მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე მეფეთა წიგნი |
თავი 13 |
1და იყო, ამისა შემდგომად ესუა აბესალომს, ძესა დავითისსა, დაჲ ერთი ქმნულკეთილი ფრიად და სახელი მისი თამარ. და შეიყუარა იგი ამონ, ძემან დავითისამან. 2და იურვოდა ამონ იგი მისთჳს და იდვა სნეული მჭირნედ თამარისთჳს, დისა თჳსისა, და ღონე ვერარა ყო, ვითარმცა უყო რა მას. 3და იყო ამონისი მოყუასი ერთი, და სახელი მისი იონადაბ, ძე სამიასი, ძმისწული დავითისი. და იონადაბ ბრძენი იყო ფრიად. 4და რქვა ამოანს: რად ეგრე განიკაფები დღითი დღე, ძეო მეფისაო? მიუგო ამნონ და ჰრქუა: თამარ, დაჲ აბესალომისი, ძმისა ჩემისა, მიყუარს მე! 5მაშინ ჰრქუა მას იონადაბ: მიწევ ცხედარსა ზედა და მიზეზ-იდგ სნეულებისა და რაჟამს მოვიდეს მამა შენი ხილვად შენდა, მოითხოვე იგი მისგან, და ესრე არქუ, ვითარმედ: მოავლინე დაჲ ჩემი თამარ, და ზედამადგეს და მსახურებდეს მე და მიქმოდის წვენსა და ვსჭამო. 6და მიწვა ამონ ცხედარსა თჳსსა ზედა და მიზეზ-იდგა სნეულებისა. და ვითარცა შევიდა მამა მისი ხილვად მისა, და ჰრქუა ამონ მეფესა: უბრძანე თამარს, დასა ჩემსა, რათა მოვიდეს ჩემდა და მიქმოდის საჭმელსა და ვჭამდე ჴელთაგან მისთა! 7და მიავლინა მსწრაფლ დავით მეფემან თამარისა და ჰრქუა მას: მივედ შენ სახიდ ამონისა, ძმისა შენისა, და უქმოდე ჭამადთა! 8და მივიდა თამარ სახიდ ამმონისა, ძმისა თჳსისა, და იგი მიყრდომილ იყო ცხედარსა თჳსსა ზედა, მოიღო თამარ სამინდო და შექმნა იგი ლელანგოდ, და აღმოაგო იგი გუარდაკთა. 9და მიუპყრა მას, ხოლო მან არა მიიღო. მაშინ თქუა ამნონ: განავლინეთ კაცები იგი! და ვითარცა განვიდა კაცები იგი. 10ჰრქუა ამონ თამარს: შემომართუ მე ჭამადი ეგე სასუენებელად, ვჭამო! 11და მან შეართვა იგი, და შეიპყრა იგი ამნონ და აიძულებდა დაწოლად მის თანა. 12ჰრქუა მას თამარ, დამან მისმან: ნუ ჯერ-გიჩნს ეგე, ძმაო ჩემო, ნუ იყოფინ გინებაჲ ეგე! რამეთუ არასადა ყოფილ არს ისრაჱლსა შორის, ნუ იქმ ბილწებასა მაგას საქიქელსა. 13რამეთუ არა იყოს ადგილი, სადა არა მიიწიოს სირცხჳლი და ყუედრებაჲ ჩემი, და შენ იქმნე შორის ისრაჱლისა, ვითარცა უგუნური! და უკუეთუ ეგე გნებავს, მომითხოვე უფალსა ჩემსა მეფესა და უწყი, რამეთუ არა იყოს უნებელი შენი! 14და არა ისმინა ამონ, არამედ შეიპყრა და დაამდაბლა იგი. 15და მყის მოიძულა იგი სიძულილითა დიდითა, რამეთუ უფროს იყო სიძულილი სიყუარულსა მისსა და ჰრქუა ამონ თამარს: აღდეგ, განვედ ამიერ! 16ჰრქუა მას თამარ: ნუ ეგრე ზამ, ძმაო! უდიდესი არს უკუანაჲსკნელი ესე უსჯულოება ვიდრე პირველსა მას, რა-იგი მიყავ, და აწ განმაძო, მე! არამედ არა უსმინა მას. 17ხოლო ამონ მოუწოდა ეზოსმოძღუარსა თჳსსა და ჰრქუა: განავლინე ეგე ჩემგან და დაჴაშ კარნი! 18ემოსა თამარს სამოსელი ვარსკულავედი, რომელი ეგრე შეიმოსიან ქალწულებათა შინა ასულთა მეფისათა. და მსახურთა გამოაძეს იგი გარე და დაუჴშეს კარნი. 19აღიღო თამარ ნაცარი და გარდაისხა თავსა და ვარსკულავედი იგი სამოსელი დაიპო და ჴელნი თავსა შეისხნა და ტიროდა ჴმითა დიდითა. 20მოეგებოდა მას აბესალომ, ძმა მისი, და ჰრქუა: რასა სტირ, რა არს? ნუუკუე ამონ, ძმამან შენმან, უნებელი რამე გიყო? აწ დადუმენ, დაო ჩემო, რამეთუ ძმა შენი არს და ნურარასა მიიღებ გულად შენდა! და დაჯდა თამარ ქურივობით სახლსა შინა ძმისა თჳსისა აბესალომისასა. 