მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე ნეშტთა |
თავი 19 |
1მოიქცა იოსაფატ, მეფე იუდასი, და შევიდა სახიდ თჳსა მშჳდობით იერუსალიმს. 2და გამოვიდა იეუ შემთხუევად მისა, ძე ანანიასი წინაწარმეტყუელისა, და ჰრქუა მას მეფე იოსაფატ: უკუეთუ ცოდვილსა შენ შეეწევი, რამეთუ მოძულებულსა უფლისა მიერ დაემოყურე, ამისთჳს იყო შენ ზედა რისხვაჲ უფლისაჲ. 3არამედ სიტყუანიცა კეთილნი იპოვნეს შენ თანა, რამეთუ აღიხუნეს სერტყნი ქუეყანისაგან იუდასა და განამარტე გული შენი გამოძიებად უფლისა. 4და დაემკჳდრა იოსაფატ იერუსალჱმს და კუალად გან-ვე-ღა-ვიდა იოსაფატ ბერსაბეთაგან, ვიდრე მთადმდე ეფრემისა და მოაქცინა იგინი უფლისა მიმართ ღმრთისა მამათა მათთასა. 5და დაადგინა მსაჯულები ყოველსა ქუეყანასა იუდასასა ძნელოვანთა ქალაქად. 6და ჰრქუა მსაჯულთა მათ: იხილეთ თქუენ, რასაცა იქმოდით, რათა არა კაცთა სასჯელსა სჯიდეთ თქუენ, არამედ ღმრთისასა და თქუენ თანა იყუნედ სიტყუანი სასჯელისანი. 7და აწ იყავნ შიში უფლისაჲ თქუენ ზედა, დაიმარხეთ და იქმოდეთ კეთილსა, რამეთუ არა არს უფლისა ღმრთისა ჩუენისა თანა სიცრუე, არცა თუალთ-ღება, არცა მიღება ქრთამისა. 8და იერუსალჱმსაცა დაადგინნა იოსაფატ მღდელთაგანნი და ლევიტელთაგანნი და ტომთაგანნი მთავარნი ისრაჱლისანი მსაჯულად უფლისა მიერ, რათა შჯიდენ სამართლად იერუსალჱმისა დამკჳდრებულთა. 9და ამცნო მათ და ჰრქუა: ესრეთ იქმოდეთ შიშითა უფლისათა ჭეშმარიტებით და სრულითა გულითა. 10ყოვლისათჳს კაცისა, რომელი სარჩელად მოვიდოდის თქუენ წინაშე ძმათა თქუენთაგანნი, რომელნი მკჳდრ არიან ქალაქთა მათთა შორის სისხლისა და შორის ბრძანებასა და მცნებასა და სამართალსა და მსჯავრსა და განუჩინებდით მათ, რათა არა ცოდვიდენ უფლისა მიმართ და არა იყოს რისხვა თქუენ ზედა და ძმათა თქუენთა ზედა, ესრეთ იქმოდეთ და არა სცოდოთ 11და აჰა, ესერა, ამარია მღდელი თქუენ ზედა მთავრად და ყოველსავე სიტყუასა უფლისასა ზაბადია, ძე ისმაელისი, მთავარი სახლსა იუდასასა ყოვლისა მიმართ სიტყჳსა მეფისასა და მწიგნობარნი და ლევიტელნი წინაშე თქუენსა განძლიერდით და იქმოდეთ, და იყოს უფალი თქუენ თანა ყოვლისათჳს კეთილისა |
წინა თავი | შემდეგი თავი |