მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე მეფეთა წიგნი
თავი 2

1და იყო, ამის ყოვლისა შემდგომად იკითხა დავით უფლისა მიერ და თქუა: ჯერმე-არს ჩემდა აღსლვად ერთსა მას ქალაქთაგანსა ჰურიასტანისასა? და ჰრქუა მას უფალმან: აღვედ! და თქუა დავით: ვიდრე მივიდე? და ჰრქუა მას უფალმან: ქებრონად!

2და აღვიდა დავით ქებრონად და ორნივე იგი ცოლნი მისნი: აქინამ იზრაიტელი და აბგეა, ცოლი ნაბალისი, კარმელელისა.

3და კაცნი იგი, რომელ მის თანა იყუნეს, თჳთეულად სახლეულითურთ მოვიდეს და დაემკჳდრნეს ქებრონსა შინა.

4მოვიდეს და მოკრბეს ყოველნი ტომნი დავითისა და სცხეს მას მეფედ იუდასა ზედა. და უთხრეს დავითს, ვითარმედ: მოვიდეს კაცნი იგი იაბის გალადელისანი, და , წარიღეს საულ და დაფლეს იგი.

5და წარავლინნა დავით მოციქულნი მთავართა მიმართ იაბის გალადისთა და ჰრქუა: კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ! რამეთუ ქმენით საქმე კეთილი და მოიჴსენეთ სიყუარული უფლისა თქუენისა საულისი, ცხებულისა ღმრთისა , და წყალობა-ყავთ მისთჳს და დაჰფალით იგი.

6და ყავნ უფალმან წყალობა მისი თქუენ ზედა და ჭეშმარიტებაჲ მისი! და მეცა ვყო კეთილი თქუენდა მიმართ, რამეთუ აღასრულეთ სიტყუაჲ თქმული.

7და აწ განძლიერდენ ჴელნი თქუენნი და იქმნნეთ ნაშობ ძლიერებისა, რამეთუ მო-ღათუ-კუდა საულ, უფალი იგი თქუენი, აწ, ესერა, მცხო მე სახლმან იუდასმან მეფედ მათ ზედა.

8და აბენერ, ძემან ნერისმან, სპასპეტმან საულისამან, მოიყვანა მემფიბოსთე, ძე იგი საულისი, და განიყვანა იგი შორის ბანაკსა მას.

9და დაადგინა იგი მეფედ გალაადსა ზედა თარსისა ზედა და იეზრეილსა ზედა და ეფრემს და ბენიამენს და ყოველსა ზედა ისრაჱლსა.

10და იყო მემფიბოსთე, ძე საულისი, ორმეოც წლისა, რაჟამს დაჯდა მეფედ, და ორ წელ მეფობდა. ხოლო მისგან იუდასნი შეუდგეს დავითს.

11და იყო რიცხჳ დღეთა, რაოდენ მეფობდა დავით ქებრონს სახლსა ზედა იუდასა, შჳდ წელ და ექუს თუე.

12და გამოვიდა აბენერ, ძე ნერისი, და მონანი მემფიბოსთესნი, ძისა საულისანი, მის თანა ბანაკისა მისგან გაბაონადმი.

13და იოაბ, ძე შარუელისა, გამოვიდა ქებრონით და მონანი იგი დავითისნი მის თანა, და შეიმთხჳვნეს იგინი ავაზანთა თანა გაბაონელთასა და დასხდეს ესენი ამიერ, და იგინი მიერ.

14მაშინ ჰრქუა აბინერ იოაბს: აღდგედ ყრმანი სიმღერად ჩუენ შორის! და ჰრქუა იოაბ: აღდგედ.

15და აღდგეს და წარმოდგეს რიცხჳთ ათორმეტნი და ეგრეთვე მონათა ძეთა მათგან ბენიამენისთა, მონანი მემფიბოსთესნი, და ეგრეთვე მონათა მათგან დავითისთა.

16და შებმა-უყოფდეს ურთიერთას მოყუასსა თჳსსა, მარცხენითა ჴელითა შეუპყრობდეს თმათა მათთა და მარჯუენითა ჴელითა შთააგდებდეს მახჳლსა გუერდსა მოყუასისასა და მოსწყდებოდეს. და სახელი დაედვა ადგილსა მას "ნაწილი არდაბაგების", რომელ არს გაბაონს.

