მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე მეფეთა წიგნი |
თავი 16 |
1და დავით მცირედ წარ-ოდენ-სრულ იყო ჰრუსსა, და აჰა, ოდენ სიბა, მონა იგი მემფიბოსთესი, მოეგებოდა შემთხუევად დავითს და ორი კარაული აგებული მის თანა. და ეკიდა მათ ორასი ჴუეზა პური, ჴჳმირი ერთი სკიჭი და ასი ლეღვისკვერი და მარი ერთი ღჳნო. 2მიუგო მეფემან სიბას და ჰრქუა: და რა არს ესე კარაულნი აღსაგებელითურთ? მაშინ თქუა სიბა: სამსახურებელად სამეფოდ პური ეგე და ლეღჳსკვერი და სკიჭი საჭმელად და მონათა შენთათჳს, ღჳნო ესე სასმელად მაშურალთა წყურიელთა! 3და ჰრქუა მეფემან: სადა არს ძე იგი უფლისა შენისა? და ჰრქვა სიბამ მეფესა: მუნვე ზის იერუსალჱმსა და თქუა: დღეს, ანუ ხვალე მოაქციოს სახლმან ისრაჱლისამან ჩემდავე მეფობა იგი მამისა ჩემისა! 4და ჰრქუა მეფემან სიბას: გვალე, შენ გეყავნ ყოველი, რაცა არს მემფიბოსთესი. და თაყუანი-სცა სიბამ მეფესა და ჰრქუა: რამეთუ ვპოვე მადლი წინაშე უფლისა ჩემისა მეფისა! 5და მოვიდა დავით მეფე ბავრიმად. და გამოვიდა კაცი ერთი ნათესავისაგან საულისი, და სახელი მისი სემეი, ძე გერასი, მოვიდოდა და ძჳრსა იტყოდა, სწყევდა. 6და ქვითა ესროდა დავითს და ყოველთა მონათა მისთა, და ყოველივე გუნდი მოვიდოდა მარჯუენით და მარცხენით მეფისა. 7სემეი ესრეთ იტყოდა წყევასა მას მისსა: განგვალე, განგვალე, კაცი ეგე მოსისხლე და სავსე უსჯულოებითა! 8და აწ მოაწია უფალმან შენ ზედა სისხლი იგი საულისი, რამეთუ მეფობდ შენ მის წილ და მისცა უფალმან მეფობა შენი აბესალომს, ძესა შენსა, და აღასრულა შენ ზედა უკეთურება შენი, რამეთუ კაცი მოსისხლე ხარ და ურჯულო! 9მაშინ თქუა აბესა, ძემან შარუელისამან, მეფესა: რა ვინა არს ძაღლი ისი შეურაცხი, რომელი აგინებს უფალსა ჩემსა მეფესა? მიბრძანეღა და მივიდე და წარვკუეთო თავი მისი. 10მიუგო მეფემან აბესას: რა ძეს ჩემი და შენი, ძეო შარუელისაო? ნუ აყენებ მაგას, აცადე და მწყევდეს, ვინ უწყის, თუ უფალსა უთქუამს, ვითარმედ ძჳრისა მეტყუელად აღუდგა დავითსაო და ვინა არს, რომელმან ჰრქუას მას, ვითარმედ: რად ეგრე ჰყავ? 11და ჰრქუა დავით აბესას, ერისთავსა მისსა: აჰა, ესერა, ძე ჩემი, რომელი გამოჴდა მუცელსა ჩემსა, ეძიებს სულსა ჩემსა, აწ ძეცა ესე იემენელისა მოსრულ არს და მეკიცხევს. აცადეთ და მწყევდეს მე. ვინ უწყის, თუ უფალმან რქვა მაგას. 12რამეთუ იხილოს უფალმან დამდაბლებაჲ ესე ჩემი და მომაგოს მე კეთილი წყევისა მის წილ ამას დღესა შინა. 13და მივიდოდა დავით ერითურთ მთასა. და კაცი იგი სწყევდა და ქვითა ესროდა და მტუერსა გარდაასხმიდა. 14და მოვიდა მეფე და ყოველი ძალი მისი დამაშურალი კიდედ იორდანისად და განისუენეს მუნ. 15და აბესალომ ერითურთ შევიდა იერუსალემად და აქიტობელცა მათ თანა. 16და ვითარცა მოვიდა ქუში, თანამზრახველი და მეგობარი დავითისი, აბესალომისა თანა, თაყუანი-სცა მას და ჰრქუა: უკუნისამდე ცხონდი, მეფე აბესალომ. 17მიუგო აბესალომ ქუშის და ჰრქუა: ეგრევე სიყუარული იყო მეგობრისა შენისა? რასათჳს არა მიხველ მის თანა? 18მიუგო ქუში აბესალომს: არა ეგრე, არამედ შეუდეგ მას, რომელი უფალმან გამოირჩია და ყოველმან ერმან ისრაჱლისამან, მისივ ვიყო და მის თანაცა დავდგე! 19და მერმე ვისი მონა ვარ? არა ვიცი მე, ვითარ არა თაყუანის-ვსცე ძესა მისსა? ვითარცა ვმსახურე მამასა შენსა, ეგრეცა შენს წინაშე ვიყო. 20მერმე ჰრქუა აბესალომ აქიტობელს: განიზრახეთ, რა ვყო, რათა დავიპყრათ სოფელი ესე. 21და ჰრქუა აქიტობელ აბესალომს: პირველად შევედ შენ ხარჭთა თანა მამისა შენისათა, რომელნი დაუტევებიან მცველად სახლსა მისსა, და სცნას ყოველმან ისრაჱლმან, რამეთუ არცხჳნე მამასა შენსა, რათა ერთგულ იყოს ერი ესე შენდა. 22აღუდგეს კარავი აბესალომს ერდოსა ზედა და შევიდა იგი ხარჭთა თანა მამისა მისისათა განცხადებულად ყოვლისა ერისა ისრაჱლისა. 23და ზრახვა იგი აქიტობელისა მტკიცე იყო პირველთა მათ დღეთა, ვითარცა ღმრთისა მიერ დამტკიცებულ წინაშე დავითისა და აბესალომისა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |