მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი მეორე ეზრასი*
თავი 3

1და დარეჰ მეფემან ყო სიხარული დიდი და მოუწოდა ყოველთა მთავრებსა თჳსსა, შვილთა თჳსთა და ყოველთა დიდ-დიდთა მიდთასა და სპარსთასა, ქალდეველთასა.

2და ყოველსა უფლებსა და ერისთავთა და სოფლისმპყრობელთა მათ თანა ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპედმდე. და იყუნეს მთავრები იგი ასოცდაშჳდ.

3ჭამეს და სვეს, და განძღეს და მხიარულ იქმნენ, რაჟამს ოხჭანი იყო, დარეჰ მეფე შევიდა სასუენებელად და აჴდა საგებელსა თჳსსა და დაიძინა.

4მას ჟამსა სამნი იგი სენაკაპანნი მისნი, ვიდრე მეფესა ეძინა და იგინი სასუენებელსა მას შინა ეკრძალებოდეს და ჴუმილვიდეს და სიტყუად იწყეს ურთიერთას და თქუეს:

5მოდით, თჳთეულად ვთქუათ სიტყუა ერთი, რომელმან უბრძანის და უძლიერეს თქუას მოყუასთა თჳსთა, უფროს მისცეს დარეჰ მეფემან ნიჭი დიდი და განადიდოს და სახელოვან-ყოს იგი უფროს ყოველთასა.

6და ძოწეული შთააცვას მას და ოქროსა სამსახურებელითა ჭამდეს და სმიდეს, და ზედა ოქროსაგებელთა დაწვეს და დაიძინოს. და აღსვან იგი საჴედარსა ოქროსაღვირედსა და ხორი ბეჰეზისა დაადგან შარავანდედი და შეაბან მანიაკი ოქროსა ყელსა მისსა.

7და მეორესა საყდარსა დარეჰისასა დაჯდეს სიბრძნისა მისისათჳს და ნათესავად დარეჰისად სახელ-ედვას.

8და მაშინ თჳთეულად დაწერნეს სიტყუანი თჳსნი, შეაბეჭდეს, და დადვეს სასთუნალით კერძო დარეჰ მეფისა, და თქუეს:

9რაჟამს აღდგეს, მიუპყრათ დაწერილი ესე, და იკითხოს მეფემან და მთავართა სპარსეთისათა, და რომლისა იპოოს სიტყუა უბრძნეს, მას მისცედ ძლევისა იგი პატივი.

10და დაწერა პირველმან და თქუა: ძლიერ არს და მძლე უფროს ყოვლისა ღჳნო.

11და დაწერა მეორემან და თქუა: მძლე არს და უძლიერეს უფროს ყოვლისა შარავანდოვანი.

12და მესამემან დაწერა და თქუა: მძლე არიან და უძლიერეს უფროს ყოვლისა დედანი და ყოველსა სძლის ჭეშმარიტებამან.

13და რაჟამს განიღჳძა მეფემან, მოიღეს წერილი იგი და მისცეს მეფესა და აღმოიკითხა.

14და წარავლინა და მოუწოდა ყოველთა მთავართა სპარსეთისათა და უფლებასა, სპასპეტებსა და სოფლისმპყრობელთა და მფლობელთა.

15და დაჯდა ადგილსა, სადაცა შეემთხჳნეს მას ყოველნი და აღმოიკითხეს წიგნი იგი ყოველთა წინაშე.

16და თქუა მეფემან: მოუწოდეთ აქა სენაკაპანთა და მათ განგჳმარტენ სიტყუანი თჳსნი და ვითარცა მოუწოდეს, შეიყვანეს წინაშე.

17და ეტყოდეს მათ: ყოველნივე გჳთხართ ჩუენ დაწერილნი. და იწყო სიტყუად პირველმან, რომელმან-იგი თქუნა ძლიერებისაგან ღჳნისასა.

18და თქუა ესრეთ: ჵ კაცო, ვითარ არა ძლიერ არს ღჳნო, რამეთუ ყოველთა კაცთა, რაოდენთა სვიან, შესულიბნის გონებანი.

19მეფეთა და გლახაკთა ერთ ყვის გონება, ეგრეცა უფლისა და მონისა, მდიდრისა და მკოდოვისა.

20და ყოველთა გონება დრიკის და გარდააქცივის სიხარულად, და არა მოიჴსენიან მწუხარება და სალმობა.

21რამეთუ ყოველთავე გონება აღავსის მხიარულებითა და სიმდიდრითა.

22და არა მოიჴსენნეს მეფენი და მთავარნი და ატყუებნ დიდ-დიდთა, და რაჟამს დაითურის, არა მოიჴსენის მეგობარნი და ძმანი და მტერნი და მრავალჯერ მახჳლიცა იჴადის.

23და რაჟამს განქარდის ღჳნო, არა აჴსოვნ, რა უქმნიენ.

24ჵ კაცნო, ვითარ არა ძლიერ არს ღჳნო, რომელმან ამას ყოველსა აიძულის საქმედ? და ესე ყოველი თქუა და დადუმნა.


წინა თავი შემდეგი თავი