მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე ნეშტთა |
თავი 15 |
1და აზარიას ზედა, ძისა ადიდისა, იყო სული უფლისაჲ. 2და განვიდა შემთხუევად მეფისა ასასა და ყოვლისა იუდისასა და ბენიამენისა და თქუა: ისმინეთ ჩემი ასა და ყოველმან იუდამან და ბენიამინ, უფალი თქუენთანა ამისთჳს, რამეთუ იყვენით თქუენ მის თანა. და უკუეთუ ეძიებდეთ მას, გეპოოს იგი თქუენ და, უკუეთუ დაუტეოთ იგი, დაგიტევნეს მანცა თქუენ 3და იყუნენ დღენი ისრაჱლისანი მრავალ ღმრთისა მიერ ჭეშმარიტისა და არა მღდელისა ჩუენებითა და არცა შჯულითა. 4მოიქცენ იგინი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ეპოვოს მათ. 5და მას ჟამსა შინა არა იყოს მშჳდობა შემავალისა და გამომავალისა, რამეთუ განკჳრვება იყოს ყოველსა ზედა სოფლებსა. 6და ჰბრძოდის თესლები თესლებსა და ქალაქი ქალაქსა, რამეთუ ღმერთმან განაკრთნეს იგინი ყოვლითა ჭირითა. 7და თქუენ განძლიერდით. და-ნუ ეხსნებიედ ჴელნი თქუენნი, რამეთუ არს სასყიდელი საქმისა თქუენისა. 8და ვიდრეცა ესმნეს სიტყუანი ესე და წინაწარმეტყუელებაჲ აზარიას წინაწარმეტყუელებისა მეფესა და ყოველსა მას ერსა, განძლიერდა ასა და განაბნია საძაგელები იგი ყოვლისაგან ქვეყანისა იუდასა და ქალაქთაგან, რომელნი დაიპყრნა მთასა მათ ეფრემისასა და განაახლა საკურთხეველი უფლისაჲ, რომელ იყო წინაშე ტაძარსა უფლისასა 9და შეკრიბა მეფემან იუდა და ბენიამენი და მწირნი იგი, რომელნი მწირობდეს მათ შორის ეფრემითგან და მანასეთ და სჳმეონით, რამეთუ შემოერთნეს მას და მოადგეს მრავალნი ისრაჱლისაგანნი, რაჟამს იხილეს მათ, რამეთუ უფალი ღმერთი მისი მის თანა არს. 10და შეკრბეს იერუსალჱმად თუესა მესამესა მეთხუთმეტესა წელსა მეფობისა ასასასა. 11შეწირა უფლისა მას დღესა შინა ნატყუენავისა მისგან, რომელი მოიღო, ზუარაკი შჳდასი და ცხოვარი შჳდი ათასი. 12და განვიდა აღთქმით გამოძიებად უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა. 13რამეთუ ყოველი, რომელი არა ეძიებდეს უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა, მოკუდეს ჭაბუკთაგან მოხუცებულადმდე მამაკაცთაგან დედაკაცადმდე. 14და ფუცეს უფალსა ჴმითა დიდითა და საყჳრებითა და ნესტჳთა რქისათა. 15და განიხარა ყოველმან იუდამან ფიცისა მისთჳს, რამეთუ ყოვლითა გულითა მათითა ფუცეს და ყოვლითა ნებითა მათითა ეძიებდეს უფალსა და ეპოვა მათ და დაუმშჳდა მათ უფალმან ყოველი გარემო. 16მააქა, დედა მისი, გარდაადგინა, რათა არა იყოს იგი ასტრატესა და აფროდიტესა მსახურ, და მოსრა კერპები იგი და დაწვა ჴევსა მის ნაძუთასა. 17ხოლო მღდელნი იგი არა განაშორნა, მერმე იყუნეს ვეღარა იუდასა შორის და ისრაჱლსა, არამედ გული ასასი არა იყო სავსე ყოველთა დღეთა მისთა. 18შეიღო სიწმიდე დავითის, მამისა თჳსისა, და სიწმიდე უფლისა ღმრთისა ვეცხლი, ოქრო და ჭურჭელი. 19და ბრძოლა არავინ იყო მისა, ვიდრე ოცდამეათხუთმეტედ წლამდე მეფობისა მისისა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |