მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე მეფეთა წიგნი
თავი 10

1ამისა შემდგომად მოკუდა მეფე ძეთა ამონისთა, და მეფობდა ანონ, ძე მისი, მის წილ.

2და ჰრქუა დავით: ვყო წყალობა ანონის თანა, ძისა ნაასისა, ვითარცა-იგი ყო მამამან მისმან ჩემთჳს. და მოუვლინნა დავით ნუგეშინის-მცემელად მონანი თჳსნი მამისათჳს მისისა. და მივიდეს მონანი დავითისნი ქუეყანასა ძეთა ამონისთასა.

3მიუგეს მთავართა ამონისთა ანონს, უფალსა თჳსსა, და ჰრქუეს. არა თუ სადიდებელად შენდა მოავლინნა დავით მამისა შენისათჳს ნუგეშინის-მცემელნი, არამედ მსტოვრად მოავლინა ქალაქისა ამის და ქუეყანისა შენისა, რათა განიხილონ და უთხრან დავითს.

4ვითარცა ესმა ანონს, შეიპყრნა მონანი დავითისნი და დაჰყჳნა ნახევარი თმა წვერისანი და მოჰკუეთნა კალთანი სამოსელთა მათთანი და განუტევნა იგინი.

5ვითარცა ესმა ესე დავითს, მიაგებნა კაცნი და იხილნეს მონანი იგი განკიცხულნი ფრიად. და მიუმცნო დავით, ვითარმედ: დადეგით მანდავე, იერიქოდ, ვიდრემდის აღორძნდეს თმანი წვერისა თქუენისანი და მაშინღა მოდით!

6ხოლო რაჟამს იხილეს ძეთა ამონისთა, რამეთუ განიკიცხნეს მონანი დავითისანი, მოიყიდეს ერი ასური, რობუა და ასური სობასნი ოცი ათასი ერი მკჳრცხლე და მეფე ბაქია ათასითა ერითა და სოტობა ათორმეტი ათასითა ერითა.

7და ვითარცა ესმა დავითს, წარავლინა სპასპეტი თჳსი იოაბ და ყოველი ერი მის თანა.

8და გამოვიდეს ძენი ამონისნი და განეწყვნეს წინაშე ბჭეთა მის ქალაქისათა ასურასტანელთა სუბას, რობას და ისტობის და მელქათაგან, იყუნენ ველსა განწყობით.

9ვითარცა იხილა იოაბ, რამეთუ განწყობილ იყუნეს პირისპირ მათსა, გამოარჩინა ყოველნი ჭაბუკნი ძლიერნი ძეთაგან ისრაჱლისათა და განაწყო პირისპირ ასურთა მათ.

10ხოლო სხვა იგი ერი მისცა აბესას, ძმასა თჳსსა, და განაწყვნა პირისპირ ძეთა ამონისთა.

11და ჰრქუა იოაბ აბესას: უკუეთუ განძლიერდენ ასურნი, შენ მოვედ შეწევნად ჩუენდა, და უკუეთუ ძენი ამონისნი განძლიერდენ, ჩუენ მოვიდეთ ძალად თქუენდა!

12მჴნე იყავ და განძლიერდი ერსა ჩუენსა ზედა და ბრძოდე ქალაქთათჳს ღმრთისა ჩუენისათა და უფალმან ყავნ კეთილი ჩუენ ზედა!

13და ვითარცა ესე სიტყუანი თქუნა, შეამტკვებარა იოაბ ყოველი იგი ერი და დიდითა ძლიერებითა ზედამიუჴდეს ერსა მას ასურთასა და მუნთქუესვე მეოტად წარქცეულნი ქალაქად შესთხინეს.

14და ვითარცა იხილეს ძეთა ამონისთა მეოტად ასურნი იგი, მეოტ იქმნნეს იგინიცა პირისაგან აბესაჲსისა და შეცჳვეს ქალაქად, ხოლო იოაბ გარემოიქცა და წარვიდა იერუსალჱმდ.

15და იხილნეს რაჲ ასურნი უძლურად წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, შეკრბეს ყოველი ერთბამად.

16და მიავლინა ადრაზარ და შეკრიბნა ასურასტანელნი იგი, რომელ იყო წიაღ მდინარესა ქალამას, და მოვიდეს და მოიწინეს ელამს და სუბად, ერისთავი იგი ადაზარისი, წინამძღურად მათდა.

17და ვითარცა ესმა დავითს, უბრძანა შეკრებაჲ ყოვლისა ერისა ისრაჱლისა. და წიაღჴდეს იორდანეს მდინარესა და მოვიდეს ქალამად და განეწყო ასური იგი წინაშე პირსა დავითისასა და ბრძოლა-უყვეს.

18და მეოტ იქმნა ასურასტანელი იგი პირისაგან ისრაჱლისა. და მოსწყჳდა დავით ერისა მისგან ასურთაჲსა შჳდასი მჴედარი ერი სპარაზენი და ორმოცი ათასი მკჳრცხლი ფაროსანი და მოკლა ერისთავი სობაკ.

19და იხილეს რა ყოველთა მათ მეფეთა, რომელნი-იგი ძალად მოსრულ იყუნეს ადრაზარისსა, რამეთუ ძლევასა მიეცნეს წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, აღთქმა აღუთქუეს და მონად დაემორჩილნეს ძეთა ისრაჱლისათა, და შეიშინეს ასურთა მათ და არღარა მოვიდეს ძალად ძეთა მათ ამონისთა.


წინა თავი შემდეგი თავი