მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე ნეშტთა
თავი 12

1და იყო, ვითარცა განემზადა მეფობა რობოამისი და განმტკიცნა მაშინ. და დაუტევნა მცნებანი უფლისა ღმრთისანი და ყოველმან ისრაჱლმან მის თანა.

2და იყო მეხუთესა წელსა მეფობასა რობოამისა, აღმოვიდა სუსაკიმ, მეფე ეგჳპტისა, იერუსალჱმდ, რამეთუ შესცოდეს წინაშე უფლისა,

3ათას ორასითა ეტლითა და სამეოც ათასითა მჴედრითა. და არა იყო რიცხჳ სიმრავლისა მკჳრცხლისა, რომელი აღმოვიდოდა მის თანა ეგჳპტით და ლივიბიათ ტროგლოდჳტელნი და ეთიოპელნი.

4და დაიპყრეს ქალაქები ძლიერი, რომელნი იყუნეს იუდასნი და მოვიდეს იერუსალჱმდ.

5და სამეა წინაწარმეტყუელი მოვიდა რობოამისა და მთავართა იუდასთა, რომელნი შეკრებილ იყუნეს იერუსალიმს პირისაგან სუსაკისა და ჰრქუა მათ: ესრე იტყჳს უფალი: თქუენ მიტევეთ მე და მე დაგიტევენ თქუენ ჴელთა შინა სუსაკიმისთა.

6და არცხჳნა მთავართა მათ ისრაჱლისათა და მეფისა, და თქუეს: მართალ არს ღმერთი.

7და იხილა უფალმან, რამეთუ შეიკდიმეს. მაშინ იყო სიტყუაჲ უფლისაჲ სამეასა მიმართ და თქუა: ამისთჳს, რამეთუ შეიკდიმეს, არა განვრყუნე იგინი და მივსცე მათ, ვითარცა მცირედ რაოდენმე საცხორებელად და არა წთოდის გულისწყრომა ჩემი იერუსალიმსა ზედა,

8რამეთუ იყუნეს იგინი მონა და ცნან მონებაჲ ჩემი და მონებაჲ მეფეთა ქუეყანისათა.

9და აღმოვიდა სოსაკიმ, მეფე ეგჳპტისა, და წარიღო სუსაკიმ ფარებიცა იგი ოქროსა და ლახურები, რომელ ქმნნა სოლომონ.

10და ქმნა რობოამ ფარები და ლახურები რვალისა მათ წილ, და დაადგინნა მათ ზედა სუსაკიმ და მთავარნი იგი თანამცორვალთანი, რომელნი სცვიდეს ბჭეთა მეფისათა.

11და იქმნებოდიან შესლვასა მას მეფისასა სახლსა უფლისასა, შევიდიან მცველნი იგი მის თანა და თანამცორველნი და მოიქციან შემთხუევად და მიგებებად თანამცორველთა მათ სხუათა.

12და ვითარცა-იგი შეიკდიმეს მათ, გარემიიქცა მათგან რისხვა უფლისაჲ, რათა არა განირყუნენ იგინი სრულიად, რამეთუ იუდასცა შორის იყუნეს სიტყუანი კეთილნი.

13და განძლიერდა რობოამ, მეუფებდა იერუსალჱმს. ორმეოცდაერთისა წლისა იყო რობოამ მეფობასა მისსა და ათჩჳდმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს, ქალაქსა, რომელი გამოირჩია უფალმან სახელის-დებად სახელი მისი მუნ ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა, და იყო სახელი დედისა რობოამისი ნოომა ამანიტელი

14და ქმნა ბოროტი, რამეთუ არა წარემართა გული მისი გამოძიებად უფლისა.

15და სიტყუანი რობოამისნი პირველნი და უკუანაისკნელნი ანუ არა, აჰა ესერა, წერილ არიან სიტყუათა შინა სამეას წინაწარმეტყუელისათა და ადდოს მხილველისათა და საქმენი მისნი, ვითარ-იგი ჰბრძოდა რობოამ იორობოამს ყოველთა დღეთა მეფობდა.

16და მოკუდა რობოამ და დაეფლა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა. და მეფობდა აბია, ძე მისი, მის წილ.


წინა თავი შემდეგი თავი