17და განძლიერდა ღუაწლი ბრძოლისა სიფიცხით მას დღესა შინა, და ძლევასა მიეცა აბინერ და მეოტ-იქმნა ერი იგი მისი წინაშე მონათა მათ დავითისთა.

18და იყუნეს მუნ სამნი ძენი შარუელისნი: იოაბ და აბესა და ასაელ. ხოლო ასაელ მალე იყო მუჴლითა, ვითარცა ქურციკი ველისა.

19და წარექცია ასაელს აბინერ და სდევდა ერდგულად და არა უტევებდა მას მიქცევად მარჯულ და მარცხლ.

20და ჴმა-უყო უკმომართ აბენერ ასაელს და ჰრქუა მას: შენ ხარ ასაელ? და ჰრქუა მან: მე ვარ!

21და ჰრქუა მას აბენერ: განმეყენე ჩემგან და მიაქციე მარჯულ, ანუ მარცხენით, და მოვალს ერთი მონათა ჩემთაგანი და წარიღე ნაძარცვევი მისი! და არა უკმოიქცა ასაელ მისგან.

22და კუალად ჰრქუა მეორედ აბენერ ასაელს: გარეუკუნიქეც ჩემგან, კაცო, ნუუკუე გცე და მოგკლა შენ! და ვითარმე შევადგნე თუალნი იოაბს, ძმასა მას შენსა?

23და არა უკუნიქცა ასაელ და გარემოიქცა აბენერ და სცა ჰოროლი თჳსი, და განსწონა ზურგსა მისსა, დაეცა და მოკუდა. და რაჟამს მოვიდიან ყოველნი იგი მდევარნი ადგილსა მას, სადა-იგი იდვა ასაელ მომკუდარი, არღარა სდევედ, არამედ ადგილობანსა ფერჴნი დაიპყრიან.

24მაშინ დევნა-უყვეს იოაბ და აბესა აბენერს, და მოვიდეს ბორცუსა მას ამომანისასა, რომელ არს პირისპირ გაისსა, გზასა მას უდაბნოსა გაბაონისასა.

25და შეკრბეს ძენი ბენიამენისნი, და შეუდგეს კვალსა მას აბენერისასა და დადგეს ბორცუსა ზედა ერთსა.

26სიტყვა იწყო აბენერ მიერ ბორცჳთ იოაბისა და ჰრქვა: ჰე, დაუპყრობელად მახჳლისა მაგის განტევებაჲ, ანუ არა უწყი, რამეთუ აღსასრულსა მაგის საქმისასა სიმწარე შეიქმნეს, ვიდრე არა უბრძანებ ერსა მაგას შენსა უკუნქცევად მოსრვისაგან ძმათა თჳსთასა?

27მიუგო იოაბ: ცხოველ არს უფალი! თუმცა არა გეთქვა სიტყუაჲ ეგე, ამას ღამესა გეხილვამცა ამის ყოვლისა ერისა ჩემისა ჴელი თითოეულად ძმასა თჳსსა ზედა.

28აწ უბრძანა იოაბ სწრაფით დაბერვა ნესტჳსა ერსა მას, აღარა სდევდეს ისრაიტელთა მათ, არცა ყვესღა ბრძოლა.

29და აბენერ და ერი იგი მისი წავიდეს ღამე ყოელ დასავალით კერძო ვიდრე კიდედმდე იორდანისა. და წიაღჴდეს მიერ სწრაფით და მოეფინეს მდინარისკიდესა მას ვიდრე მისლვადმდე ბანაკთა მათ.

30და იოაბ მოიქცა აბენერისგან და შეკრიბა ერი იგი დავითისი და აღლუმი ყო ანდერზობით, და იპოვნეს მოკლულნი ერისაგან ვითარ ათცხრამეტი კაცი, და ასაელ მათ თანა.

31ხოლო დავითის ერთა, რომელ მოსწყდეს ძეთაგან ბენიამენისთა და კაცთა ებენერისთა, სამასსამეოცი კაცი.

32და წარიღეს ასაელ და დაფლეს საფლავსა მამისა თჳსისასა ბეთლემს. და წარვიდეს იოაბ და ერი იგი ღამე ყოელ და განუთენა მათ ქებრონს.


წინა თავი შემდეგი თავი