მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე მეფეთა წიგნი |
თავი 21 |
1და იყო სიყმილი დიდი დღეთა მათ დავითისთა სამთა წელთა ზედასაზედა. და იკითხა დავით უფლისა მიერ და ჰრქუა უფალმან დავითს: საულისათჳს და სახლისა მისისათჳს არს უსჯულოებაჲ ეგე, რამეთუ მოსწყუედდა იგი გაბაონელთა. 2და მოუწოდა დავით მეფემან გაბაონელთა მათ და ჰრქვა ესე, ხოლო გაბაონელნი არა ძეთაგან ისრაჱლთა იყვნეს, არამედ ნეშტთა მათგან ამორეველთასა და ძენი ისრაჱლისანი ფიცებულ იყუნეს არა მოწყუედად მათდა. ხოლო საულ მოსრვიდა მათ, რამეთუ ეშურებოდა იგი ისრაჱლთასა მას და იუდასასა მათ ფიცსა. 3და ჰრქუა დავით გაბაონელთა: რა გიყო თქუენ, რათა ლხინება-ვყო წყევისა ამისთჳს და თქუენ მაკურთხეთ მე და სამკჳდრებელი ღმრთისა? 4და ჰრქუეს დავითს გაბაონელთა: არა გჳჴმს ჩუენ ოქრო და ვერცხლი, არცარა ძჳრი სახლისა ისრაჱლისა, არამედ საქმე ჩუენი სახლისა მიმართ საულისა არს! და ჰრქუა მათ დავით: რა გინებსთ, რათა გიყონ თქუენ? 5და მათ ჰრქუეს: არამედ კაცმან, რომელმან მოგუსრნა ჩუენ და შეურაცხ-გუყვნა, მოვსრათ იგიცა, რათა არა ვხედვიდეთ საზღუართა შინა ისრაჱლისათა! 6აწ მოგუცენ ჩუენ შჳდნი კაცნი ძეთა მისთანი და ლხინება იყოს ჩვენდა მათ მიერ უფლისა მიმართ ბორცუსა მას ზედა საულისასა შესაწირავად უფლისა! და ჰრქუა მათ დავით მეფემან: მე მოგცნე იგინი. 7და იჭირვოდა მეუფე მემფიბოსთესთჳს, ძისა იონათანისა, ძისა საულისა, რათამცა არა მოსცა მათ სიკუდილად ფიცისა მისთჳს; რომელ-იგი ფიცება იყო შორის დავითისა და შორის იონათანისა, ძისა საულისა. 8და მოუხუნა მეფემან ორნი ძენი რეფას, ასულსა აიასსა, რომელნი უშუნა საულს: ერმონი და მემფიბოსთე და ხუთნი ძენი მელქოლისნი, ასულსა საულისსა, რომელნი უშუნა იეზრიელ, ძისა იერზელისა, მოვლათელისა. 9და მისცნა იგინი გაბაონელთა მათ და დაზორნეს იგინი წინაშე უფლისა და მოსწყჳდნეს შჳდნივე იგი ძენი მათნი ასლობისა და ქრთილისა მკის დღეთა. 10და რეფა, ასულმან აიასმან, ხარჭმან საულისამან, მოიღო ძაძა და ნაცარი დაიფინა კლდესა მას ზედა, ვიდრე არა ეწვიმა ღმრთისა მიერ და სცვიდა ძვალთა მათ დაზორვილთა, ვიდრე არა დაირღუეს იგინი მუნვე. და არა შეეხო მათ მფრინველი, არცა მჴეცი. 11და უთხრეს დავითსა საქმე ესე, რა-იგი ყო რესფა, ასულმან აიასმან, ხარჭმან საულისმან. 12და წარვიდა დავით და წარმოიხუნა ძვალნი იგი საულისნი და იონათანისნი, ძისა მისისანი, კაცთა მათგან იაბის გალადისთა, რომელ წარიპარნეს ურაკპარაკთაგან ბეთსამისა და ძეგლად ქმნეს უცხოთესლთა მათ დღესა მას, ოდეს დასცნეს უცხოთესლნი გელბეთს. 13მოიღო მუნით ძვალნი საულისნი და ძვალნი იონათანისნი, ძისა მისისა, და შეკრიბნა დაზორვილნიცა იგიცა. 14და დაფლნა ქუეყანასა ბენიამენისასა მახლობელად საფლავსა მას კისისასა, მამისა მისისასა. და ყოველივე ყვეს, რომელიცა უბრძანა მათ მეფემან. მაშინღა ულხინა უფალმან ქუეყანასა მას წყევისა მისგან მათისა. 15ამისა შემდგომად იწყო წყობა უცხოთესლთა მათ ისრაიტელთა მიმართ. და მოვიდა დავით ერითურთ უცხოთესლთა მათ და დაჴსნდა დავით ღუაწლსა მას ბრძოლისასა. 16და აბესა იესბესი იყო ნათესავი გმირთა და სასწორი ჰოროლისპირისა მისისა იყო სამასი სიკილა სპილენძი და ჴმალი ერტყა წელთა მისთა და ეგულებოდა განგურემა დავითისი. 17და მუნთქუეს შემოვარდა შუა აბესა, ძე შარუელისი, სცა და მოკლა უცხოთესლი იგი და იჴსნა დავით მისგან და აღთქმა-ყვეს ერმან მან და დაწყევეს, რათამცა არღარა განვიდა დავით ბრძოლად მათ თანა, რამეთუ არა დაშრტეს სანთელი იგი ისრაჱლისა. 18და იყო, ამისა შემდგომად წყობა იყო უცხოთესლთა მიმართ გეთს, მაშინ მოსწყჳდნა სობოქა ოსათისა საფ არაფისა, ნათესავმან გმირთამან უცხოთესლნი იგი. 19მერმე კუალად წყობა იყო უცხოთესლთა მათ როთს და მოკლა ადეოდად სალთის ძემან, პოლიმარის ბეთლემელმან, გოლიათ გეთელი. და ბუნი ჰოროლისა მისისა იყო, ვითარცა ლვილი ქსელთა. 20და კუალად იყოღავე ღუაწლი ბრძოლისა უცხოთესლთა მიმართ გეთს. და იყო მუნ კაცი ერთი რაზეთ და თითნი ჴელთა და ფერჴთა მისთანი ესხნეს ექუს-ექუს, რიცხჳთ ოცდაოთხ და ნათესავი იყო გმირთა. 21დადგა იგი შორის განწყობილთა მათ და ჰყუედრებდა ერსა მას ისრაჱლისასა, და განუჴდა მას იონადაბ, ძე სამაჲსი, და მოკლა იგი ძმისწულმან დავითისმან. 22ესე ოთხნივე იყვნენ ნათესავნი გმირთანი, რომელნი იყუნეს გეთს სახლისაგან რაფასისა. და მოსწყჳდნა იგინი დავით ერითა თჳსითა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |