მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
წიგნი მეორე ეზრასი* |
თავი 5 |
1და შემდგომად ამის ყოვლისა გამოარჩინეს ნახაპეტნი და წინამძღვარნი სახლთა ნათესავთა აღსლვად იერუსალჱმდ ცოლებით და ძეებით და ასულებით, მონებით და ყოვლით ჭურჭლებითა და საგებლითურთ მათით. 2და დარეჰ მისცა მათ თანა ცხენები ათას, ვიდრემდე მივიდენ და მიიწივნენ იერუსალჱმდ მშჳდობით მენოაგითურთ, ბობღნითა და ნესტჳთა, 3პარითა და როკვითა, და ყოვლითა სიხარულითა განუტევნა იგინი იერუსალჱმდ. 4და ესე სახელები არს კაცთა მათ, რომელნი აღვიდეს იერუსალჱმდ მსგავსად სახელებისა მამათა თჳსთასა ნათესავისაებრ ტომთა თჳსთა. 5მღდელთა მათგანნი იყუნეს ძენი ფინეზისანი, ძისა ჰარონისნი: ისუ, იოსედეკეან და იოაკიმ, რომელ იყო ზორაბაბელ სალათიელენი, თესლისა მისგან დავითის, ტომისაგან ფარეზის, ნათესავისა მისგან იუდასი, 6რომელიცა იტყოდა წინაშე დარეჰ მეფისა სიტყუათა მათ სიბრძნისათა მეორესა წელსა სუფევისა მისისასა თთვესა მას ნისანსა თთვესა მას პირველსა. 7და იყუნეს ესე ყოველნი ურიანი, რომელ განეტევნეს ტყუეობისაგან და აღვიდეს იერუსალჱმად, რომელნი წარტყუენილ იყუნეს ნაბუქოდონოსორისგან, მეფისა ბაბილოენთასა, და აღვიდეს იერუსალჱმდ. 8და დაემკჳდრნეს ურიასტანსა თჳთეულად ქალაქსა თჳსსა და იყუნეს წინამძღუარნი მათნი ზორაბაბელ და ისუ, იოსედეკეანი. და იყუნეს ნათესავისა მისგან მღდელთასა: ნეემი, სარიელ, ერესე, ანანია, მურთქე, ბელესარ, ასფარას, ბოროველ, ჰორომ ბანა. 9და ესე არს რიცხჳ ნახაპეტთა და ნათესავთა მათ და მთავართა მათთა: ძენი ფარეზისნი ორ ათას ასსამეოცდათორმეტ, ძენი საფატისნი: ოთხასსამეოცდათორმეტნი. 10ძენი ასერისანი: შჳდასსამეოცდაექუსი, 11ძენი ლეფთალემისანი, მოაბელისანი და ძეთა იუსთა და ჰროაბისთა ორ ათას რვაასდაათორმეტ, 12ძენი ელამისნი: ორ ათას ორასერგასისდაოთხ, ძენი ზატუნისნი: ცხრაასორმეოცდახუთ, ძენი ქორბასნი: შჳდას ერგასის, ძენი ბენიასნი: ექუსასორმეოცდარვა, 13ძენი ბერიასნი: ექუსასოცდასამ, ძენი არგესნი: სამ ათას სამასოცდაორ, 14ძენი ადომიკიმისნი: ექუსასსამეოცდაათჩჳდმეტ, ძენი ბოსორესნი: ორ ათას ექუსასდაექუს, ძენი ადინასნი: ოთხასერგასისდაოთხ, 15ძენი აზერ ეზეკიასნი: ოთხმეოცდაათორმეტ, ძენი ელანისნი: სამეოცდაშჳდ, ძენი აზარიასნი: ოთხასოცდაათორმეტ, 16ძენი დედალისნი: ექუსასოცდაათორმეტ, ძენი ანანიასნი: ასდაოც, ძენი არომისნი: სამასოცდასამ, 17ძენი არსიფურისნი: ასდაათორმეტ, ძენი ბეტერიასნი: სამ ათას ოთხმეოცდაათხუთმეტ, ძენი ბეთლომასნი: ასოცდასამ, 18ძენი ნატობობისანი: ერგასისდახუთი, ნატთასგან: ასერგასისდარვა, ბეთსამონისგან: ორმეოცდაორ, 19ძენი კარიათორიმისნი: ოცდახუთ, ქაფირისგან და თერონისგან: შჳდასორმეოცდარვა, ქადიასგან და ამიდასგან: ოთხასოცდაორ, 20კეიმარისგან და კაბესისგან: ექუსასოცდაერთ, მიაკალონისგან: ასოცდაორ, 21ბეტოლამისაგან: ერგასისდაორ, ძენი ნიფისისნი: ასერგასისდაექუს, 22ძენი კაილამოლასნი და ორნიასნი: შჳდასოცდახუთ. 23ძენი ერექეასნი: სამასორმეოცდახუთ, ძენი სენასნი: სამ ათას სამას ოცდაათერთმეტ და ძენი მღდელთანი, 24ძენი ედტუასნი, ძისა იოსიასნი: ცხრაასოცდათორმეტ, ძენი ემმერასნი: ათასერგასისდაორ, 25ძენი ფასურისნი: ათასორასორმეოცდაშჳდ, ძენი ქარმისნი: ათასდაჩჳდმეტ, 26ხოლო ლევიტელთა ძენი ისუსნი ერთ და კუდუელისნი და ბანეასნი და სუდუასნი სამეოცდაათოთხმეტ. 27ძენი და ასულნი და ცოლნი და ყოველნი რიცხუნი მათნი - ორმოცი ათას ორასორმოცდაორ. 28და რომელნი იყუნეს ნათესავისა მისგან მღდელთასა, მგალობელნი ძენი ასაფისნი ასორმეოცდარვა. 29და მეკარენი იგი ძენი სალამესნი, ძენი ატერარასნი, ძენი ტოლმანისნი, ძენი დაკაუბეასნი, ძენი ატეტასნი, ძენი საბეასნი და ყოველნი ესე ასოცდაცხრამეტ. 30და მონანი იგი მღდელთანი: ძენი ასაფასნი, ძენი ტაბალასნი, ძენი კერრასნი, ძენი სივიასნი, ძენი ფალეასნი, ძენი ლაბილისნი, ძენი აგებასნი, ძენი აკუდისნი, ძენი უტოსნი, ძენი კედაბისნი, ძენი აგაბისნი, ძენი სობომისნი, ძენი ასტანისნი, ძენი კათუვათასნი, ძენი გედდუსნი 31ძენი აბუისნი, ძენი გესანისნი, ძენი მისანისნი, ძენი ასაბისნი, ძენი გაზერისნი, ძენი აოზიასნი, ძენი ფანესნი, ძენი ასსონისნი, ძენი ბარიასნი, ძენი ასანისნი, ძენი მაანისნი, ძენი ნაფისნი, ძენი აკუმისნი, ძენი აქაფისნი, ძენი ასურისნი, ძენი ფარაკისნი, ძენი ბასალთისნი 32ძენი დედანისნი, ძენი კუუთისნი, ძენი ქარესისნი, ძენი ბარქუსისნი, ძენი სისარასნი, ძენი თომასნი, ძენი ნასასნი, ძენი ქატეფისნი. 33ძენი მონათა მათ სოლომონისთა: ძენი საფიოპისნი, ძენი ფარედისნი, ძენი იელელისნი, ძენი ლოდონისნი, ძენი სალიასნი, ძენი საფუვანისნი, 34ძენი აგიასნი, ძენი ფაქერისნი, ძენი საბიასნი, ძენი სარუთისნი, ძენი მასესნი, ძენი გასესნი, ძენი არდუასნი, ძენი სუბასნი, ძენი აფოფერისნი, ძენი ბარუდისნი, ძენი ასაფატისნი, ძენი ალონისნი. 35ყოველნივე მონანი მღდელთანი და მონანი სოლომონისნი ოთხასსამეოცდაათორმეტ. 36ესენი იყუნეს, რომელნი გამოსრულ იყუნეს ბაბილონით და თელმალეთ და თელეასიას, მთავარნი მათნი და ქართალან და ალლარ. 37და სხუასა ვერავინ შეუძლო აღრაცხვად: ვერცა მამათა, ვერცა ნათესავთა, რომელნი იყუნეს ისრაჱლისაგან: ძენი გალანისნი, ძენი ტუაებენასნი, ძენი ნეკედონისნი, - ექუსასერგასისდაორ. 38მღდელთა მათგანნი, რომელნი ჰმსახურებდეს მღდელობასა, არა იპოვნეს ძენი ნობოდიასნი, ძენი აკობისნი, ძენი კოგუსასნი, რომელთა ისხნეს ცოლნი ასულთა მათგან ბელზელისთა. 39და სახელ-ედვა მათ სახელად და ეძიებდეს მათ და არა პოვნეს წიგნთა ნათესავთა რიცხუსა ადგილსა განაწილებულსა. და ვითარცა არა იპოვნეს იგინი, რიცხუსა ნათესავთასა, განაშორნეს იგინი და არა მიეახლნეს მღდელობასა. 40და ჰრქუეს მათ ნეემი და ატარი: ნუ მიეახლებით სიწმიდესა მას, ვიდრემდის აღდგეს მღდელთმოძღუარი, რომელსა შთაეცვას განცხადებულება და ჭეშმარიტება. 41და იყო ყოველი ისრაჱლი ათორმეტ წლისაგან მიმართ გარნა მონათა და მჴევალთა ოთხ ბევრ სამ ათას სამასსამეოც. 42მონანი და მჴევალნი მათნი - შჳდ ათას სამასოცდაათჩჳდმეტ. მგალობელნი და მსახურნი - ორასორმეოცდახუთ. 43აქლემები - ოთხასოცდაათხუთმეტ და ცხენები - შჳდ ათას ორმეოც და ჯორები - ორასი ათას ორმეოცდახუთ და ვირები - ხუთ ათას ხუთასოცდახუთ. 44და მამათმთავარნი მსგავსად მამათმთავართა მათთასა მოვიდეს და შევიდეს ადგილსა მას ტაძრისა ღმრთისასა, რომელი იყო იერუსალჱმს, და აღუთქუეს აღთქმა, რათა აღემართოს ტაძარი იგი ადგილსავე თჳსსა, და წესისაებრ თჳსისა 45დასდებდეს საფასესა ტაძრისა მისთჳს შესაწევნელად საქმარისა მისთჳს, ოქრო - ათას ქანქარ, ვეცხლი - ხუთ ათას ქანქარი, და კვართები სამღვდელო - ას. 46და დაემკჳდრნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი, და ერი იგი იერუსალჱმს და ადგილთა მისთა, და მგალობელნი იგი და მსახურნი, მეკარენი იგი და ყოველი ისრაჱლი დაბნებსა და აგარაკებსა თჳსსა. 47და აღდგეს მეშჳდესა მას თთჳსა და ყოველნი იგი ძენი ისრაჱლისანი თჳთეულად ადგილთაგან თჳსთა, და შეკრბეს ერთბამად ფართოსა ადგილსა, ბჭესა მას პირველსა, მზისა აღმოსავლით კერძო. 48და განეწყუნეს ისო სედეკიან და ძმანი მისნი და ყოველნი იგი სიმრავლე მღდელთა მათ და ზორაბაბელ სალათელეანი და ძმანი მისნი და განმზადეს საკურთხეველი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, რათამცა 49შეწირეს მას ზედა საკურთხეველსა საკუერთხი, ვითარცა წერილ არს წიგნსა მას მოსესსა, კაცისა მის ღმრთისა. 50და შეკრბეს იგინი და განეშორნეს სხუათა მათ წარმართთაგან მის ქუეყანისათა და აღმართეს საკურთხეველი შესაწირავთა ადგილსა თჳსსა, დაღათუ იყუნეს მათა მტერ წარმართნი იგი, არამედ შემწევე ეყოფვოდეს მათ ყოველნი იგი ნათესავნი მის ქუეყანისანი, და მოართუმიდეს ძღუენსა შესაწირავსა საკურთხეველად უფლისა ჟამად და ჟამად, განთიად და მწუხრ 51და ყვეს დღესასწაული იგი ტალავრობისა, ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესასა, და შესწირვიდეს მსხუერპლსა მიერ დღე, ვითარცა ბრძანებულ იყო. 52და ამისა შემდგომად შესწირვიდეს საკვერთხთა მათ ჟამად და ჟამად, შაბათთა, და თთვისთავთა და ყოველთა მათ წმიდათა დღესასწაულთა განაწესებდეს და აღასრულებდეს. 53და რომელსა-იგი ერთვე აღუთქმიდეს აღთქუმასა ღმერთსა, თთჳსა თავისაგან მეშჳდესა თთჳსათა იწყეს შეწირვად საკუერთხთა უფლისა ღმრთისა და ტაძარი იგი უფლისა ღმრთისა არღა აღშენებულ იყო. 54და მისცეს სასყიდელი გალატოზთა და ხუროთა და საზრდელნი მათნი, 55და ეგრეთვე სიდონელთა და ტჳრელთა, რათა გარდამოიღონ მათ ძელი ნაძჳსა ლიბანით. და მოიღეს ნავითა ნავთა სადგურთა მათ იოპეტისათა, ვითარცა უბრძანა და განუწესა მათ წინაწარ კჳროს, მეფემან სპარსთამან, 56წელსა მას მეორესა აღსლვისა თჳსისა იერუსალჱმდ, თთვესა მას მეორესა, იწყეს შენებად ტაძრისა მის ზორობაბელ სალათიელისამან და ისუ იოსედეკეანმან და ძმათა მათთა, და მღდელთმოძღუართა მათ და ლევიტელთა, და ყოველნივე რომელნი გამოსულ იყუნეს ტყუეობისა მისგან იერუსალჱმდ 57და დადვეს საფუძველი სახლისა მის უფლისა ღმრთისათჳს თავსა მას მეორისა თჳსასა, მეორესა წელსა აღსლვისა მათისასა ჰურიასტანად და იერუსალჱმდ. 58და განაწესნეს ლევიტელნი იგი ოც წლითგანნი და მიმართნი საქმესა მას მსახურებისა უფლისასა და განიწესნეს ისუ და ძენი და ძმანი მისნი (და კადმიელ, ძმა მისი, და ძენი ლუმისნი: ბაბუნ, და ძენი იოვიდასნი და ელეადეანისნი) ძმათა თჳსთა თანა. და ყოველნი იგი ლევიტელნი ერთბამად იქმოდეს საქმესა მას სახლისა უფლისასა. (და გალატოზთა მათ მაშენებელთა აღაშენეს სახლი იგი უფლისა) 59და განეწესნეს მღდელთმოძღუარნი იგი, და ეცვა მათ ბჭალამდისინ იგი ნოვაგითა და ნესტჳთურთ და ლევიტელთა მათ, ძეთა ასაფისთა აქუნდეს წინწილანი. 60და შეასხმიდეს, უგალობდეს და აკურთხევდეს ღმერთსა, ვითარცა განაწესა შესხმა ნოაგთა დავით, მეფემან ისრაჱლისამან. 61და დიდითა ჴელითა აკურთხევდეს და ჰმადლობდეს უფალსა ღმერთსა. ქველისსაქმე ღმრთისა და დიდებულებაჲ უკუნისამდე არს ყოველსა ისრაჱლსა ზედა. 62დიდითა ჴმითა ყოველი იგი ერი დაბერვიდა ნესტუებსა თჳსსა და ოხრიდეს ჴმითა დიდითა და აკურთხევდეს უფალსა, რომელმან აღმართა ტაძარი იგი თჳსი წმიდაჲ. 63და მოვიდეს და შევიდეს მღდელთმოძღუარნი იგი და ლევიტელნი, რომელნი-იგი იყუნეს მთავარ და წინამძღუარნი მთავრობისა მისებრ მამათა თჳსთასა, რომელთა ეხილვა ტაძარი იგი უწინარეს ამისსა ბუნებისა, 64დიდითა ჴმითა და ტირილითა და მრავლითა ნესტუებითა და სიხარულითა დიდითა, 65რამეთუ არა ესმოდა სიმრავლესა მას ჴმაჲ იგი ნესტჳსა ჴმითა მით ტირილისა მისგან ერისასა, დაღაცათუ მრავალ იყუნეს, რომელნი ჰბერვიდეს ნესტუებსა მას. მიიწეოდა ჴმაჲ იგი შორიელთა ადგილთა. 66და ესმა ჴმაჲ იგი მტერთა მათ ნათესავისა მის იუდასთა და ბენიამენისთა და მოვიდეს ხილვად და გულისხმის-ყოფად, ვითარმედ რამე არს ჴმაჲ იგი ნესტჳსა მის. 67და გულისხმა-ყვეს, ვითარმედ გამოსრულნი იგი ბაბილონით ტყუეობისაგან აშენებენ ტაძარსა მას უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა. 68და მოუჴდეს ზორაბაბელს და ისუს იოსედეკეანსა და სხუათა მათ მთავართა, მამათა მთავართა და ჰრქუეს მათ: ვაშენებდეთ ჩუენცა თქუენ თანა ტაძარსა უფლისასა, 69ვითარცა თქუენ, ეგრეცა ჩუენ ვისმინოთ უფლისა ღმრთისა თქუენისა, რამეთუ ჩუენცა გუწადოდა გამოსლვა ეგე თქუენი მიერ დღითგან, ვინათგან წარგუტყუენვა სალმანასარ მეფემან ასურასტანისამან, და მოგვიყვანნა და დაგვამკჳდრნა ჩუენ აქა. 70და ჰრქუეს მათ ზორაბაბელ და ისუ იოსედეკეანმან, სხუათა მათ მამათმთავართა ისრაჱლისათა: არა წეს არს ჩუენდა და თქუენდა შენებად სახლი უფლისა ღმრთისა ჩუენისა. 71და ჩუენ ვაშენოთ ტაძარი უფლისა ღმრთისა, ვითარცა მიბრძანა კჳროს, მეფემან სპარსთამან. 72რამეთუ ესე ნათესავნი იყუნეს, რომელნი ზიარ იყუნენ მტერთა მათ იუდასთა, რომელნი იგი აყენებდეს შენებად. 73ჟამთა მათ კჳროს მეფისათა, რამეთუ უბრძანა მან შენება ტაძრისა მის ცხორებასა თჳსსა და შემდგომად სიკუდილისა მისისა. და აღაშენეს ათორმეტ წელ, ვიდრე მეორედ წლადმდე დარეჰისა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |