მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი მეორე ეზრასი*
თავი 8

1და რაჟამს იყო, დაესრულა ესე ყოველნი შარავანდედნი. შეიბნა არტაშეს მეფემან სპარსთა ზედა, რომლისაცა მივიდა ეზრა, ძე აზარიასი, რომელი იეზრასაგან, რომელი ქელეკენესაგან, რომელი სალემისაგან,

2რომელი სადუკისაგან, რომელი აქიტობისაგან, რომელი იამართესაგან, რომელი იოზეკისაგან, რომელი მარეროთისაგან, რომელი ზარეასაგან, რომელი სეუესაგან, რომელი ბოკკესაგან, რომელი იებუესაგან, რომელი ფენიესაგან, რომელი ელიეზარისაგან, რომელი აარონისაგან, პირველისა მის მღდელისა

3ესე ეზრა, რომელი განვიდა ბაბილონით, რომელი-იგი იყო მწერალ მარჯვე სჯულსა მას მოსესასა მოცემულისა მის ღმრთისა მიერ ისრაჱლისა.

4და მისცა მას მეფემან დიდებაჲ და პოვა მადლი მის წინაშე და განადიდა იგი დიდითა პატივითა.

5და გამოვიდეს მის თანა ძეთა მათ ისრაჱლისათა და მღდელთა მათგანი, და ლევიტელთა და მსახურთა, მეფსალმუნეთა და მეკარეთა მათგანი და მონათა მღდელთაგანი იერუსალჱმად.

6წელსა მეშჳდესა შარავანდედებასა არტაშე მეფისასა, თთუესა მეხუთესა, რომელი-იგი იყო წელი მეშჳდე მეფისა მის, და გამოვიდეს ბაბილონით თთჳსთავსა მას მეხუთესა პირველისა მის თთჳსასა,

7შევიდეს იერუსალჱმდ, ვითარცა-იგი განუმარჯვა მათ უფალმან გზა,

8რამეთუ სავსე იყო ეზრა ყოვლითა სიბრძნითა და არარა დაკლებულ იყო მისგან ყოველთაგან მცნებათა უფლისათა, მსგავსად შჯულისა ასწავებდა ისრაჱლსა განკითხვათა და სიმართლეთა.

9მოიწია წიგნი ბრძანებისა მეფისა არტაშესი ეზრა მღდლისა, რომელი უთხრობდა სჯულსა უფლისასა, და მიწერა ესრესახედ:

10მეფე არტაშეს ეზრა მღდელსა და მთხრობელსა სჯულისა უფლისასა გიკითხავ:

11ყოვლითავე კაცთმპყრობისა ნიჭითა აღმიწონიეს მე და უბრძანებ ყოველთა ნათესავთა ურიათასა, რომელთა ენებოს აღსლვად იერუსალჱმდ და მღდელთმოძღუართა და ლევიტელთა, კადნიერებითმცა მივლენან შენ თანა იერუსალჱმდ.

12და ვითარ სურის წადიერებით მისლვად ურიასტანად და იერუსალჱმდ, უბრძანეთ მე და შჳდთა თანამზრახველთა ჩემთა,

13რომელ მივიდენ მსგავსად შჯულისა და აღასრულონ ყოველივე საცონი, ვითარცა გაქუსთ სჯული უფლისა

14და შესწირონ შესაწირავი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ვითარცა აღუთქუთ მე და მოყუარეთა ჩემთა იერუსალჱმსა, და ყოველივე ოქრო და ვეცხლი, რაოდენიცა იპოოს ქუეყანასა მას ბაბილოვანთასა, უფლისა ღმრთისა შეწირენ მსხუერპლი იერუსალჱმს.

15და მიიღედ საწევნელი ქუეყანისა მისგან ბაბილონელთასა, მღდელთა მათ უფლისა ღმრთისა მოართვედ იერუსალჱმად: ოქრო და ვეცხლი, ზვარაკები და ვერძები, კრავები და სხუა იგი ყოველი საკუერთხი მსხუერპლთა

16შეწირედ საკურთხეველსა უფალსა ღმერთსა იერუსალჱმდ.

17ყოველივე, რაცა გენებოს ძმებითურთ შენით, იგი ყავ ოქროსა და ვეცხლისა ხარკთათჳს, ნებისაებრ უფლისა ღმრთისა შენისა აღასრულე,

18სამღდელო იგი ჭურჭელი და სამსახურებელი უფლისა მიიღე იერუსალჱმდ.

19და იყავნ, ვითარცა საჴმარ იყოს ტაძრისა მის უფლისა ღმრთისასა, და დადევ ყოველი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა იერუსალჱმს.

20და სხუა იგი ნამეტნავი ნეშტი, რომელი-იგი იყოს საჴმარისაგან ტაძრისასა, დადევ იგი სახლსა საფასისა მეფეთასა.

21და მე, არტაშეს მეფემან, უბრძანე მეფასეთა, რომელნი არიან ასურასტანს და ქანანელთა კერძო, რაოდენცა უნდა მოღებად ეზრა მღდელსა და მთხრობელსა სჯულსა უფლისა ღმრთისა მაღლისასა, დაუბრკოლებელადმცა მოეცემის ვეცხლი ასი ტალანტი, მისვე სახისაებრ ოქროცა,

22იფქლი ასი საწყაული, ეგოდენცა ღჳნო და ზეთი.

23და ყოველივე მსგავსად სჯულისა მის მიიღედ და მიუსრულედ უფალსა ღმერთსა მაღალსა, რათა არა იყოს შერისხვა ღმრთისა ზედა შარავანდედობასა ჩემსა და ძისა ჩემისასა.

24და მიბრძანებიეს თქუენ მღდელთათჳს, და ლევიტელთა, მეფსალმუნეთა მათ მსახურთა, და მეკარეთა, და მონათა მღდელთასა, და მსახურთა სახლისა უფლისათა.

25ნუცა ხარკი, ნუცა სხუა ყოვლითურთ ჴელ-ეწიფებინ მათგან მოღებად.

26და შენ, ეზრა, სიბრძნისა შენისაებრ, რომელ მოცემულ არს შენდა ღმრთისაგან, დაადგინენ შენდა ზედამდგომელნი და მსაჯულნი, რომელნი სჯიდენ ასურასტანით კერძო და ფინიკიათ, და რომელთა ესწაოს სჯული უფლისა ღმრთისა შენისა.

27და რომელთა არა ესწაოს, ასწავე და ყოველნივე, რომელნი გარდაჴდენ სჯულსა უფლისა ღმრთისა შენისასა და სჯულსა ჩუენ მეფეთასა, მიმიცემიეს შენდა ჴელმწიფება პატიჟისა ყოფად და გუემად და, თუ სიკუდილისა თანამდებ იყუნენ, მოკლვად, გინა თუ საპატიჟებელ იყუნენ, პატიჟ-ყოფად და ზღუევა-მოჴდად

28და თქუა ეზრა მწერალმან სჯულისა უფლისამან: კურთხეულ არს უფალი ღმერთი მამათა ჩუენთა, რომელმან მოსცა ესე ყოველი გულსა მეფისასა, დიდებულ-ყოფად ტაძრისა ამის უფლისა, რომელ არს იერუსალჱმს.

29და მე დიდებულ და პატიოსან-მყო წინაშე შარავანდედისა მის წინაშე ყოველთა თანამზრახველთა თანა მისთა და მოყუარეთა და ყოველთა დიდ-დიდთა მისთა.

30მხიარულ ვიქმენ მეფედ შეწევნითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა და შეკრიბნა ყოველნი იგი კაცნი ისრაჱლისანი, რომელნი-იგი აღსრულ იყვნეს მის თანა იერუსალჱმდ.

31და ესენი არიან მთავარნი ნახპეტთა მათებრ მამათა თჳსთასა და გან- წილვისა მისებრ მამათა და ნათესავთასა, რომელნი გამოვიდეს ეზრას თანა ბაბილონით შარავანდედებასა არტაშეს მეფისასა,

32ძეთა მათგან ფინეზისთა - გერსონ, ძეთა მათგან ითამარისთა - გამაელ, ძეთა მათგან დავითისთა - ფარეზ.

33ძეთა მათგან ფურუსისთა - ზაქარია, და რომელნი მის თანა წერილ იყუნეს, კაცნი ასერგასის.

34ძეთა მათგან ფაათ-მომბისთა - ელია, ონია, ზარია და მის თანა ორასი კაცი.

35ძეთა მათგან ზათოესთა: იექონია იეთერიასი და მის თანა კაცნი სამასნი.

36ძეთა მათგან ადინუბესთა -იონათან და მის თანა კაცნი სამასერგასისნი; ძეთა მათგან ელამისთა - გოთოლისა და მის თანა კაცნი სამეოცდაათ.

37ძეთა მათგან საფატიასთა: ზაქარია მიქელაიანი და მის თანა კაცნი სამეოცდაათ.

38ძეთა მათგან ოაბისთა - აბადისერ ეზელიანი და მის თანა კაცნი ორასდათორმეტ.

39ძეთა მათგან ბანესთა - ასალიმუთ ასაფეანი და მის თანა კაცნი ასსა- მეოც.

40ძეთა მათგან ბერისთა: ზაქარია, ბიერია და მის თანა კაცნი ოცდარვა.

41ძეთა მათგან ასტთისთა: იოანე კატანისი და მის თანა კაცნი ას და ათი.

42ძეთა მათგან ადომიკამისთა და ესფატისთა. და ესე სახელები მათი არს: ელიფატ გულუველ, და სამეას, და მათ თანა კაცნი სამეოცდაათ ძეთა მათგან ბენეასთა - უთიას ტაკურიანი და მის თანა კაცნი სამეოცდაათ.

43და შეკრიბნა იგინი კიდესა მას მდინარისასა, რომელსა სახელ-ედების თერა. და დაიდვეს მუნ სავანე სამ დღე ოდენ და ყვეს ახილვა ყოველთა.

44ძეთა მათგანი მღდელთა ძეთა მათ ლევიტელთა არა ვინ იპოვა მათ თანა.

45მივივლინე ელიაზარისსა და მოვიდეს ჩემდა: სამეა, და ორიბუნ, და ნათან, ენნატონ, ზაქარია და მოსოლობონ. ესე არიან მთავარნი და წინამძღუარნი შჯულისანი.

46და ვარქუ მათ, რათამცა მივიდეს ლოდეონ მთავრისა მეფასეთასა.

47და ვამცენ მათ, რათა ჰრქუან ლოდეონს და ძმათა მისთა, რომელნი-იგი ერთვე არიან ადგილსა მას მეფარეშისასა, რათამცა მოავლინნეს ჩუენდა მღდელთა მათგანნი სახლისა უფლისა.

48და მოიყვანნეს ჩუენდა კაცნი, რომელნი იყუნეს ძლიერ და მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა და მეცნიერ შჯულისა უფლისასა ძისა მოუოლისა, რომელი-იგი ლევისგან და ისრაჱლისგან - ასერევინ, და ძენი მისნი და ძმანი ათრვამეტ,

49და ასებიან და აუნონდა, ოსეტან და ძმა ძეთა მათგან ქანუნისთა და ძენი მისნი ოც კაც.

50და მონათა მათგან მღდელთასა, რომელნი მოსცნა დავით მთავარმან საქმედ სამსახურებელად ლევიტელთასა, რომელთა დაიწერნეს სახელნი სახელოვანთა მათ ორასდაოც.

51და ვქადაგეთ მუნ მარხვა და ვილოცევდით წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა და ვეძიებდით ადვილსა განმარჯვებასა ჩუენდა და შვილთა ჩუენთათჳს და ყოვლისავეთჳს, რა-იგი იყო ჩუენ თანა,

52რამეთუ მძიმე-გჳჩნდა თხოვა მეფისა მისგან მკჳრცხლებისა და მჴედრებისა, რათამცა გზად-მყვეს ჩუენ შემწეობისათჳს მათგან, რომელნი-იგი წინააღგჳდგეს,

53რამეთუ ვარქუთ ჩუენ მეფესა ესრეთ, ვითარმედ: ძლიერებაჲ უფლისა ღმრთისა ჩუენისა არს ჩუენ თანა და ყოველთა თანა, რომელნი ეძიებენ მას.

54და მის ყოვლისათჳს ვქადაგებდით მარხვასა და ვილოცევდით, რათამცა უფალმან დაგჳცვა ჩუენ და წარგჳმართა ჩუენ გზათა მშჳდობისათა.

55და გამოვირჩიენ მთავარნი ნათესავთა მათგან და მღდელთანი, კაცნი ათორმეტნი, და ესებიან და ესემინ და მათ თანა ძმათაგანნი მათთა ათ კაც.

56და აღვწონეთ და მივეცით მათ ოქრო და ვეცხლი და სამსახურებელი სამღდელო და ჭურჭელი სახლისა უფლისა, რომელი-იგი მოგვანიჭა ჩუენ მეფემან და თანამზრახველთა მისთა და მთავართა და ყოველმან ისრაჱლმან.

57აღვწონე და მივეც ვეცხლი იგი ექუსასერგასისი ტალანტი, და სამსახურებელი ვეცხლისა ასი ტალანტი, და ასი ტალანტი ოქროსა,

58და სხუა ჭურჭელი ოქროსა ოც და სპილენძისა წმიდაჲ რჩეული ოქროსფერი თორმეტ.

59და ვარქუ მათ: თქუენ განწმედილ ხართ უფლისა მიერ და ყოველი სამსახურებელი წმიდაჲ უფლისა არს ოქროსანი და ვეცხლისანი, ილოცეთ უფლისა მიმართ და უფალმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან დაგჳცვნეს და მოგვაწივნეს ჩუენ მშჳდობით ადგილსა ამას სიწმიდისა თჳსისასა.

60მღჳძარედ დეგით და ეკრძალენით, ვიდრემდის მიიყვანნეთ და მიაწივნეთ იგინი მთავართა მიმართ მღდელთა და ლევიტელთასა, მთავართა და მღდელთმოძღუართა ისრაჱლისათა, რომელნი არიან იერუსალჱმს.

61და რომელ მოიღეს მცველთა ტაძრისა უფლისათა და მღდელთმოძღუართა მათ და ლევიტელთა ვეცხლი, ოქრო და ჭურჭელი სამსახურებელისაჲ, რომელ მოიღონ ტაძრად უფლისა, რომელი-იგი არს იერუსალჱმს.

62და აღვდგეთ და წარვიდეთ თერა მდინარით, რომელსა დღესა ათორმეტი იყო თთჳსა მის პირველისა, მოდით და მივცენით იერუსალჱმდ დაცულნი ამაღლებულითა მით ძლიერითა მკლავითა ღმრთისათა, და გჳჴსნას ჩუენ ღმერთმან ჩუენმან ყოველთა მტერთაგან, მშჳდობით და ცოცხლებით მივიწივნეთ იერუსალჱმდ

63და რაჟამს განვისუენეთ სამ დღე ოდენ იერუსალჱმს, დღესა მეოთხესა აღვწონეთ და მივეცით ვეცხლი და ოქრო სახლად უფლისა ღმრთისა ჩუენისა მღდელსა მას მარმუთი ურიათაგანსა, და რომელნი-იგი მის თანა იყუნეს.

64ელიეზერ ფინეზეანი, და იოსებეთოს, და ესოვან, და მეთურსა საბეან და სხუანი ლევიტელნი, რომელთა მივეცით სასწორით და რიცხჳთ.

65და იპოვა სასწორი რიცხჳსა მას დღესა შინა.

66და რომელნი-იგი მოსრულ იყუნენ ჩემ თანა ტყუეობისა მისგან ბაბილოვნელთასა, შესწირეს მსხუერპლი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა: ზვარაკი ათორმეტ, ყოვლისათჳს ისრაჱლისა, ვერძები ოთხმეოცდაათ,

67და კრავები, სამეოცდააოორმეტ, ვაცები ამა ცხოვრებისათჳს ათორმეტ, ესე შესაწირავი შესწირეს წინაშე უფლისა ღმრთისა.

68და მისცეს წიგნი ბრძანებისა მის მეფისა კარანთა მათ მეფისათა მფლობელთა და სოფლისმპყრობელთა ასურთასა და ფინიკისათა და დიდის პატივით იდიდა ნათესავი ჩუენი და ტაძარი უფლისა.

