჭურჭელისა უფლისა: სამსახურებელი ოქროსა ათას და სამსახურებელი ვეცხლისა ათას, გუარდაკები ვეცხლისა ოცდაცხრა და საფასები ოქროსა ოცდაათ და ვეცხლისა ორ ათას ოთხასდაოცი, სხუა ჭურჭელი ათას. 14ხოლო ყოველი იგი ჭურჭელი ოქროსა და ვეცხლისა, რომელი მოიღეს ხუთ-ათას ოთხასსამეოცდაცხრა. 15და მისცეს ესე ყოველი ჴელთა სამნასარისთა და გამოიღეს ყოვლით ნატყუენავითურთ ბაბილოვნით და აიღეს იერუსალჱმდ. 16ჟამთა მეფობისა არტაშესთა, სპარსთა მეფისა, მიწერეს მისა, რომელნი-იგი დამკჳდრებულ იყუნეს ურიასტანსა და იერუსალჱმს, ბალასამე, და მითრდატ, და ბელლაეს, და არითმოს, და ბელტეთემეოს და სამაელიეს მწერალი, და სხუანიცა მრავალნი მთავარნი მათ თანა, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს ზღჳსკიდესა მას, ქანანელნი და ტჳრელნი, ამანელნი და მოაბელნი, სამარიტელნი და სხუანი მრავალნი ადგილისმპყრობელნი, მიწერეს წიგნი სახე ესრეთ 17მეფესა არტაშესის, უფალსა ჩუენსა, მონანი შენნი: არაითმე და ბეთსელემ, რომელნი თაყუანის-გცემდეს შენ, და სამელიე მწერალი, და ყოველნივე თანამზრახველნი ჩუენნი გიკითხავთ, და მსაჯულნი ასურთანი და ქანანელთანი. 18აწმცა უწყებულ ხარ უფალი ჩუენი და მეფე ჰურიათა მათთჳს, რომელნი გამოვიდოდეს ჩემდა, მისრულ არიან იერუსალჱმდ, ქალაქსა განდგომილთასა და განმამწარებელთასა და აშენებენ მას და უბნებსა მისსა და ზღუდეთა მისთა ეგულების გამაგრება, ტაძრისა მის ნებავს აღშენება. 19აწ უკეთუ ქალაქი ესე აღაშენონ და ზღუდენი ამათნი აღესრულნენ, ხარკსა არა ვინ უხარკებდენ, არამედ მეფეთაცა მჴდომად აღუდგენ, 20რამეთუ იქადიან და ესვენ ტაძარსა მას თჳსსა. აწ კეთილ-მიჩნდა ჩუენდა, ვითარცა იზრუნა ამის საქმისათჳს 21უფალმან ჩუენმან მეფემან. და გამოიძიე და იხილე, რომელი-იგი დაწერეს მამათა შენთა პირველთა. 22და ჰპოო წერილი საჴსენებელთა და სცნა, ვითარმედ ქალაქი ესე განდგომილთა არს და მეფენი ამისნი. 23და ჰურიანი განდგომილ არიან და ცილფიც მკჳდრნი იგი მისნი უკუნისამდე, რომლისათჳსცა ქალაქი ესე აოჴრდა და უდაბნო იქმნა. 24აწ გაუწყებთ უფალსა ჩუენსა, შარავანდედსა, უკუეთუ ქალაქი ესე აიშენოს და ზღუდენი ამისნი აღემართნენ, ყოველი ჴელმწიფება და გზა ასურასტანით კერძო და ქანანით არ იყოს. 25მას ჟამსა მიწერა არტაშეს მეფემან ჰრათიმისა, და ბელტედიმესა, და სამაელისა, მწერლისა, სხუათაცა ყოველთა, რომელნი მკჳდრ არიან სამარიათ კერძო და ასურასტანით და ქანანით, რომელთა მიწერეს. 26აღმოვიკითხეთ წიგნი იგი თქუენი, რომელი მოსწერეთ ჩემდა და ვბრძანე ხილვად მატიანთა საჴსენებელთასა. და იპოვა ქალაქი ეგე დასაბამითგან უკუნისამდე მჴდომ ყოველთა მეფეთა.
27და ქუეყანა ულმო და ზესთამბრძოლ ყოველთა კერძო, რომელნი დამკჳდრებულან მას ზედა და მეფენი ძლიერნი და ფიცხელნი, რომელნი არიან იერუსალჱმსა, და უფლებდეს და ხარკსა მოაჴდიდეს ასურეთით და ქანანით კერძოთა. 28აწ, ეგერა, გიბრძანებიეს კაცთა მაგათ, რათა არა აღაშენებდეს ქალაქსა მაგას და თქუენ გულს-იდგინეთ, 29რათა არა უფროს აღემატოს უკეთურება მაგათი, აღუდგენ და შრომა შეამთხჳონ მეფობასა ამას ჩუენსა. 30და მას ჟამსა აღმოიკითხონ წიგნი იგი მეფისა არტაშესისი და რათიმე და სამაელ მწერალმან და სხუათა მრავალთა მათ თანა, და მსწრაფლ აღვიდენ იერუსალჱმდ. 31და არა აუფლეს ჰურიათა მათ შენებად და დააყენეს შენება ტაძრისა უფლისა იერუსალჱმს, ვიდრე მეორედ წლადმდე შარავანდედობისა დარეჰ სპარსთა მეფისა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |