მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე მეფეთა წიგნი |
თავი 18 |
1მას ჟამსა ახილვა-ყო დავით ერისა მის თჳსისა და დაადგინა მათ ზედა ასისთავები და ათასისთავები და ყოველივე იგი სამად გუნდად განყო. 2ერთი იგი გუნდი მისცა იოაბს, მეორე იგი გუნდი მისცა აბესას, ძმასა იოაბისასა, ძესა შარუელისასა, და მესამე იგი გუნდი მისცა ეთის გეთელსა. და ჰრქუა დავით მეფემან ერსა მას: განვიდე მეცა თქუენ თანა! 3მიუგო ერმან მან და ჰრქუა: არა გამოხჳდე ჩუენ თანა! ნუუკუე მეოტ ვიქმნეთ და არა ვინ იყუნეს, რომელმან გული გვაპყრას ჩუენ. და თუ ზოგი ჩუენი მოისრას, არა ვინ იყოს, რომელმან ნუგეშინის-გუცეს ჩუენ და მიგუეღოს ზოგი ქუეყანისა ჩუენისა. ხოლო უმჯობეს არს: შენ აქა დადგე ქალაქსა შინა ძალად ჩუენდა და გვიზახებდე! 4მიუგო მეფემან და ჰრქუა: კეთილ არს, რაჲცა გნებავს, იგიცა ვყო! და დადგა მეფე ერთკერძო ბჭეთა მათ და გამოვიდოდა ერი იგი ასეულობით და ათასეულობით. 5და შეუთულიდა მეფე იოაბს და აბესას და ეთი გესელსა ერისთავთა მათ, და ყოველსა ერსა ესმოდა ბრძანება იგი მეფისა, და ჰრქუა მათ: ეკრძალენით და ერიდენით ყრმასა მას ჩემსა აბესალომს! 6და გამოვიდა ყოველი იგი ერი და განეწყვნეს ველსა წინაშე ერისა მის ისრაჱლისა. იყო ბრძოლა მაღნარსა მის თანა ეფრემისასა. 7ძლევასა მიეცა ისრაჱლი წინაშე დავითისათა და იქმნა მოსრვა დიდი მას დღესა შინა, და მოსწყდეს ერისა მისისაგან ისრაჱლისა ოცი ათასი კაცი. 8განიბნია ერი იგი ისრაჱლისა მაღნარსა მას. იქმნა ერისა მის ისრაჱლისა მოწყვედა მაღნარისა მისგან უფროს, ვიდრეღა პირითა მახჳლისათა. 9და უმაღლეს ჩნდა აბესალომ ერსა მას შორის დავითისა. და ზეჯდა იგი საჴედარსა. და განვიდოდა იგი ხესა ქუეშე სივლტოლასა მისა. და მოეხჳნეს შტონი რკოსანი თმათა მისთა, დამოეკიდა ხესა მას შორის ცისა და ქუეყანისა. და საჴედარი იგი მისი განვიდა ქუეშე წყვილთაგან მისთა. 10და იხილა იგი კაცმან ვინმე ერთმან, მივიდა და უთხრა იოაბს, ვითარმედ: ვიხილე მე აბესალომ მოკიდებული რკოსა ერთსა. 11ჰრქუა იოაბ კაცსა მას: ნანდვილ იხილე იგი? და რად არა მოჰკალ? და მი-მცა-გეც შენ დღისა ვერცხლი ათი სიკილა და ზოსტერი ერთი! 12მიუგო კაცმან მას და ჰრქუა: მო-ღა-თუმცა-მეც ათასი სასწორი ვერცხლი, არავემცა მივყავ ჴელი ჩემი ძესა ზედა მეფისასა, რამეთუ გვესმა ჩუენ, რაჟამს გამცნებდა მეფე შენ და აბესას და ეთთის, ვითარმედ: ეკრძალენით და ერიდენით ყმასა აბესალომსა! 13და ვითარმედ ვქმენ მე საქმე იგი უსჯულოებისა და მოვიკრიბე ბრალი თავსა ჩემსა? და მე ვიცი, თუ არამცა დაიფარა სიტყუაჲ იგი წინაშე მეფისა და ვერცაღა შენ დასტურად წარმომიდგე წინაშე მეფისა. 14და მაშინ ჰრქუა იოაბ: მაგა სიტყჳსათჳს აწვე გიჩუენო თუალთა შენთა! და მოიღო იოაბ სამი ლიბანდაკი ჴელთა მისთა და განწონნა გულსა აბესალომისასა, ვიდრე ცოცხალი ეკიდა ხესა მას რკოსასა. 15და მოადგენ ყრმანი ათნი მესაჭურველები იოაბისანი და მო-ხოლო-კლეს აბესალომ და დამსჭვალეს ქუეყანასა. 16ხოლო დაბერეს ნესტუთა, უკუმოიკრიბეს ერი იგი, რათამცა აღარა სდევდეს ისრაიტელთა მათ, რამეთუ შეეწყალა იოაბს ერი იგი ისრაჱლისა. 17შთაგდებად-სცა აბესალომ ნაპრალსა ქუეყანისასა მაღნარსა მას შინა მთხრებლსა დიდსა და აღაშენა მას ზედა ღვერთი ქვისა. ერი იგი ისრაჱლისა წარვიდა ადგილსა თჳსსა. 18აბესალომ ვიდრეღა ცოცხალღა იყო, აღმართა ძეგლი ერთი საჴსენებელად თავისა თჳსისა უბესა ერთსა სამეუფოსა და თქუა: არა მივის შვილი, რათა მაჴსენებდეს! და ეწოდა ადგილსა მას ჴელ აბესალომისა აქა ჟამამდე. 19ხოლო აქიმას, ძემან სადუკისმან, ჰრქუა იოაბს: ვრბიოდეთ და ვახაროთ მეფესა, რამეთუ ჰყო უფალმან შურის-გება მტერთა მისთა ზედა. 20ჰრქუა მას იოაბ: არა ხარ შენ კაცი მახარობელი, რამეთუ ძე მისი მოკლულ არს, და ახარებდეღა თუ მას, სხუასავე დღესა ახარე. 21და ჰრქუა ქუშის: მივედ და უთხარ მეფესა, რა-ესე იქმნა! და თაყუანი-სცა ქუში იოაბს და წარვიდა. 22მერმე ჰრქუა აქიმას, ძემან სადუკისამან, იოაბს: და რა იყოს მი-თუ-ვრბიოდე შემდგომად ქუშისა? და ჰრქუა იოაბ: რად გიჴმს სრბა, შვილო? არა სიხარულ ყოფად არს შენდა! 23ჰრქუა მას აქიმას: და რა იყოს მი-თუ-ვრბიოდი? მაშინ ჰრქუა მას იოაბ: გვალე, ვიდოდე! და წარვიდა აქიმას შინაგნით გზით კენქარისა და უსწრო ქუშის. 24და დავით ჯდა ბჭეთა ზედა. და აჰჴდა გუშაგი გოდოლსა და იხილა კაცი ერთი მორბიოდა. 25და უთხრა მეფესა, ვითარმედ: კაცი ერთი მორბის ბანაკით კერძო! ჰრქუა მას მეფემან: უკუეთუ მარტო არს მახარებელი, იყოს! და ვითარცა მოეახლა იგი, 26მერმე იხილა გუშაგმან მან და თქუა: ესერა, სხუაღა კაცი მორბის! და თქუა მეფემან: ესეცა მახარობელი იყოს! 27და თქუა გუშაგმან: ვხედავ პირველსა მას, რამეთუ ჰგავს იგი აქიმას, ძესა სადუკისასა! მაშინ თქუა მეფემან: კაცი კეთილი არს იგი და სიტყუაცა კეთილი მოაქუს! 28და მო-ხოლო-ვიდა აქიმას წინაშე მეფისა და თქუა: სიცოცხლე და მშჳდობა! და თაყუანის-სცა მეფესა და ჰრქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი შენი, რომელმან დასხნა კაცნი იგი, რომელთა აეხუნეს თავნი მათნი მტერობით უფლისა ჩემისა მეფისა ზედა! 29და ჰკითხვიდა მეფე აქიმასს და ჰრქუა: ცოცხლებით არსა ძე იგი ჩემი აბესალომ? მიუგო აქიმას და ჰრქუა: მესმა მე ჴმაჲ, რაჟამს წარმომავლინა მე იოაბ, მონამან მეფისამან, და არა ვიცი, რა იქმნა, რამეთუ ღაღადებაჲ დიდი იყო შემდგომად წარმოსლვისა ჩემისა. 30ჰრქუა მას მეფემან: წარმოდეგ ესრე! და დადგა იგი ზურგით მისა. 31და მო-ხოლო-ვიდა ქუში და ჰრქუა მეფესა: გიხაროდენ, უფალო ჩემო მეფე, რამეთუ საჯა უფალმან შურის-გებით სასჯელი მტერთა შენთა! 32და ჰრქუა მეფემან ქუშის: ცოცხლებით არს ყრმა იგი ჩემი აბესალომ? და ჰრქუა ქუშიმ მეფესა: შეიქმნედ ყოველნი მტერნი მეფისანი, ვითარცა ყრმა იგი უფლისა ჩემისა მეფისა და რომელნი აღდგომილ იყუნეს შენ ზედა ბოროტებით! 33და ცრემლოოდა მეფე და აღჴდა ქორსა მას ზედა მის ბჭისასა, და ტიროდა ფრიად და იტყოდა: შვილო ჩემო აბესალომ, აბესალომ, შვილო ჩემო! ვინამცა მომაკუდინა მე სიკუდილისა შენისა წილ, შვილო ჩემო აბესალომ, შვილო ჩემო აბესალომ! |
წინა თავი | შემდეგი თავი |