69და ვითარცა აღესრულა ესე ყოველი, მოვიდეს ჩემ წინაშე ნახპეტნი და მთავარნი ძეთა ისრაჱლისათანი და თქვეს: ურიდ იქმნა ყოველი ნათესავი ძეთა ისრაჱლისა და მთავარნი მათნი, მღდელნი და ლევიტელნი.

70აღერივნეს წარმართთა და უცხოთესლთა და სიბილწესა ყოველთა უცხოთესლთასა: ქანანელთა, და ქეტელთა, და ფერეზელთა, და იებოსელთასა, და მოაბელთა, და ამორეველთა, და ეგჳპტელთა, და იდუმელთა,

71რამეთუ შეიბილწნეს ასულთა მათთა თანა იგი და ძენი მათნი და შეერია თესლი სიწმიდისა მათისა უცხოთესლთა და წარმართთა მის ქუეყანისათა და უსჯულო იქმნნეს მთავარნი და დიდ-დიდნი თჳთეულად თავით თჳსით, რამეთუ იგინი იქმნნეს წინამძღუარ ბოროტისა მის შერეულობისათჳს.

72და იყო, რაჟამს მესმა სიტყუა ესე, დავიპე სამოსელი ჩემი, და ვგოდებდი და ვიფხურიდი თმათა თავისა ჩემისათა და წუერთა ჩემთა. და დავჯედი მგლოვარედ დიდად და მწუხარედ.

73და მოკრბეს ჩუენდა ყოველნი, ვითარ ესმა გოდება ჩემი, რომელ იყო უფლისათჳს ღმრთისა ისრაჱლისა, და მიხილეს მე, რასა ვიქმოდე ზედა უსჯულოებათა მათთჳს, რამეთუ ვჯედ მწუხარედვე ვიდრე მწუხრადმდე და მოწევნამდე შესაწირავისა მის სამწუხროსა.

74და აღვდეგ მე გლოვისა მისგან და ეგრევე დაპებულ იყო სამოსელი ჩემი, დაღონებულ ვიყავ გლოვითა და აღვიპყრენ ჴელნი ჩემნი უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა, ღაღად-ვყავ,

75და ვთქუ: უფალო, გურცხუენის და ვძრწით წინაშე პირსა შენსა,

76რამეთუ ცოდვანი ჩუენნი განმრავლდეს უფროს თმათა თავისა ჩუენისათა და უსჯულოებანი ჩუენნი ამაღლდეს უზეშთაეს ცათასა.

77წელთა მათგან და ჟამთა მამათა ჩუენთასა და ვართ ჩუენ ცოდვათა შინა დიდთა მოდღენდელად დღედმდე

78და ცოდვათა ჩუენთა და მამათა ჩუენთასა, და მივეცით ტყუეობასა ჩუენ და ძმანი ჩუენნი და მეფენი ჩუენნი და მღდელთმოძღუარნი ჩუენნი და ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა შეგჳცუნეს ჩუენ მახჳლითა ჴრმლებისათა, წარგუტყუენეს ჩუენ, და აღჴოცნეს ადგილნი ჩუენნი, და ვიქმნენით ჩუენ სირცხჳლეულ ჟამთა მათ

79და აწ, რაოდენ იქმენ წყალობა შენი, უფალო, დატევებად ძირი და ნათესავი ადგილსა მას სიწმიდისა შენისასა.

80და გამოაბრწყინვე ნათელი ტაძარსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა, და მომეც ჩუენ საზრდელი ჟამსა მონებისა ჩუენისა

81და ტყუეობასა მას შინა და არა დაგუთხიენ ჩუენ ჴელთაგან შენთა, არამედ გუექმენ უფალი შემწე, და გუეც ჩუენ პოვნად მადლი წინაშე მეფი- სა მის სპარსთასა, და პატიოსან-გუყვენ ჩუენ და გჳღვაწნე ჩუენ ყოვლითა განმზადებულებითა.

82დიდებულ-ყო ტაძარი იგი უფლისა ღმრთისა ჩუენისა და აღმართა და აღაშენა უდაბნო იგი სიონი და დაგუამკჳდრნა ჩუენ ჰურიასტანსა შინა და იერუსალჱმს.

83აწ რამე ვთქუა წინაშე შენსა, უფალო, ამის ყოვლისათჳს? რამეთუ გარდავჴედით სჯულსა და ბრძანებათა შენთა, უფალო, რომელი-იგი მოგუეც ჩუენ ჴელითა მონათა შენთა წინაწარმეტყუელთათა.

84და სთქუ ესრეთ: ქუეყანასა, რომელსა შეხჳდეთ დამკჳდრებად, მას ზედა არს ქუეყანა იგი შეგინებულ სიბილწითა მით ნათესავთა მათგან მის ქუეყანისათა და შეგინებითა მათითა აღივსნეს იგინი.

85და აწ ნუ მოჰგური შენ ასულთა მათთაგან ცოლად ძესა შენსა და ასულთა შენთაგან ნუ მისცემ ცოლად ძეთა მათთა,

86ნუცა ჰყოფ მშჳდობასა მათ თანა ყოველთა ჟამთა, და იყავ შენ განძლიერებულ ჭამად სიპოხესა მის ქუეყანისასა და დაიმკჳდრედ ძეთა შენთა ქუეყანა იგი უკუნისამდე ჟამთა.

87და რა ესე წარგჳჴდა ჩუენ და უკეთურებისათჳს ცოდვათა ჩუენთათჳს,

88არამედ შენ, უფალო, მრავალგზის მოგჳტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და მოგუეც ჩუენ ესევითარი ნათესავი და ძირი, და ჩუენ მერმე გარდავაქციეთ და გარდავჴედით შჯულსა შენსა და აღვერიენით ბილწებასა ნათესავი- სა მის ქუეყანისასა.

89და არა განრისხენ ჩუენ ზედა წარსაწყმედელად ჩუენდა ვიდრე აქამომდე, უკუეთუ არა დაშთეს ძირი და თესლი და სახელი ჩუენი.

90შენ მართალ ხარ, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, ჭეშმარიტ და არა მოასრულე ნათესავი ჩუენი, შენ მართალ, არამედ დავშთით ძირი და თესლი მოდღემდე.

91და აწ, აჰა, ესერა, ვართ დღეს წინაშე შენსა უსჯულოებათა შინა ჩუენთა და ვერ შემძლებელ ვართ დღეს წინაშე შენსა უსჯულოებათა შინა ჩუენთა, და ვერ შემძლებელ ვართ დადგომად წინაშე პირსა შენსა, რამეთუ განმრავლდეს უსჯულოებანი და უკეთურებანი ჩუენნი უმეტეს თმათა ჩუენთა

92და რაჟამს ილოცვიდა ეზრა მით აღსარებითურთ და გოდებითა დიდითა, და დავრდომილი იდვა პირსა ზედა ქუეყანისასა წინაშე ტაძარსა მას უფლისასა, შეკრბეს მისსა ყოველნივე, რომელნი იყუნეს იერუსალჱმს, ერი მრავალი, მამანი და დედანი, ჭაბუკნი და ქალწულნი, რამეთუ გოდება დიდი იყო სიმრავლისა ერისა

93და განაწესა იაქონია და იელუ, ძეთაგან ისრაჱლისათა. და თქუა ეზრა: ვცოდეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა და ვისხნეთ ჩუენ ცოლნი უცხოთესლთაგან ამის ქუეყანისათა.

94და აწ არიან დღეს უსჯულოებანი ჩუენ შორის, და აწ მოდით ყოველნივე და დავდვათ ფიცი წინაშე უფლისა და განვიყენნეთ ჩუენ ცოლნი ჩუენნი, რომელ ვისხენით უცხოთესლთაგან შვილითურთ მათით,

95ვითარცა ბრძანებს სჯულსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა: აღდეგ მეყსეულად და აღასრულე,

96რამეთუ შენდა მიმართ არიან ყოველნი საქმენი ჩუენნი და ჩუენ შენ თანა ვართ, რაცა ჰბრძანო, ვყოთ.

97და აღდგა ეზრა და აფუცნა მთავარნი ტომთა მღდელთანი და ლევიტელთანი და ყოველი ისრაჱლი, მსგავსად ამის სახისა ფუცეს.


წინა თავი შემდეგი თავი