მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი მეორე ეზრასი*
თავი 9

1და აღდგა ეზრა ეზოსა მისგან ტაძრისა უფლისა და მივიდა სახლსა იოანესასა და ელისაბენისასა.

2და მუნ დაადგრა და პური არა ჭამა და წყალი არა სვა და გოდებდა ზედა უსჯულოებათა დიდ-დიდთა ცოდვათა სიმრავლისასა.

3და ქადაგი ჴმობდა ყოველსა ურიასტანსა და იერუსალჱმსა, ყოველნი, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან, და მოვიდეს და მოკრბეს იერუსალჱმს.

4შემდგომად ორისა და სამისა დისა, რომელნი-იგი ვერ მიეწიფნეს მუნ განსჯილნი წინამძღუართა მათგან და მოხუცებულთა, და იავარ-ყვეს მონაგები მათი, და იგინი უცხო ქმნილნი გარეგანჴდეს სიმრავლესა ერისა მის წარტყუენულისასა.

5და შეკრბეს ყოველნი, რომელნი იყუნეს ნათესავისა მისგან იუდასნი და ბენიამენისნი ვიდრე მესამედ დღედმდე იერუსალჱმდ თთუესა მას მეცხრესა ოცსა მის თთჳსასა.

6და დასხდეს მის თანა ყოველი იგი სიმრავლე სივრცესა მის ეზოსა სახლისა უფლისასა და განბრწყინვებულნი ძრწოდეს სიფიცხისა მისგან ზამთრისასა.

7და აღდგა ეზრა და თქუა: თქუენ ხართ, რომელთა სცოდეთ და ისხენით ცოლნი ასურთაგან უცხოთესლთასა და შესძინეთ უსჯულოებასა და ცოდვასა ზედა ისრაჱლსა.

8და აწ მიეცით აღსარება და დიდებაჲ უფალსა ღმერთსა მამათა ჩუენთასა.

9და ყავთ ნება მისი და განეყენენით ყოველთა წარმართთა ქუეყანისათა და ცოლთა მათგან უცხოთესლთასა, რომელნი-იგი ისხენით.

10და ერთბამად ყოველი იგი სიმრავლე ღაღადებდა დიდითა ჴმითა და იტყოდა: ეგრეთვე ვყოთ, ვითარცა-ესე სთქუ,

11რამეთუ ჟამი ესე ზამთარი არს, და ჩუენ მრავალ ვართ ფრიად და ვერ შეუძლოთ ესრეთ დათმენად ზამთრისა ამის იწროებასა, და საქმე ესე არა თუ ერთი დღე არს, ანუ ორი, რამეთუ ფრიად შევსცოდეთ ჩუენ საქმითა ამით.

12აწ დადგედ მთავარნი და წინამძღუარნი ზედა სიმრავლესა ყოველსავე, რომლისა იყოს სახლსა თჳსსა დედაკაცი უცხოთესლი.

13მივიდენ და მოჰჴადონ მას თჳთეულად ადგილსა, და დადგედ მოხუცებულნი იგი და მსაჯულნი და ლხინება-ყვედ და დააცხრვედ ჩუენგან რისხვა უფლისა დიდ-დიდთა უკეთურებათათჳს, რომელნი ჩუენ ვქმნენით.

14და იონათან აზალეანმან და ეზეკია თოკუანმან თავს-იდვეს ყოფად ამისა მოსოლამიოს, და ლევია და საბატეოს, რომელნი-იგი ერთ-სიტყუა იყუნეს მათ თანა.

15და ყვეს ყოვლისა მისებრ, ვითარცა-იგი უბრძანეს, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან.

16და გამოირჩია ეზრა კაცნი მღდელნი და მფლობელნი და მამათმთავარნი მსგავსად სახელისა მათისა და დასხდეს თთჳსთავსა მას თთჳსასა მეათესსა, რათა აღასრულონ საქმე იგი.

17და მოკრიბონ და მოიყვანნეს მამანი და დედანი, რომელთა ესხნეს ცოლნი უცხოთესლთაგან ვიდრე წელთა მათ თთუეთა პირველამდე.

18და იპოვეს მღდელთაგანნი, რომელნი შეკრებულ იყუნეს, რომელთა ესხნეს ცოლნი უცხოთესლთაგანი და იყუნეს შერეულ უღმრთოთა,

19ძეთა მათგან იესუვისთა: იოსედეკანი და ძმა მისი მათელა და ელეაზარ და იორიბოსი და იოვადან.

20და იწყეს განშორებად ცოლთა თჳსთა უცხოთესლთა და შეწირეს თჳთეულად ვერძები მოსატევებელად ცოდვათათჳს.

21და ძეთა მათგან ემორისთა: ანანია, და ბადდიოს, და მანნეს, და სამმეს, და იერიელ და აზარიას.

22და ძეთა მათგან ფასურისთა: ელიანას, და მასსიას, ისმაელ, და ნათანაელ, და სოკეთლედოს, და სალთოს.

23და ძეთა მათგან ლევიტელთა: იაზაპტოს, და სემის, და კონოს, და ესე იგი არს სალვიტას, და ფათეოს, რომელი-იგიცა იყო იუდა და იონას.

24მეფსალმუნეთა მათ მსახურთაგანი: ელიასიბოს და ბაქოროს.

25მეკარეთა მათგანნი: სალმოს და ტოლბინეს.

26და ისრაჱლისაგანნი: ძეთა მათგან ფეროსისთა: იერამოს, და იედდიოს, და მელქიას, და მალეს, და ელიაზაროს, და საბოს, და ბანეს.

27და ძეთა მათგან ელიაკიმისთა: მატთანიას, ზაქარიას, იეზროლიელს, იოადიოს, და იერიმოთს, და აედიოს.

28და ძეთა მათგან ზათუმისთა: ელიადას, ელისიმოს, იოთონიას, არიმოთს, და საბათოს, და ზარდეას.

29და ძეთა მათგან ბებეასთა: და იოანნეს, და ანანიას, და იოზბოს და ევმოთს.

30და ძეთა მათგან მანისთა: ლამოს, ასმამუმოს, იეგეოს, იასუბოს, იასაელოს და იერემოთს.

31და ძეთა მათგან ადდისთა: ნათოს, და მოოსიას, ლაკვინოს, ნაიდას, მატათიას, სესთელს, ბალუნოს და მანასეს.

32და ძეთა მათგან ანნასთა: ელონას, და ასეას, და მელქიას, და საბეოს, სიმონოს და ქოსამეოს.

33და ძეთა მათგან ასიმატისთა: ანნესოს, მატათიას, ბანეოს ელიფატანს, მანასეს, და სემეის.

34და ძეთა მათგან ბაანისთა: ერემიას, მომფდის, ისმაეროს, და იოველს და მამბლეს, პერდას, ანოს, რაბასიოს, ანასიბოს, მამნიტანემოს, ელიასის, ბანუს, ელიალი, სომეია, სელემიას, ნათანიას, და ძეთა მათგან ეზორასთა: აემ, ეზრიელ, აზელ, სამატონ, ზამბრის, იოსებ.

35და ძეთა მათგან ნაუმაასთა: ზაზეკიას, ზაბადის, ედესიუელ, ბენესეას.

36ესე ყოველნი იყუნეს, რომელთა ესხნეს ცოლნი უცხოთესლთაგანი და განიშორეს ცოლები იგი თჳსი და შვილნი თჳსნი.

37და დაიმკჳდრეს მღდელთა მათ და ლევიტელთა და იერუსალჱმით იერუსალჱმსა დაბნებსა მას თთჳსთავსა მას თთუესა მეშჳდესა და ძეთა მათ ისრაჱლისათა დაიმკჳდრეს სამკჳდრებელსა თჳსსა.

38შეკრბა ყოველი იგი სიმრავლე ერთბამად ფართოსა ადგილსა მზისა აღმოსავლით კერძო წინაშე ბჭისა მის ტაძრისასა.

39და ჰრქუეს ეზრას მღდელმოძღუარსა და მთხრობელსა სჯულისასა რათა მიიღოს სჯული იგი მოსესი მოცემული უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

40და შუა წარმოიღო ეზრა სჯული იგი წინაშე ყოველთა მათ მამათა და დედათა და წინაშე ყოველთა მღდელთასა. და ისმინეს სჯული მოსესი, რომელი-იგი იყო უფლისა მიერ თთჳსთავისა მის თთვისა მეშჳდესასა.

41და იკითხვიდა წიგნსა მას ბჭესა ტაძრისასა ფართოსა მას ცისკრითგან ვიდრე ექუს ჟამამდე წინაშე ყოველთა მამათა და დედათა, ისმენდეს და გულისხმა-ჰყოფდეს ყოველი იგი სიმრავლე სჯულისა მის უფლისა ღმრთისასა.

42და დადგა ეზრა მღდელი და მთხრობელი სჯულისა უფლისა ზედა ძელისა ბემონსა, რომელი-იგი განემზადა.

43დადგეს მახლობელად მისა მარჯუენით კერძო: მატათია, სამუს, ანანია, აზარია, ჰურიას, ეზეკიაოს, ბალასამოს.

44და მარცხენით კერძო: ფალთოზ, მისაელ, მელქიას, ლოვთას, ობუს, ნაბადის, ზაქარიას.

45და მოიღეს ჴელითა ეზრასითა წიგნი იგი სჯულისა, რამეთუ ჯდა იგი დიდითა დიდებითა წინაშე ყოველთასა და ყოველი იგი სიმრავლე სხდა წინაშე მისსა.

46რაჟამს განყუნნა წიგნნი იგი სჯულისანი, ზეადგა ყოველი იგი სიმრავლე და აკურთხა ეზრა უფალი ღმერთი მაღალი, ღმერთი საბაოთ ყოვლისა მპყრობელი.

47და ერთბამად ყოველმან სიმრავლემან თქუა: ამენ. და აღიპყრნეს ჴელნი თჳსნი ზე და დავარდეს ქუეყანასა პირსა ზედა თჳსსა და თაყუანისცემდეს უფალსა ღმერთსა.

48და ისუ, და ანნოს, და ასარაბიას, იადინოს, იაკობოს, საბატეოს, დოვდიას, მაანნეას, კალვიტას, აზარიას, იაზობდოს, ანანიას, ფილათას,

49ესე იყუნეს ლევიტელნი იგი, რომელნი ასწავებდეს ერსა მას სჯულსა უფლისასა და გულისხმა-ყვეს და აუარებდეს სჯულთა უფლისა ღმრთისათა.

50და ჰრქუა ატტარატეს ეზრა მღდელსა და მთხრობელსა სჯულისა უფლისასა და ლევიტელთა, რომელნი ასწავებდეს სიმართლესა მას.

51და ჰრქუა მათ წინაშე ყოველთა: დღე ესე დღე არს სიწმიდისა უფლისა და ყოველნი დაჴსნილ არიან სმენით მით სჯულისა მის უფლისათა.

52და წარვედით და ჭამეთ სიპოხე და სუთ სიტკბოება და მიუძღუანეთ მათ წიგნი, რომელთა არა აქუნდეს,

53რამეთუ წმიდა არს დღე ესე უფლისა და ნუ შეაწუხებთ მათ, რამეთუ უფალი ღმერთი არს, რომელმან დიდებულ-გუყვნა ჩუენ.

54და ლევიტელთა მათ ყოველთა უბრძანეს სიმრავლესა მას და ჰრქვეს: დღე ესე წმიდა არს და ნუ შეაწუხებთ მათ.

55და ჰრქუა სიმრავლესა მას, რომელსა აქუნდეს, ჭამენ და სუნ და მხიარულ იყავნ და ეცნ მას, რომელსა-იგი არა აქუნდეს. და იყუნენ ყოველნი მხიარულ მას დღესა შინა, რამეთუ აღივსენით და გულისხმა-ყვენით სიტყუანი სჯულისა უფლისანი, რომელსა თქუენ შეჰკრებთ და ჩუენ გასწავებთ თქუენ.


წინა თავი