მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე ნეშტთა
თავი 11

1და შევიდა რობოამ იერუსალჱმდ და შეკრიბა ყოველი იუდა და ბენიამენი ასდაოთხმოცი ათასი ჭაბუკი, რომელი ჰყოფდა ბრძოლასა და ჰბრძოდა ისრაჱლსა მოქცევად მეფობისა თჳსისა.

2და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ სამეას მიმართ, კაცისა ღმრთისა, ჰრქუა:

3არქუ რობოამს, ძესა სოლომონისასა, ყოველსა იუდასა და ბენიამენს.

4ამას იტყჳს უფალი: არა აღხჳდეთ და არცა ბრძოდეთ, და არცა ძმათა თქუენთა თანამიიქეცინ კაცად-კაცადი საყოფლად თჳსა, რამეთუ ჩემ მიერ იყო სიტყუაჲ ესე. და ისმინეს სიტყუაჲ უფლისაჲ და მოიქცეს და არღარა აღვიდეს ბრძოლად იერობოამისა.

5და დაემკჳდრა რობოამ იერუსალჱმს და აღაშენა ქალაქები ზღუდოანი ჰურიასტანს.

6და აღაშენა ბეთლემი, და ეტანი, და თეკუა,

7და ბეთსური, და სოქოთი, და ოდოლამი, და გეთი, და მარისანი, და ზიბი,

8

9და ადორაიმი, და ლაქისი, და აზეკა,

10და ასარა, და იოლონი, და ქებრონი, რომელი არს იუდასი და ბენიამინისი, ქალაქნი ზღუდოვანნი.

11და განაძლიერნა იგინი ზღუდებითა, და დაადგინნა მუნ მთავარნი, და დადვა უნჯი საზრდელთა, ზეთი, და ღჳნოჲ

12ქალაქად-ქალაქად, და ფარი და ლახვარი, და განაძლიერნა იგინი მრავლად და ფრიად. და იყუნეს იგინი იუდასა და ბენიამენისა,

13და ლევიტელნი და მღდელნი, რომელნი იყუნეს ყოველსა შორის ისრაჱლსა, შეკრბეს რობოამისა ყოველთაგან საზღვართა, რამეთუ დაუტევეს ლევიტელთა საყოფლები სამკჳდრებელისა თჳსისა და მოუჴდეს იგინი იუდასა იერუსალჱმდ,

14რამეთუ გამოასხნა იგინი იორობოამ და ძეთა მისთა, რათა არა ჰმსახურებდენ უფალსა.

15და დაადგინნა თავისა თჳსისა ქურუმნი მაღალთანი და კერპთანი და ამაოთანი და ჴბოთანი, რომელ ქმნნა იორობუამ.

16და გამოასხნა იგინი ტომთაგან ისრაჱლისათა, რომელთა მოსცნეს გულნი მათნი გამოძიებად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, და მოვიდეს იერუსალჱმდ შეწირვად მსხუერპლისა უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა.

17და განაძლიერეს მეფობაჲ იუდასი და განძლიერდა რობოამ, ძე სოლომონისა, სამ წელ, რამეთუ ვიდოდა იგი გზათა დავითისათა და სოლომონისათა სამ წელ.

18და მოიყვანნა რობოამ თავისა თჳსისა ცოლად მოლათ, ასული იერიამუთისი, ძისა დავითისი და აბიათა, ასული ელიაბისი, იესესისა.

19და უშვნა მას ძენი: იაუთ და სამარია და ზოლამ.

20და ამისა შემდგომად შეირთო მან მააქა, ასული აბესალომისი, და უშვა მას: აბია, და იეთი, და ზიზა, და სალემოთ.

21და შეიყუარა რობოამ მაქა, ასული აბესალომისი, უფროს ყოველთა ცოლთა მისთა და ხარჭთა მისთა, რამეთუ ცოლნი ესხნეს ათურამეტ და ხარჭნი სამეოც. და ესხნეს ძენი ოცდარვა და ასულები სამეოც.

22და დაადგინნა რობოამ მთავრად აბია, ძე მააქაისი, წინამძღურად ძმათა მისთა, რამეთუ მეფობა გულსა ედვა მისი.

23და აღორძინდა უმეტეს ყოველთა ძეთა მისთა ყოველთა შორის საზღვართა იუდასთა, ბენიამენისათა და ქალაქთა ძლიერთა და დადვა მათ შინა უნჯნი მრავალი ფრიად და ითხოვა მრავალი ცოლები.


წინა თავი შემდეგი თავი