მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე ნეშტთა
თავი 1

1და განძლიერდა სოლომონ, ძე დავითისი, მეფობასა მისსა ზედა, და უფალი ღმერთი მისი იყო მის თანა და განადიდა იგი სიმაღლედ.

2და ჰრქუა სოლომონ ყოველსა ისრაჱლსა, ათასისთავთა, და ასისთავთა, და მსაჯულთა და ყოველთა მთავართა წინაშე ისრაჱლისათა, და ყოველთა მთავართა ტომთასა.

3და წარვიდა სოლომონ და ყოველი იგი კრებული ისრაჱლისა მაღალსა მას მთასა, რომელი არს გაბაონს, სადა-იგი იყო კარავი საწამებელი ღმრთისაჲ, რომელი ქმნა მოსემ, მონამან უფლისამან, უდაბნოსა ზედა.

4არამედ კიდობანი იგი ღმრთისაჲ აღმოიღო დავით ქალაქით კარიათიარიმით, რამეთუ განუმზადა მას საყოფელი დავით იერუსალჱმს.

5და საკურთხეველი იგი რვალისა, რომელი ქმნა ბესელიელ, ძემან ურიასმან, ძისა ორისმან, მუნ იყო წინაშე კარავისა მის უფლისა, და გამოიძია იგი სოლომონ და კრებულმან მან.

6და შეწირა მუნ სოლომონ საკურთხეველსა მას ზედა რვალისასა წინაშე უფლისა, რომელი იყო კარავსა შინა საწამებელისასა და მოიღო და შეწირა მას ზედა ყოვლად დასაწველები ათასი.

7მას ღამესა ეჩუენა ღმერთი სოლომონს და ჰრქუა მას: ითხოე, რაჲცა გნებავს და მე მიგცე შენ.

8და ჰრქუა სოლომონ ღმერთსა: შენ ჰყავ დავითის თანა, მამისა ჩემისა, წყალობაჲ დიდი და მეფე-მყავ მე მის წილ.

9და აწ, უფალო ღმერთო, სარწმუნო იყავნ სახელი შენი დავითის თანა, მამისა ჩემისა! და შენ მყავ მე მეფე ერსა ამას ზედა მრავალსა, ვითარცა მიწასა ქუეყანისასა.

10და აწ სიბრძნე და გულისხმის-ყოფა მომეც მე, რათა განვიდოდი წინაშე ამის ერისა და შევიდოდი, რამეთუ ვინ შჯიდეს ერსა ამას შენსა დიდსა.

11და ჰრქუა უფალმან სოლომონს: ამისთჳს, რამეთუ იყო ესე გულსა შენსა და არა ითხოე სიმდიდრე საფასეთა, არცა დიდებაჲ, და არცა თავნი მტერთანი, არცა ითხოენ დღენი მრავალნი, და ითხოე თავის შენისა სიბრძნე და გულისხმის-ყოფა, რათა განიკითხვიდე ერსა ჩემსა, რომელსა ზედა ჰმეფობ შენ

12სიბრძნე და გულისხმის-ყოფა მიგცე შენ და სიმდიდრე, ფასი და დიდებაჲ ყოველივე მიგცე შენ, ვითარმედ არა ვინ იყოს მსგავს შენდა მეფეთა შორის უწინარესთა შენთა და შემდგომად შენსა არა ვინ იყოს ეგრეთ.

13და მოვიდა სოლომონ ბამათ, რომელ არს გაბაონისა, იერუსალიმდ პირისაგან კარვისა საწამებელისა და მეფობდა ისრაჱლსა ზედა.

14და შეკრიბა სოლომონ ეტლები და მჴედრები, და იყო მისი ათას და ოთხას ეტლი და ათორმეტი ათასი მჴედართა; და დაადგინნა იგინი ქალაქებსა მას ეტლებისასა და ერი იგი იყო მეფისა თანა იერუსალჱმს.

15და დადვა მეფემან ვეცხლი და ოქრო იერუსალჱმს, ვითარცა ქჳშა და ნაძჳ ლიბანისა. და ჰურიასტანს, ვითარცა ლეღუსულელი ველისა სიმრავლედ,

16და გამოსლვა ცხენებისა სოლომონისათა ეგჳპტით და სასყიდელი ვაჭართა მეფისათა,

17მისულად და სყიდად. და აღმოვიდიან და მოიღიან ეგჳპტით ეტლი ერთი ექუსასი ვერცხლისა და ცხენი ასერგასის. და ეგრეთცა ყოველთა მეფეთა ქეტელთა და მეფეთა ასურეთისათა მოაქუნდა ჴელითა მათითა.


შემდეგი თავი