მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე ნეშტთა |
თავი 16 |
1და ოცდაათხუთმეტსა წელსა მეფობისა ასასისასა აღმოვიდა ბაასა, მეფჱ ისრაჱლისა, იუდასა ზედა და აშენა რამა, რათა არა სცეს განსავალი ასას, მეფესა იუდასასა. 2და მოიღო ასა ოქრო და ვეცხლი საუნჯეთაგან სახლისა უფლისათა და სახლისა სამეფოსა და მიუძღუანა ძესა ადერისასა, მეფესა ასურეთისასა, რომელი იყო დამასკესა, და ჰრქუა: 3აღვთქუ აღთქმა შორის შენსა და ჩემსა და შორის მამისა ჩემისა და შორის მამისა შენისა; და აჰა, ეგერა, მიგიძღუანე შენ ოქრო და ვეცხლი, მოვედ და განმაყენე მე ბაასა, მეფე ისრაჱლისა, რათა წარვიდეს იგი ჩემგან. 4და ისმინა ძემან ადერისამან მეფისა ასასი და მიავლინნა მთავარნი ძლიერებისა მისისანი ქალაქებსა ისრაჱლისასა, და მოსრა აიონი და აბელმაონი და ყოველი გარემო სოფლები ნეფთალიმისი. 5და იყო, ვითარცა ესმა ბაასას, მეფესა ისრაჱლისასა, დაუტევა შენება რამასა და დააცადა საქმე იგი და წარვიდა. 6და ასა მეფემან მოავლინა ყოველი იუდა და წარიღეს ქვები იგი რამასა და ძელი იგი, რომელი აშენა ბაასა და აღაშენა მით გაბაას და მასფა. 7მას ჟამსა ოდენ მოვიდა ანანია წინაწარმეტყუელი ასას მეფისა იუდასასა და ჰრქუა მათ: ამისთჳს, რამეთუ მოსავ ხარ შენ მეფისა ასურეთისასა და არა ესავ შენ მეუფესა, ღმერთსა შენსა, ამისთჳს 8ანუ არა ეთიოპელნი და ლჳბელნი იყუნეს ერითა მრავალ და მოსავ მჴედრობასა დიდძალსა ფრიად? და რამეთუ ესევდ შენ უფალსა ღმერთსა შენსა, და მოგცნა იგინი ჴელთა შენთა. 9რამეთუ თუალნი უფლისანი ხედვენ ყოველსა ქუეყანასა განძლიერებად ყოვლითა გულითა სავსითა მისა მიმართ, და აწ უმეცარ იქმენ ფრიად ამას ზედა, ამიერითგან იყოს ბრძოლა შენ ზედა. 10და განურისხნა ასა წინაწარმეტყუელსა მას და მისცა იგი საპყრობილედ, რამეთუ გული განუწყრა ამის სიტყჳსათჳს და განაქარვა ასა სიტყუაჲ იგი ერსა შორის მას ჟამსა შინა. 11და, აჰა, ესერა, სიტყუანი ასასნი, პირველნი და უკუანაისკნელნი, წერილ არიან წიგნთა მეფეთა იუდასთა და ისრაჱლისათა. 12დასნეულდა ასა ოცდამეცხრამეტესა წელსა მეფობისა მისისასა ფერჴნი ელმოდეს, და დასნეულდა ფრიად, და სნეულებასა მისსა არა ეძიებდა უფალსა, არამედ მკურნალთა. 13და დაიძინა ასა მამათა თჳსთა თანა და აღესრულა ოცდამეათცხრამეტესა წელსა მეფობისა მისისასა. 14და დაფლეს იგი საფლავსა მას, რომელი ქმნა თავისა თჳსისა ქალაქსა დავითისსა. და მოიღეს იგი ცხედრითა და აღავსეს სულნელითა თჳთოსახითა ნელსაცხებელითა მენელსაცხებლეთმგბოლველთასა და ყვეს განღება დაფლვასა მისსა დიდ ფრიად. |
წინა თავი | შემდეგი თავი |