მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე მეფეთა წიგნი
თავი 7

1და იყო, ვითარცა დაემკჳდრა დავით სახლსა შინა თჳსსა. და დააცხრვნა უფალმან გარემოს მისსა ყოველნი მტერნი მისნი.

2მიუგო მეფემან ნათანს წინაწარმეტყუელსა: მე, ესერა, დამკჳდრებულ ვარ ტაზართა შინა ჩემთა და კიდობანი იგი სჯულისა სდგას კარავსა შინა უფლისსა!

3მიჰუგო ნათან წინაწარმეტყუელმან მეფესა და ჰრქუა: სად ღმერთმან განგიმარჯვა! მივედ შენ და ყავ, რაცა გნებავს, რამეთუ უფალი ღმერთი შენ თანა არს.

4და იყო მას ღამესა ბრძანებაჲ უფლისა ნათან წინაწარმეტყუელისა მიმართ და ჰრქუა:

5მივედ და არქუ მონასა ჩემსა დავითსა, ვითარმედ: ესრე იტყჳს უფალი: არა შენ მიშენო სახლი, რათა დავიმკჳდრო მას შინა?

6რამეთუ არა დამკჳდრებულ ვარ მე საყოფელთა შინა მიერ დღითგან, ოდეს გამოვიყვანნე ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით ვიდრე აქა ჟამამდე, არამედ ვიდოდე მათ თანა საბანაკესა მათსა კარვითა ყოველსა ადგილსა.

7რომელსაცა მივიდოდე ძეთა მათ თანა ისრაჱლისათა და არა თუ სიტყჳთ სადა ვის ვეტყოდე ერთსა ნათესავთაგანსა ძეთა ისრაჱლისათა, რომელთა-იგი ვამცენ მწყსა ერისა ჩემისა ისრაჱლისა, ვითარმედ: რად არა მიშენეთ მე სახლი ძელთაგან ნაძუთასა?

8და აწ შენ ესრე ჰრქვა მონასა ჩემსა დავითს: ესრე იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი: გამოგიყვანე შენ ფარეხთაგან სამწყსოთასა და გყავ შენ წინამძღუარ ერისა ჩემისა ისრაჱლისა.

9და ვიყავ შენ თანა ყოველთა გზათა შენთა, ვიდრეცა ხჳდოდე და მოვსრენ ყოველნი მტერნი შენნი წინაშე შენსა და მიგეც შენ სახელი დიდი მგზავსად სახელთა მათ დიდთა, რომელნი უწინარეს შენსა იყუნეს ქუეყანასა ზედა.

10და აწ მივსცე ადგილი ერსა ჩემსა ისრაჱლსა, დავნერგნე იგინი და დავამკჳდრნე იგინი თავისთავ და არღარა ზრუნვიდენ, არცა შესძინოს ძემან უსჯულოებისამან ვნებად მათა, ვითარცა-იგი წინათვე,

11და დღეთა, რომელთა დავამტკიცენ მსაჯულნი ერსა ჩემსა ზედა ისრაჱლსა. აწ მე განგისუენო შენ ყოველთაგან მტერთა შენთა და გაუწყოს შენ უფალმან, ვითარ-იგი ჯერ-იყოს მისა შენებად ტაზარი.

12და იყო, რაჟამს აღგესრულნენ დღენი შენნი, დაიძინო მამათა შენთა თანა, და აღვადგინო ნათესავისა შენისაგან, რომელი იყოს მუცლისაგან შენისა და განუმზადო მას დამტკიცებად მეფობა შენი.

13და მან აღაშენოს ტაზარი სახელისა ჩემისათჳს და აღვმართო საყდარი მისი მიუკუნისამდე.

14და ვიყო მე მისა მამა და იგი იყოს ჩემდა ძე. უკუეთუ შემცოდოს მე, ვგუემო იგი კუერთხითა კაცთათა და განვსწავლო იგი ძეთა მიერ კაცთასა;

15ხოლო წყალობაჲ ჩემი არავე დავაყენო მისგან, ვითარცა დავაყენე მათგან, რომელნი მიდრკეს პირისაგან ჩემისა.

16და დავამტკიცო მეფობაჲ იგი მისი და სახელი მისი უკუნისამდე წინაშე ჩემსა და საყდარი მისი აღმართებულ იყოს წინაშე ჩემსა უკუნისამდე.

17და მგზავსად სიტყუათა ამათ და ჩუენებათა მათ ეტყოდა ნათან დავითს.

18და შევიდა დავით მეფე და დაჯდა წინაშე უფლისა და თქუა: ვინ ვარი მე, უფალო ჩემო, უფალო? ანუ რა არს სახლი ჩემი, რამეთუ ესეოდენ შემიყუარე მე?

19რამეთუ უნდო და არარა ვარ მე შენს წინაშე, უფალო, უფალო ჩემო! და ვითარ იტყოდე ოდენ მყოვარ სახლისათჳს მონისა შენისა და ესე რჯულ არს მონისა შენისა შენდა მიმართ, უფალო, უფალო ჩემო!

20რაღამე შევსძინო, დავით, სიტყუად შენს წინაშე? და აწ შენ იცი მონისა შენისა, უფალო, უფალო ჩემო!

21მონისა შენისათჳს ყავ ნიჭისაებრ შენისა ყოველი დიდება, რათა გულისხმა-უყო მონასა შენსა.

22სიმდიდრისათჳს ჩემისა, უფალო ჩემო, უფალო, რამეთუ არა ვინ არს მგზავსი შენდა ღმერთად შენსა გარეშე, ყოველი, რაოდენი გუესმა ყურთა ჩუენთა!

23არავინ არს ნათესავი, ვითარ ერი შენი ისრაჱლი; რომელსა-იგი უძღოდე ქუეყანასა ზედან, ღმერთო, მაცხოვრად მათდა, რათამცა მოიპოვე იგი ერად შენდა და ადიდე სახელი დიდებითა დიდითა, რაჟამს გამოგყვანდა ერი შენი, რომელი იჴსენ ქუეყანისაგან ეგჳპტელთაგან, ერი იგი და სამკჳდრებელი.

24და განამზადე თავისა შენისა ერი შენი ისრაჱლი ერად საუკუნოდ და შენ, უფალო, იყავ მათა ღმერთად.

25და აწცა, უფალო, უფალო ჩემო, სიტყუასა მას, რომელსა იტყოდე მონისა შენისათჳს და სახლისა მისისათჳს, დაემტკიცენ უკუნისამდე! და ვითარცა ეტყოდე, ეგრეცა ყავ.

26და აწ ამაღლდინ სახელი შენი უკუნითი უკუნისამდე, უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო ყოვლისა ისრაჱლისაო, და სახლი მონისა შენისა დავითისი აღმართებულ იყავნ წინაშე შენსა!

27რამეთუ შენ, უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო ისრაჱლისაო, განაღე ყური მონისა შენისა და სთქუ, ვითარმედ: აღგაშენო შენ! სთქუ, ვითარმედ: აღგიშენო შენ სახლი! ამისთჳს პოვა მონამან შენმან გულჴსნილობაჲ ღმრთისა მიერ ლოცვად შენდა თხოვა ესე.

28და აწ, უფალო, უფალო ჩემო, შენ ხარ ღმერთი და სიტყუანი შენნი ეგნედ ჭეშმარიტებითა, ვითარცა იტყოდე მონისა შენისათჳს კეთილთა ამათ!

29და აწ აკურთხე სახლი მონისა შენისა, რათა ეგოს უკუნისამდე წინაშე შენსა, რამეთუ შენ, უფალი, იტყოდე, და კურთხევითა შენითა იკურთხენ სახლი მონისა შენისა უკუნისამდე!


წინა თავი შემდეგი თავი