მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე ნეშტთა
თავი 2

1და თქუა სოლომონ შენება სახლისა სახელისათჳს უფლისა და სახლი სამეუფო თჳსი.

2და შეკრიბა სოლომონ სამეოცდაათი ათასი კაცთა ზურგით მოტჳრთეთა და ოთხმეოც ათასი მკუეთელი ქვისა მთასა და ზედამდგომელნი მათნი სამ ათას ექუსასნი.

3და მიუვლინა სოლომონ ქირამს, მეფესა ტჳროსისასა, და ჰრქუა: ვითარცა-იგი ჰყავ მამისა ჩემისა, დავითის თანა და მოუძღუანე მას ძელი ნაძჳსა შენებისათჳს სახლისა მისისა დამკჳდრებად მას შინა.

4და, აჰა, ესერა, მეცა, ძე მისი, ვაშენებ სახლსა სახელისათჳს უფლისა ღმრთისა ჩემისა წმიდა-ყოფად იგი მისა კუმევად საკუმეველი წინაშე მისსა და სარგებელი მარადის და შეწირვად მსხუერპლები სამარადისო განთიად, მწუხრი და შაბათთა და ახალთუეთა დღესასწაულთა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა საუკუნოდ ესე ისრაჱლსა ზედა

5და სახლსა, რომელსა ვაშენებ მე, დიდ არს, რამეთუ დიდია ღმერთიცა ჩუენი უფროს ყოველთა ღმერთთა.

6და ვინმე შეუძლოს შენებად მისა სახლი? რამეთუ ცანი და ცანი ცათანი ვერ იტჳრთვენ დიდებასა მისსა და ვინ ვარ მე, რომელი უშენებ მას სახლსა? არამედ კუმევად ხოლო საკუმეველისა წინაშე მისსა.

7და აწ მომივლინე მე კაცი ბრძენი და მეცნიერი, მოქმედი ოქროთა და ვეცხლითა, პილენძითა და რკინითა ძოწეულითა და მეწამულითა და ვიაკინთოჲთა და რომელმან იცოდის ქანდაკება ქანდაკისა ბრძენთა თანა ჩემთა ჰურიასტანს და იერუსალჱმს, რომელი მომზადა დავით, მამამან ჩემმან

8და მომიძღუანე მე ძელი ნაძჳსა, ფიჭჳსა და საროსა ლიბანით, რამეთუ მე ვიცი, ვითარმედ მონათა შენთა იციან კაფა ლიბანით. აჰა, ესერა, მონანიცა ჩემნი მონათა შენთა თანა მივიდენ,

9რათა მომიმზადონ მე ძელნი მრავლად, რამეთუ სახლსა რომელსა მე ვაშენებ, დიდ არს და დიდებულ.

10და, აჰა, ესერა, მოქმედთა მათ, რომელნი კაფდენ ძელსა, მივეც საზრდელად მათ იფქლი ნიჭად მონათა შენთა ოც ათასი საწყაული, და ოც ათასი საწყაული ქრთილისა, და ღჳნისა საწყაული ოც ათასი და ზეთის საწყაული ოც ათასი.

11და თქუა ქირამ, მეფემან ტჳროსისამან, წიგნითა და მოუძღუნა სოლომონს, ვითარმედ: სიყუარულითა უფლისა ერისა მისისათა მოგცა შენ მეფედ მათ ზედა.

12და თქუა ქირამ: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან ქმნა ცა და ქუეყანა, რომელმან მოსცა დავითს მეფესა ძე ბრძენი და მეცნიერი გულისხმის-ყოფისა და სწავლულებისა, რომელმან უშენოს სახლი უფალსა და სახლი სამეუფო თჳსი.

13და აწ მიგივლინე შენ კაცი ბრძენი და რომელმან იცის მეცნიერებაჲ - ქირამ, მონა ჩემი.

14დედა მისი ასულთაგან დანისთა, და მამა მისი - კაცი ტჳრელი, იცის საქმე ოქროთა და ვეცხლითა, პილენძითა და რკინითა, ქვითა და ძელითა, და ქსვა ძოწეულითა და იაკინთითა და ბისონითა მეწამულითა, ქანდაკებად ქანდაკისა და განზრახვად ყოველივე განზრახვა, რომელნიცა მოსცე მას ბრძენთა შენთა თანა და ბრძენთა დავითის, მეფისა ჩემისა და მამისა შენისათა

15და აწ იფქლი და ქრთილი და ზეთი და ღჳნო, რაოდენი თქუა უფალმან ჩემმან, მონათა შენთათჳს მოუძღუანენ.

16და ჩუენ მოვკაფოთ ძელი ლიბანით ყოვლისაებრ საჴმრისა შენისა. და მოვიღოთ იგი ტივებითა ზღუად იოპესა. და შენ აღიღე იგი იერუსალჱმდ.

17და შეკრიბა სოლომონ ყოველი კაცი მწირი ქუეყანისა ისრაჱლისა შემდგომად აღრაცხისა მის, რომელნი-იგი აღრაცხნა დავით, მამამან მისმან, და იპოვნეს ასერგასის ათას და სამ ათას ექუსას.

18და ყო მათგან სამეოცდაათი ათასი ზურგით მოტჳრთე და ოთხმეოცი ათასი მკუეთელი ქვისა და სამ ათას ექუსასი მაწუეველი მოქმედთა ზედა ერსა.


წინა თავი შემდეგი თავი