მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე მეფეთა წიგნი |
თავი 20 |
1და მოსრულ იყო მუნ კაცი ერთი ნაშობი უსჯულოებისა, და სახელი მისი საბეე, ძე ბაქორისი, იემინელი. და მან მეყსეულად ნესტუსა დაბერა და თქუა: არა არს ნაწილი ჩუენი დავითის თანა! არცა სამკჳდრებელი ჩუენი ძისა თანა იესესისა! მიმოდაეგენ ყოველი კაცი ისრაჱლისა ადგილად თჳსა! 2და წარვიდა ყოველი კაცი ისრაჱლისა, რომელნი იყუნეს მეფისა თანა, და შეუდგეს საბეესა, ძესა ბაქორისასა, ხოლო კაცნი იგი იუდასნი მოვიდეს მეფისა თანა იორდანით იერუსალჱმად. 3და შევიდა დავით სახიდ თჳსა იერუსალჱმად. და მოიყვანა მეფემან ათნივე იგი ხარჭნი თჳსნი, რომელნი დაეტევნეს მცველად სახლსა მისსა და დასხნა იგინი სახლსა შინა ერთსა და როჭიკსა სცემდა მათ, ხოლო იგი არღარა შევიდის მათ თანა. და იყუნეს იგინი დაცულ და შესჭამდეს როჭიკსა ქურიობისასა ვიდრე სიკუდილადმდე მათა. 4და ჰრქუა მეფემან ამესას: დრო-ეც ერსა მაგას იუდასსა სამ დღე და შენ აქავე დადეგ! 5და წარვიდა ამესა და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას მეფემან. 6მაშინ ჰრქუა დავით ამესას: ბოროტი ნურა გჳყოს ჩუენ საბეე, ძემან ბაქორისამან, უფროს აბესალომისა. აწ შენ წარიყვანე ერი უფლისა შენისა და ეწიე მას, ნუ უკუნშევიდეს იგი ქალაქსა სადამე ერთსა ძნელსა, შეევედროს მათ ჩუენგან. 7და უბრძანა დავით ყოველსა ერსა, რათა წარვიდეს. და დევნა-უყვეს აბესა და კაცთა იოაბისთა და ქერეთუნ ოფელტი და ყოველი იგი ერი წარვიდეს ამესას თანა და სდევდეს საბეეს, ძესა ბაქორისასა. 8და იგი დაბანაკებულ იყო ლოდსა მას თანა დიდსა, რომელი იყო გაბაონს. და ამესა მოვიდა და დადგა პირისპირ მათსა. და იოაბს შთაეცვა ჯაჭვი და ერტყა მას ჴმალი პოლოტიკი ორპირი. და აღმოშორებულ იყო ჴმალი იგი ქარქაშსა მისსა. 9ჰრქუა იოაბ აბესიას: მშჳდობით ხარა, ძმაო? და მოსდვა ჴელი იოაბ ამესას ქედსა, მოზიდა, რეცა თუ ამბორისა-ყოფისა. 10და ამესა არა ეკრძალა, რათამცა დაიცვა თავი თჳსი ჴმლისა მისგან და სცა იოაბ უბესა ამესასა ზეჩამომართ და გარდმოყარნა ნაწლევნი მისნი: და მუნთქუესვე წიაღჴდეს სულნი მისნი. იოაბ და აბესამ დევნა-უყვეს საბიას, ძესა ბოქორისსა. 11და მოვიდა კაცი ერთი და დადგა ამასიას ზედა სპათაგან იოაბისთა და თქვა: რომელსა უყვარან დავით და იოაბ, შეუდგეს იოაბს, და აბესიას! 12რამეთუ ამესა მომკუდარ არს და შესვარულ სისხლითა და ძეს გზასა ზედა. და ყოველი კაცი, რომელი მოვალნ, დაადგრის მას ზედა, და ხედავნ მას! ვითარცა ესმა სიტყვა ესე იოაბს, აღიღეს ამესა და გარდარევდეს გზასა და დაბურეს მას სამოსელი. 13და მიერითგან შეუდგა ერი იგი იოაბს და სდევდეს საბეეს, ძესა ბოქორისსა. 14და მოვიდეს ნათესავთა მათ თანა ისრაჱლისათა საბეე და ბეთბაგოს და ყოველნი მოქალაქენი შეკრბეს ქალაქსა ერთსა. 15და უქმნეს მას ზღუდისზღუდე. და ყოველი იგი ერი იოაბისი გარემოადგა ქალაქსა მას და მიაწიეს იგი გამოსაღებელად. 16და ჴმა-ყო დედაკაცმან ერთმან ბრძენმან ზღუდით გარდამო და თქუა: ისმინეთ, ისმინეთ ჩემი, რომელნი-ეგე გარემოდგომილ ხართ ქალაქსა ამას, და არქუთ იოაბს, რათა მო-რე-დგეს და ვეტყოდი მას! 17ვითარცა მივიდა იოაბ მახლობელად ზღუდესა მას, და ჰრქუა დედაკაცმან მან იოაბს: ისმინენ სიტყუანი მჴევლისა შენისანი! და ჰრქუა: იტყოდე, მესმის! 18და დედაკაცმან ჰრქვა იოაბს: სიტყჳსჯერად უთქვამს პირველთა მათ, ვითარმედ: იკითხონ აბელსა და დანს მოაკლდენ, რომელი სარწმუნოთა ისრაჱლისათა დადვეს და თქუეს, ვითარმედ: იკითხონ იაბელს და ეგრე მოაკლდენ. 19აწ მე ვარ მშჳდობა და სიმტკიცე ისრაჱლისა და აწ შენ მოსრულ ხარ მოოჴრებად ქალაქისა ამის, რომელი დედა არს ყოველთა ქალაქთა ისრაჱლისათა? აწ რასა შთანსთქამ სამკჳდრებელსა უფლისასა? 20მიუგო იოაბ და ჰრქუა: ნუ იყოფინ ეგე ჩემდა, ვითარმცა მოვაოჴრე ეგე! 21არა ეგრე, არამედ კაცი ერთი მანდა შევიდა მთისა ეფრემისი, საბეე, ძე ბოქორისა, რომელი მჴდომად აღუდგა დავითს. იგი ხოლო მარტო გამომეცით და წარვიდე ქალაქისა ამისგან! და ჰრქუა დედაკაცმან: აწვე, ვიდრე მანდაღა სდგა, გარდმოგიგდონ თავი მისი! 22და შევიდა დედაკაცი იგი მუნვე ქალაქად და ეტყოდა მოქალაქეთა სიტყუათა მათ გონიერებისათა. და მოჰკუეთეს თავი საბეეს, ძესა ბოქორისასა, და გარდმოუგდეს იოაბს. და უბრძანა იოაბ დაბერვა ნესტჳსა და დაცადებად ბრძოლა ქალაქსა მას. და განიბნია ერი იგი თჳთეულად ადგილად თჳსსა და იოაბ წარვიდა მეფისა იერუსალჱმდ. 23და იოაბ იყო უხუცესი ყოველსა ზედა ერსა ისრაჱლისასა და ბანია, ძე იოდესი, იყო ჴელმწიფე ჩერეთეოსა და ფილეთეოსა ზედა. 24და ადორამ ხარკისმომჴდელი იყო და საფან, ძე აქითალისი, საჴსენებელთმწიგნობარ. 25და სოსაკ მწიგნობართმოძღუარი იყო, სადუკ და აბითარ მღდელთმოძღუარნი იყუნეს. 26და ირას - ეეთეს მღდელად წინაშე მდგომელ დავითისა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |