მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე ნეშტთა |
თავი 18 |
1და იყო იოსაფატისა მერმეცა სიმდიდრე და დიდებაჲ ფრიად. და ემზახა სახლსა აქაბისასა. 2და შემდგომად მრავლისა წლისა შთავიდა აქაბისა სამარიად და დასწყჳდა აქაბ იოსაფატისთჳს და ერისა მისისათჳს ცხოვარი და ზროხა მრავალი, რამეთუ უყუარდა და ინება მის თანა შთასლვად რემონად გალაადისასა. 3და ჰრქუა აქაბ, მეფემან ისრაჱლისამან, იოსაფატს, მეფესა იუდასასა: უკუეთუ მოხჳდე ჩემ თანა რემონად გალაადისა? და ჰრქუა მას იოსაფატ: ვითარცა შენ, ეგრეცა მე და ვითარცა ერი შენი, ეგრეცა ერი ჩემი შთავიდეთ შენ თანა ბრძოლად. 4და მერმე ჰრქუა იოსაფატ მეფესა ისრაჱლისასა: გამოვიძიოღა დღეს უფლისა მიერ. 5და შეკრიბნა აქაბ მეფემან ისრაჱლისამან წინაწარმეტყუელნი ისრაჱლისანი ოთხასი კაცი და ჰრქუა მათ: უკუეთუ აღვიდე რემონად გალადისა ბრძოლად, ანუ დავაცადო? და მათ ჰრქუეს მას: აღვედ! და მოსცნეს უფალმან ჴელითა მეფისათა. 6და თქუა იოსაფატ: არა ვინ არს აქა სხუაჲ წინაწარმეტყუელი უფლისაჲ. და გამოვიძიოთ მისგანცა უფლისა მიერ. 7და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს: არსღა კაცი ერთი კითხვად მის მიერ უფალსა და მე მოვიძულე იგი, რამეთუ არა წინაწარმეტყუელებს იგი ჩემთჳს კეთილსა, არამედ ყოველნი დღენი მისნი არიან ჩემთჳს ბოროტ. და ესე არს მიქეა, ძე იემლისი, და ჰრქუა იოსაფატ: ნუ იტყჳ ეგრე, მეფე 8და მოუწოდა მეფემან ისრაჱლისამან საჭურისსა ერთსა და ჰრქუა: სწრაფით მომგუარე მიქეა, ძე იემლისი. 9და აქაბ, მეფე ისრაჱლისა და იოსაფატ, მეფე იუდასი, ჯდა კაცად-კაცადი საყდარსა თჳსსა შემოსილი სამკაულითა ფართოთა მათ კართა ბჭისათა სამარიასთა და ყოველნი წინაწარმეტყუელნი წინაწარმეტყუელებდეს წინაშე მათსა. 10და ქმნნა სედეკია, ძემან ქანაანისამან, ცრუწინაწარმეტყუელმან რქანი რკინისანი და თქუა: ესრე იტყჳს უფალი, ამით ურქენდე ასურეთსა, ვიდრე მოესრულოს. 11და ყოველნი წინაწარმეტყუელნი წინაწარმეტყუელებდეს ესრეთ, იტყოდეს: აღვედ რემონად გალაადისა და წარგემართოს, და მოსცნეს უფალმან ჴელთა მეფისათა. 12და მოციქული იგი, რომელი წარვიდა წოდებად მიქეასა, ეტყოდა მას და ჰრქუა: აჰა ესერა, იტყოდეს წინაწარმეტყუელნი ერთითა პირითა კეთილსა მეფისათჳს. და იყუნედ სიტყუანი შენნი, ვითარცა ერთისა მათგანისა და იტყოდი კეთილსა მეფისათჳს. 13და თქუა მიქეა: ცოცხალ არს უფალი, რამეთუ რასაცა მეტყოდის მე უფალი, მასცა ვიტყოდი. 14და მოვიდა მიქეა მეფისა და ჰრქუა მას მეფემან: მიქეა, მითხარ მე, უკუეთუ წარვიდე რემონად გალაადისა ბრძოლად, ანუ დავაცადო? და თქუა მიქეა: აღვედ და წარგემართენ და მოგეცნენ ჴელთა თქუენთა. 15და ჰრქუა მას მეფემან: რაოდენგზის გაფუცე შენ, რათა არა მეტყოდი მე ცრუსა, გარნა ჭეშმარიტსა სახელითა უფლისათა. 16და თქუა მიქეა: ვიხილე ისრაჱლი განთესილი მთათა ზედა, ვითარცა ცხოვარი, რომელსა არა არიან მწყემსი და თქუა უფალმან: არა აქუს წინამძღუარი, აწ მიიქეცინ კაცად-კაცადი სახიდ თჳსა მშჳდობით. 17და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისმან იოსაფატს: არა გითხარა შენ, რამეთუ არა წინაწარმეტყუელებს ესე ჩემთჳს კეთილსა, არამედ ბოროტსა? 18და თქუა მიქეა: არა ეგრე, არამედ ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ და გითხარ თქუენ: ვიხილე უფალი მჯდომარე საყდართა ზედა თჳსთა და ყოველნი ძალნი ცათანი დგეს მარჯუენით მისა და მარცხენით. 19და თქუა უფალმან: ვინ აცთუნოს აქაბ, მეფე ისრაჱლისა, და აღვიდეს და დაეცეს რემონს გალაადისასა და თქუა ამან ესრეთ, და მან თქუა ესრეთ. 20და გამოვიდა სული და დადგა წინაშე უფლისა და თქუა: მე ვაცთუნო იგი და ჰრქუა მას უფალმან: რათა? 21და მან თქუა: განვიდე და ვექმნე სულ ტყუილისა პირსა ყოელთა წინაწარმეტყუელთა მისთასა. და ჰრქუა მას უფალმან: აცთუნე! და თუ შეუძლო, განვედ და ყავ ეგრეთ. 22და, აჰა ესერა, მოსცა უფალმან სული ტყუილისა პირსა ყოელთა წინაწარმეტყუელთა ამათ შენთასა და უფალი იტყოდა შენთჳს ბოროტსა. 23და მიეახლა სედეკია, ძე ქანანისი, და სცა მიქეას ღაწუსა. და ჰრქუა მას: ვინათ გზით წარვიდა სული უფლისაჲ ჩემგან? და გეტყოდა შენ. 24და ჰრქუა მას მიქეა: აჰა, შენ იხილო მას დღესა შინა, რომელსა შეხჳდოდი საუნჯითი საუნჯედ დამალვად. 25და თქუა აქაბ, მეფემან ისრაჱლისამან: წარიყვანეთ მიქეა და მიაქციეთ სემერისა, მთავრისა ქალაქისა, და იოასის მთავრისა, ძისა მეფისასა. 26და არქუთ: ესრე იტყჳს მეფე: შესუთ ეგე სახლსა საპყრობილისასა და ჭამდინ პურსა ჭირისასა და წყალსა იწროებისასა ვიდრე მოქცევად ჩემდამდე მშჳდობით. 27და ჰრქუა მას მიქეა: უკუეთუ მოქცევით მოიქცე მშჳდობით, არა ვიდრემე მეტყოდა მე უფალი, ისმინეთ ყოველმან ერმან. 28და აღვიდა მეფჱ ისრაჱლისა და იოსაფატ, მეფჱ იუდასი, რემონად გალაადისასა. 29და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს: დამფარე მე და შევიდე ბრძოლად, და შენ შეიმოსე სამოსელი ჩემი. და დაიფარა თავი მეფემან ისრაჱლისამან და შევიდა ბრძოლად. 30და მეფემან ასურეთისამან ამცნო მთავართა მეეტლეთა მისთა, რომელნი იყუნეს მის თანა და ჰრქუა: ნუ ვის ჰბრძავთ მცირესა და დიდსა, გარნა მეფესა ისრაჱლისასა მარტო. 31და იყო, ვითარცა იხილეს მთავართა მათ ეტლებისათა იოსაფატ, თქუეს: მეფე ისრაჱლისა არს ესე და გარემოადგეს მას ბრძოლად და ღაღად-ყო იოსაფატ და უფალმან განარინა იგი და გარეწარაქცივნა იგინი ღმერთმან მისგან. 32და იყო, ვითარცა იხილეს მთავართა მათ ეტლისათა, რამეთუ არა არს იგი მეფჱ ისრაჱლისა გარეწარჴდეს მას. 33და ერთმან კაცმან მოირთხა მშჳლდსა მარჯუედ, და სცა მეფესა ისრაჱლისასა შორის ნესტუ ფერდსა და შორის მკერდსა. და ჰრქუა მწაფელსა ეტლისა მისისასა: მოაქციენ ჴელნი შენნი და განმიყვანე მე ბრძოლისა ამისგან, რამეთუ მელმის. 34და იძლია ბრძოლა იგი მას დღესა შინა, და მეფე ისრაჱლისა დგა ეტლთა ზედა ვიდრე მწუხრადმდე წინაშე ასურეთისა. და მოკუდა დასლვასა ოდენ მზისასა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |