მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი მეორე ეზრასი*
თავი 6

1და მეორესა წელსა დარეჰ მეფისასა წინაწარმეტყუელებდეს ანგეა და ზაქარია, და წინაწარმეტყუელებდეს ჰურიასტანს და იერუსალჱმს სახელითა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისათა.

2მას ჟამსა ზორობაბელ სალეთეალეანმან და ისუ იოსედეკეანმან იწყო შენებად ტაძრისა მის უფლისა იერუსალჱმს წინაწარმეტყუელითურთ უფლისათა, რომელნი-ეგე შემწე იყუნეს მათა.

3მას ჟამსა მოვიდეს მათა სისინე, მთავარი ასურასტანელთა და ფინიკელთა, და სართაბუზან და სხუანიცა მათ თანა მოყუასნი მათნი.

4და ჰრქუეს მათ: ვისითა ბრძანებითა აშენებთ ტაძარსა მაგას და ეზოთა მაგისთა? ანუ ვინმე არიან იგინი, რომელთა ჰნებავს აღშენება მაგისი და აღსრულება?

5იქმნა მადლი მოძღურებისა უფლისა მიერ მღდელთა მათ ზედა ჰურიასტანს.

6და არა დააყენნეს იგინი შენებისაგან ვიდრე მიწერადმდე დარეჰ მეფისა, და რათა მოიღონ ბრძანება მისგან - წიგნი, რომელი მიწერეს და მიუძღუანეს დარეჰ მეფესა:

7სისინი, მთავარი ასურასტნელთა და ფინიკელთა, და სათარბუზან და რომელნი არიან მათ თანა ასურასტანელთა და ფინიკელთა და მოსაქმენი და მთავარნი დარეჰ მეფესა გიკითხავთ.

8უწყებულმცა შენდა, უფალო ჩუენო მეფე, რამეთუ მივედით და მივიწივენთ ჩუენ ქუეყანასა მას ჰურიასტანისასა, და შევედით ქალაქსა იერუსალჱმსა და ვპოვენთ მუნ განსრულნი იგი ტყუეობისაგან მოძღუარნი მათნი ქალაქსა იერუსალჱმს და ვიხილეთ, რამეთუ აშენებდეს ტაძარსა უფლისასა დიდ-დიდსა

9და საკურთხეველთა ქვათა გამოთლილთა, და ძელთა უპყრობდეს ზღუდეთა.

10და იყო საქმე სწრაფითა წარმართებულ ჴელთა შინა დიდითა დიდებითა, ენება მეყუსეულად აღშენება მისი.

11მას ჟამსა ვკითხეთ ჩუენ მოხუცებულთა მათ და ვარქუთ: ვისითა ბრძანებითა აშენებთ სახლსა მაგასა, ანუ ვისითა სიტყჳთა დასდევით საფუძველი მაგისი?

12და ვკითხეთ მათ და აწ გაუწყოთ და გიჩუენოთ შენ კაცნი წინამძღუარნი მათნი და მიგწერნეთ სახელნი მათნი, რომელნი არიან მთავარნი საქმისა მათისანი.

13მათ მოგჳგეს და გურქვეს: ჩუენ ვართ მონანი უფლისა ღმრთისანი, რომელმან ქმნა ცა და ქუეყანა.

14და იყო აღშენებულ ტაძარი ესე უპირატეს მრავლისა ჟამისა ჴელითა დიდისა მის და ძლიერისა მეფისა ისრაჱლისათა.

15ხოლო რაჟამს მამათა ჩუენთა განამწარეს და შესცოდეს უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა, რომელმან ქმნა ცა და ქუეყანა, და მისცნა იგინი ჴელთა ნაბუქოდონოსორ მეფესა ბაბილოვანისათა, რომელ-იგი იყო მეფე ქალდეველთა.

16

17პირველსა წელსა მეფობასა კჳროსისასა დაწერა ბაბილონს მეფემან კჳროს ბრძანა აღშენება ტაძრისა ამის.

18და ყოველი ჭურჭელი და სამსახურებელი ტაძრისა ოქროსა და ვეცხლისა, რომელ წარიღო ნაბუქოდონოსორ მეფემან ტაძრისაგან უფლისა იერუსალჱმით და დადვა დასაცველად სახლსა კერპთა თჳსთა, და მერმე კჳროს გამოიღო სახლისა მისგან კერპთა და მისცა ზორაბაბელსა და სალმანასარსა

19და უბრძანა მათ, მოიღონ და დადვან ჭურჭელი და სამსახურებელნი ტაძრისა უფლისა იერუსალჱმს და ტაძარი იგი უფლისა, ბრძანა, აღაშენონ ადგილსა თჳსსა.

20მას ჟამსა სალმანასარ აღვიდა იერუსალჱმდ და დადვა საფუძველი ტაძრისა მის, ვიდრე აქამომდე ვაშენეთ და არღარა აღსრულებულ არს.

21და აწ, უფალო ჩუენო დარეჰ მეფე, ძიებად-ყავ და იხილე სახლსა მატიანეთასა, სადა ძეს წიგნები საჴსენებელთა დამარხულად მეფისა კჳროსისა.

22თუ იპოოს ბრძანებითა კჳროს მეფისათა და სიტყჳთა მისითა, აღაშენონ ტაძარი ესე უფლისა იერუსალჱმს, და ზედმიიწიე ბრძანებასა კჳროს მეფისასა და გვაუწყე ჩუენ ამის ყოვლისა საქმისათჳს.

23მას ჟამსა დარეჰ მეფემან უბრძანა ძიებად სახლსა მატიანთასა სამეუფოსათა, რომელი-იგი იდვა ბაბილონს და პოვა ბატანბარიტენისსა მართა სოფელსა, ადგილსა, სადა იდვა წიგნი საჴსენებელთაჲ, რომელსა წერილ იყო ესრეთ:

24წელსა მას პირველსა შარავანდედებასა კჳროსისასა მეფემან კჳროს ბრძანა აღშენებად სახლი იგი უფლისა იერუსალჱმს, შესწირვენ საკუერთხთა განცხადებულად ჴელითა ცეცხლისაჲთა.

25და უბრძანა ესე საზომისა სახე აღშენებად სიმაღლე მისი წყრთა ათი და სივრცე მისი სამეოც წყრთა, და ქვა და ძელი ყოველთავე ბრძანა მიცემად სამეუფოთა.

26და ჭურჭელი სამსახურებელი სახლისა უფლისა ოქროსა და ვეცხლისა, რომელი-იგი მოეღო ნაბუქოდონოსორს ბაბილონად, რომელი იყო ტაძრისაგან უფლისა იერუსალჱმს, უბრძანა კჳროს მიღებად სახიდ უფლისა, რათა დადვან მუნ, ვითარცა იყო პირველ.

27და შე-ღავე-სძინა ბრძანება დარეჰ მეფემან და ჰრქუა: სისინი მთავარი ყოველთა ასურთა და ფინიკელთა და სათრაბუზან და სხუანი მოდგმანი თქუენნი, რომელ განწესებულ არიან საქმესა ასურასტანელთასა და ფინიკელთასა, განეშორენით ადგილისა მაგისგან და ნუ მიეახლებით მონასა მაგას უფლისასა ზორაბაბელს, რომელი-იგი არს მთავარი ჰურიათა, და ნუცა მღდელთა, მოძღუართა ჰურიათასა, რომელნი აშენებენ სახლსა უფლისა ადგილსა თჳსსა

28მე ვბრძანე, რომელ ყოვლადვე სრულიად აღეშენოს ღა ვეყო შემწე ჰურიათა მაგათ, რომელნი აღვიდოდეს იერუსალიმდ, ვიდრემდის აღასრულონ ტაძარი ეგე უფლისა ღმრთისა თჳსისა.

29ხარკთაგან ასურეთით კერძოთა ფინიკელთა, მცნებით მიბრძანებიეს, რათა მისცენ კაცთა მაგათ შესაწირავისათჳს საკუერთხთა უფლისათა. და მოიბენინ ზორაბაბელ მთავარმან ზვარაკები და ვაცები და კრავები,

30მისვე სახისაებრ იფქლი და მარილი, ღჳნო და ზეთი, და იყავნ ეგე ყოველი განწესებულ წლითი წლად, რაოდენ ჟამცა მღდელთა იერუსალჱმს ბრძანონ სამსახურებელად უფლისა, დღითი დღე დაუბრკოლებელად.

31შე-რა-სწირონ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა მაღლისა მეფისათჳს და ძლიერებათა მისთათჳს და ლოცვა-ყონ ცხორებისათჳს მეფისა.

32და უბრძანა: უკუეთუ ვინმე უდებ-ყოს, ანუ გარდაჴდეს ბრძანებასა ჩემსა, რომელ-ესე მივსწერე, პატიჟზღუეულიმცა ზღავს ყოველსა თჳსით თავით და აღკიდებულიმცა იგუემების, და ყოველსამცა მონაგებსა მისსა სამეუფოდ მიიღებნ.

33სადაცა წოდებულ არს სახელი უფლისა, მუნ ბრძანებულ იყო ყოველივე საღვაწი სამეუფო ნათესავთა, და მან იკადრა ჴელის განდგმად. და დაყენებად და იზრახა ბოროტი ტაძრისა მისთჳს უფლისა იერუსალჱმს.

34მე, დარეჰ მეფემან, დიდითა კრძალულებითა ვბრძანე ყოფად და აღსრულებად ამისა ყოვლისა.


წინა თავი შემდეგი თავი