მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე მეფეთა წიგნი
თავი 15

1და იყო, ამისა შემდგომად იწყო აბესალომ მოგებად საჴედრებისა და ეტლებისა და ერგასის კაცნი წინამცორვალად ეტლთა მისთა და ჰუნეთა.

2და აღიმსთჳს განთიად აბესალომ და დადგის გზასა ზედა ბჭეთა მათ წინაშე, რომელი მივალნ სასჯელად წინაშე მეფისა, მოუწოდის მათ აბესალომ და ეტყოდის: რომლისა ქალაქისა ხარ შენ? და ჰრქჳს კაცმან მან: ერთისა მისგან ტომისა ისრაჱლისა ვარ მონა შენი.

3და ჰრქჳს აბესალომ: სიტყუანი ეგე შენნი კეთილ და მარჯვე ჩანან, არამედ, ვაჲ, რამეთუ არავინ გივის წინაშე მეფისა მოურავი.

4და მერმე კუალად თქჳს: და-მცა-ვინ-მადგინა ისრაჱლსა ზედა მთავრად და ყოველსა კაცსა მართლისა სასჯელითამცა განვიკითხვიდი!

5და იყო, ვითარცა მიეახლის ყოველი კაცი თაყუანის-ცემად მისა, მიიყვანის იგი და მიყვის ჴელი, შეიტკბის და ამბორს-უყვის.

6და ესრეთ ჰყოფდა აბესალომ ყოველთა მიმართ კაცთა ისრაჱლისათა, რომელნი მოვლენედ სასჯელად წინაშე მეფისა და ესრეთ შეიყოფდა გულსა ყოვლისა კაცისა ისრაჱლისასა აბესალომ.

7და იყო შემდგომად მეოთხისა წლისა ჰრქუა აბესალომ მეფესა: მიბრძანე მე, რათა მივიდე და შევსწირო აღნათქუამი, რომელი აღმეთქუა უფალსა ღმერთსა.

8რამეთუ აღთქმა აღუთქუ მონამან შენმან, ოდეს ვიყავ გეთსურს, ვითარმედ: უკუეთუ მივიწიო იერუსალჱმდ, ვმსახურო უფალსა ღმერთსა ქებრონს.

9ჰრქუა მას მეფემან, ვითარმედ: ვიდოდე შენ ცოცხლებით! და წარვიდა აბესალომ ქებრონად.

10და წარავლინნა მაუწყებელნი ყოველთა მიმართ ნათესავთა ისრაჱლისათა და ამცნო მათ და ჰრქუა, ვითარმედ: რაჟამს გესმეს თქუენ ჴმაჲ ნესტჳსა, სთქუთ ყოველთა, ვითარმედ: მეფე არს აბესალომ ქებრონს!

11და წარვიდეს იერუსალჱმით ვითარ ორას ოდენ კაცნი რჩეულნი სიწრფოებით, და არა იცოდეს მათ განზრახვა იგი არცა ერთი სიტყუაჲ.

12და წარავლინა აბესალომ და მოიყვანეს აქიტობელი თეკველი, თანამზრახველი დავითისი, ქალაქით თჳსით დოვლით. და იყო, რაჟამს შესწირვიდა მსხუერპლსა და სიტყუაჲ დამტკიცნებოდა, და მიკრბებოდა აბესალომისა,

13მაშინ მოვიდა კაცი ერთი დავითისა და ჰრქუა მას: გული ყოვლისა კაცისა ისრაჱლისა აბესალომის თანა არს!

14სიტყუად იწყო დავით მონათა მათ მისთა და ჰრქუა: აღდეგით, წარვიდეთ ამიერ, რამეთუ არა არს ჩუენდა ცხორებაჲ აბესალომისგან, ისწრაფეთ, მოარიდეთ, ნუუკუე მოვიდეს და მოსრას ქალაქი ესე ჩუენ გამო მახჳლითა.

15მიუგეს მონათა მათ დავითს და ჰრქუეს: აქა ვართ, მეფე! ყოველი, რაცა გნებავს, იგიცა ვყოთ!

16და გამოვიდა მეფე და ყოველი სახლი მისი მკჳრცხლი. და დაუტევა მუნ მეფემან ათი დედაკაცი ხარჭთა მისთაგან მცველად სახლისა მისისა.

17და გამოვიდა მეფე და ყოველი ერი მის თანა მკჳრცხლი და დადგეს ზეთისხეოანსა მას უდაბნოსასა

18ყოველნი მონანი მისნი, და წარვიდეს მის თანა და მოვიდეს ყოველნი ქეტელნი და ყოველნი ფერეზელნი, და მის თანა ექუსასი კაცი, რომელნი მოსრულ იყვნეს გეთით. და მივიდოდეს მკჳრცხლნი წინაშე მეფისა.

19მაშინ ჰრქუა მეფემან ეთთის გეთელსა, ვითარმედ: რასათჳს მოხველ ჩუენ თანა? შეიქეც მუნვე და იყავ მეფისა თანა, რამეთუ კაცი უცხო ხარ შენა, რომელი აღდეგ ქუეყანით შენით გეთით და მოხველ ჩუენ თანა.

20ხოლო დღეს არა გიტევებ მოსლვად ჩუენ თანა და მე წარვალ, სადაცა მიმავალ ვარ, და შენ მიიქეც და შეაქციენ ძმანიცა შენნი შენ თანა. და გიყოსთ უფალმან ღმერთმან წყალობა და ჭეშმარიტება მისი შენ თანა!

21მიუგო ეთთი მეფესა და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი! და ცხოველ არს სული შენი, უფალო ჩემო მეფე! რამეთუ ვიდრეცა უფალი ჩემი მეფე მიხჳდე, გინა თუ სიკუდილით, გინა თუ ცხორებად მივიდე მეცა, მონა შენი!

22მაშინ ჰრქუა დავით მეფემან ეთთის: წარმოვედ ჩემ თანა! და წავიდა ეთთი გეთელი.

23და ყოველნი მონანი მისნი და ყოველი ერი მისი მის თანა ჴმითა მაღლითა ტიროდეს და აღვიდოდეს ნაღვარევსა მას კედრონისასა. და მეფე და ყოველი ძალი მისი ვიდოდეს გზასა მას ზედა.

24სადუკსა და ყოველთა ლევიტელთა მოაქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ბეთარადდ. და დადგეს მუნ კიდობანი იგი, ვიდრე არა გამოკრბა ერი იგი ყოვლით ქალაქით.

25მაშინ ჰრქუა დავით მეფემან სადუკს: მიიღე კიდობანი იგი სჯულისა უფლისა ადგილსავე თჳსსა; უკუეთუ ვპოო მადლი წინაშე უფლისა, და მომაქციოს ადგილად თჳსა და ვიხილო დიდებაჲ მაგისი.

26უკუეთუ მრქვას მე, ვითარმედ: არა სათნო ხარ ჩემდა, ყავნ, რაცა სათნო არს წინაშე მისსა!

27და ჰრქუა დავით მეფემან სადუკს: წარვედ შენ მშჳდობით ქალაქად და აქიმას, ძე შენი, და იონადაბ, ძე აბიათარისი, შენ თანა!

28და მე გელოდი ზეთისხილოვანსა მას უდაბნოსასა, ვიდრე არა მითხრან სიტყუაჲ თქუენ მიერ.

29და წარიღეს კიდობანი იგი სადუკ და აბიათარ მუნვე, იერუსალჱმდ, და დადგეს მუნ.

30და დავით აღვიდოდა აღმართსა მას ზეთისხილოვანისასა და ტიროდა და დაებურა თავი მისი, და მივიდოდა იგი უჴამური და ერი იგი თავდაკიდებულად და ფიჩუდაბურვილად და ტიროდეს.

31და უთხრეს დავითს, ვითარმედ: აქიტობელცა თანაშემწე არს აბესალომისა! და თქუა დავით: უფალმან ღმერთმან ჩემმან განაქარვენ ზრახვა იგი აქიტობელისი!

32და ვითარცა მოვიდა დავით როსკედმდე თაყუანის-ცემად უფლისა, და მოეგებოდა მას ქუში შემთხუევად დავითისა, თანამზრახველი იგი მისი. და დაეპო სამოსელი მისი და მიწა თავსა გარდაესხა.

33სიტყუად იწყო დავით და თქუა: მო-თუ-ხჳდე ჩემ თანა, ტჳრთ-მეყო მე.

34არამედ მიიქეც ქალაქად, ესრე არქუ აბესალომს, ვითარმედ: წარვიდეს ძმანი შენნი და მამა შენი, მეფე. მინდა მისლვად მუნ, ხოლო აწ მონა შენი ვარ, მიტევე და ვცხონდებოდი შენს წინაშე. მაშინ მამისა შენისა, ხოლო აწ შენი ვარ მონა და განაქარვე ზრახვა აქიტობელისი.

35სადუკ და აბიათარ მღდელთმოძღუარნი და ყოველი ზრახვა, რაჲცა გესმეს მეფისაგან, უთხარ შენ სადუკს და აბიათარს,

36და ორთა ძეთა მათთა: აქიმას და იონადაბს, რამეთუ მათ თანა არიან, და მაუწყეთ მე ყოველი სიტყუაჲ მათ მიერ, რასაცა იტყოდის მეფე იგი.

37და ვითარცა შევიდა ქუში ქალაქად, და აბესალომცა შემოსრულ იყო იერუსალჱმდ.


წინა თავი შემდეგი თავი