21ესმა რაჲ ესე დავითს, შეწუხნა ფრიად, გარნა არა შეაურვა ამონ, რამეთუ პირმშო ძე იყო მისი და უყუარდა ფრიად. 22მიერ ჟამითგან მოიძულა აბესალომ ძმა თჳსი უკეთურებისათჳს და გინებისა დისა მისისა და არა მიუგო სიტყუაჲ კეთილი, არცა ბოროტი. 23და შემდგომად ორისა წლისა რისვა იყო აბესალომისი ბეთმარონს მახლობელად ეფრემისა და მიხადნა ყოველნი ძენი მეფისანი. 24და მოვიდა წინაშე მეფისა და ჰრქუა: მრისავნი არიან მონისა შენისანი, და მოვედინ მეფე და იშუებდინ ვანსა მონისა თჳსისასა! 25ჰრქუა დავით: აცადე, შვილო, ნუ ყოველნი მოვიდეთ, რათა არა დაგიმძიმოთ! ხოლო აბესალომ ევედრებოდა. გარნა მეფემან არა ინება, არამედ აკურთხა და განუტევა. 26მერმე ჰრქუა აბესალომ მეფესა: მომივლინე მე ამონ, ძმა ჩემი! ჰრქუა მას მეფემან: რაჲსა გიჴმს, რად მოვიდეს შენდა ამონ? გვალე, იქმოდე საქმესა შენსა! 27და კუალად ჰრქუა აბესალომ, ვითარმედ: გამოავლინე იგი! და მიავლინა დავით ამონ და ყოველნი ძმანი მისნი მის თანა. და ყო აბესალომ შვება დიდი მსგავსად ტაძრისა მის სამეფოსა. 28და ამცნო აბესალომ მონათა თჳსთა და ჰრქუა, რაჟამს კეთილად დაითროს ამონ და მე გრქვა თქუენ, ვითარმედ: მალე ყავთ, მსწრაფლ მოკალთ იგი! ნუ გეშინინ, რამეთუ მე გიბრძანებ და მჴნედ იყვენით ძენი ძლიერებისანი! 29და მათ ყვეს ეგრე, ვითარცა უბრძანა აბესალომ და მოკლეს იგი, განცჳვეს ყოველნი ძენი მეფისანი, დასხდეს ჰუნეთა მათთა და ივლტოდეს. 30და ვიდრე მეოტად მოვიდოდეს, ქადაგი მოვიდა მეფისა და ჰრქუა, ვითარმედ: მოსწყჳდნა აბესალომ ყოველნი ძენი მეფისანი და არა დაშთა მათგანი არცა ერთი. 31აღდგა დავით მსწრაფლ და დაიპო სამოსელი თჳსი და დაჯდა ქუეყანასა. და ყოველთა მონათა მისთა დაიპეს სამოსელი მათი. 32მაშინ ჰრქუა იონადაბ, ძემან სამაჲსამან, ძმისწულმან დავითისამან, ვითარმედ: ნუ ესრე ჰგონებნ მეფე, ვითარმცა ყოველნი ძენი მეფისანი მოსწყდეს, არამედ ამონ ხოლო მოუკლავს, რამეთუ ბოროტი ედვა გულსა აბესალომისასა ამონისთჳს მიერითგან, რაჟამს აგინა დასა თჳსსა თამარს. 33აწ ნუ საგონებელ-გიჩნს, მეფევ, რათამცა ყოველნი ძენი მეფისანი მომწყდარ იყუნეს, არამედ მხოლოდ ამონ მოიკლა. 34და ივლტოდა აბესალომ მეფისაგან და იხილა გუშაგმან, გუნდი ერთი დიდძალი მოვიდოდა გზასა მას კერძოსა მთისასა. და უთხრა გუშაგმან მან მეფესა და ჰრქუა, ვითარმედ: ვიხილე მე გუნდი ერთი დიდძალი, რომელი ჩამოვიდა სორემით მთით კერძო. 35და ჰრქუა იონადაბ მეფესა: აჰა, ესერა, ძენი მეფისანი მოვლენან სიტყჳსაებრ მონისა შენისა! 36და ვითარცა ამას იტყოდა ოდენ, მო-ხოლო-ვიდეს ძენი მეფისანი და ჴმითა დიდითა ტიროდეს და შევიდეს წინაშე მეფისა. და თავადი მეფეცა ტიროდა და ატირებდა ყოველსა ერსა ფრიად. 37და აბესალომ მოვიდა თოლმისა, ძისა ამიუდისა, მეფისა გესურელთასა, ქუეყანად მაქელთასა და ეგლოვდა მეფე ძესა თჳსსა დღე ყოელ. 38და აბესალომ ივლტოდა და წარვიდა გესურს და მუნ იყო ორ წელ ოდენ. 39და დასცხრა მეფე აბესალომის ზედა, რომელმან ნუგეშინის-იცა ამონისთჳს, რომელი მოკუდა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |