მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე ნეშტთა
თავი 20

1და ამისა შემდგომად მოვიდეს ძენი მოაბისნი და ძენი ამონისნი და მათ თანა მინელელთაგანნი იოსაფატისა ბრძოლად.

2და მოვიდეს და უთხრეს იოსაფატს და ჰრქუეს: მოვალს შენ ზედა ერი მრავალი წიაღკერძონი ზღჳსა ასურეთით, და აჰა, არიან იგინი ასარსათანს, რამეთუ ესე არს გადდი.

3და შეეშინა იოსაფატს ფრიად და მისცა გული თჳსი გამოძიებად უფლისა მიმართ სიტყჳსა მეფისასა და მწიგნობარნი და ლევიტელნი წინაშე

4და შეკრიბა ყოველი იუდა გამოძიებად უფლისა

5და აღდგა იოსაფატ კრებულსა შორის იუდასსა, სახლსა შინა უფლისასა, წინაშე ეზოსა მას კარვისასა,

6და თქუა: უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო! შენ ხარ ღმერთი ცათა შინა და შენ უფლებ ყოველთა ზედა მეფეთა თესლთასა და ჴელთა შინა შენთა არს ძალი ძლიერებისა და არა ვინ არს წინააღმდგომ შენდა.

7შენ ხარ ღმერთი, რომელმან მოსრენ მკჳდრნი ამის ქუეყანისანი წინაშე ერისა შენისა ისრაჱლისა და მიეც იგი ნათესავსა აბრაჰამისსა, საყუარელისა შენისასა, საუკუნოდ,

8და დაემკჳდრნეს მას ზედა და აღაშენეს მას შინა სიწმიდე სახელისა შენისათჳს და თქუეს:

9უკუეთუ მოიწიოს ჩუენ ზედა ბოროტი, ანუ მახჳლი, ანუ სასჯელი, ანუ სიკუდილი, ანუ სიყმილი, ვდგეთ წინაშე სახლისა ამის და წინაშე შენსა, რამეთუ სახელი შენი წოდებულ არს სახლსა ამას და ვღაღადებდეთ შენდა მიმართ ჭირისა ამისთჳს მომავლისა ჩუენ ზედა და ისმინო და მიჴსნნე ჩუენ

10და აწ, ესერა, ძენი ამონისნი და მოაბ და მთისა სეირისანი, რომელნი არა მოსცენ ისრაჱლსა განსლვად მათ მიერ და მოსლვასა მას მათსა ეგჳპტით, რამეთუ მოიქცეს მათგან და არა მოსრნეს იგინი.

11და აწ, აჰა, ესერა, მათ იწყეს ჩუენ ზედა მოსლვად და განსხმად ჩუენდა სამკჳდრებელით ჩუენით, რომელი-იგი მომეც ჩუენ.

12უფალო, ღმერთო ჩუენო! არა საჯო მათ შორის, რამეთუ არა არს ჩუენდა ძალ წინააღმდგომად მათა ესეოდენსა ამას სიმრავლესა დიდსა, რომელნი ესე მოსრულ არიან ჩუენ ზედა და არა ვიცით, რაჲ ვყოთ მათთჳს, არამედ შენდა მიმართ მხედვარ არიან თუალნი ჩუენნი.

13და ყოველი იუდა დგა წინაშე უფლისა და ყრმანი მათნი და ცოლნი მათნი,

14და ოზიელის ზედა, ძისა ზაქარიასა, ძეთაგან ბანესთა, ძეთა ელეელისთა, ძეთა მათთანისასათა და ლევიტელისათა ძეთაგანთა ისაფისთა. და იყო მის ზედა სული უფლისაჲ კრებულსა მას შორის

15და თქუა: ისმინეთ იუდამან და მკჳდრთა იერუსალჱმისათა, მეფემან იოსაფატ! ამას იტყჳს უფალი, ნუ გეშინინ თქუენ მათთჳს და ნუცა შეძრწუნდებით პირისაგან ერისა ამის მრავლისა, რამეთუ არა თქუენი არს ბრძოლა, არამედ უფლისაჲ.

16ხვალე გარდავედით მათა, აჰა, ეგერა, აღმოვლენ იგინი აღმოსლვასა მას გამომატებულსა ასერისასა და პოვნეთ იგინი თავსა მას ზედა მძინარისა მის უდაბნოსა იერიელისასა.

17არა არს თქუენი ბრძოლა ესე, გულისხმა-ყავთ და იხილეთ მაცხოვარებაჲ უფლისა თანა, იუდა და იერუსალიმ! ნუ გეშინინ, ნუცა შეძრწუნდებით ხვალე განსლვად და წყობად მათა, რამეთუ უფალი არს თქუენ თანა.

18და მოდრკა იოსაფატ პირსა ზედა თჳსსა და ყოველი იუდა, მკჳდრნი იერუსალჱმისანი, დაცჳვეს წინაშე უფლისა და თაყუანი-სცეს უფალსა.

19და აღდგეს ლევიტელნი, ძეთაგანი კაათისნი და ძეთაგანი კორესნი, ქებად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა ჴმითა დიდითა მაღლად.

20აღიმსთუეს განთიად და განვიდეს უდაბნოსა მას თეკვასასა და განსლვასა მას დადგა იოსაფატ, ღაღად-ყო და თქუა: ისმინეთ ჩემი იუდამან და მკჳდრთა იერუსალჱმისათა! ერწმუნენით უფალსა, ღმერთსა ჩუენსა, გერწმუნოს თქუენ, გრწმენინ წინაწარმეტყუელისა მისისა და წარგემართოს თქუენ

21და ზრახვა-ყო იოსაფატ ერისათჳს და დაადგინნა მგალობელნი და მაქებელნი აღსარებად და ქებად სიწმიდესა განსლვასა მას წინაშე ერისა და იტყოდეს: აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუე არს წყალობაჲ მისი.

22და ვითარცა იწყეს ესეოდენ გალობად აღსარებისა, მოსცა უფალმან ბრძოლად ძეთა ამონისთა მოაბსა ზედა და მთისა სეირისათა, რომელნი გამოსრულ იყუნეს იუდასა ბრძოლად და ივლტოდეს.

23და აღდგეს ძენი მოაბისნი და ძენი ამონისნი მკჳდრთა მათ ზედა მთისა სეირისათა მოჴოცად და შემუსრვად მათა. და მოასრულნეს მკჳდრნი სეირისნი, რამეთუ აღდგეს იგინი ურთიერთას, და მოისრნეს იგინი.

24და იუდა მოვიდა სამსტროსა მას უდაბნოსასა და მოიხედეს და იხილეს სიმრავლე იგი ერისა მის და, აჰა, ესერა, ყოველნივე მომწყდარ იყუნეს და დაცემულ ქუეყანასა ზედა, და არა ვინ იყო განრინებულ.

25და მოვიდა იოსაფატ და ერი მისი ტყუენვად ნატყუვნავისა მათისა და პოეს საცხოვარი ფრიად და ჭურჭელი და იავარი და ჭურჭელი გულისსათქმელი. და წარმოიღეს იგი და ყვეს სამი დღე ტყუევნასა მათსა ნატყუენავისასა, რამეთუ მრავალ იყო.

26და დღესა მას მეოთხესა შეკრბეს ღელესა მას კურთხევისასა, რამეთუ მუნ აკურთხეს უფალი, ამისთჳს დასდვეს ადგილსა მას სახელი ღელე კურთხევისა ვიდრე აქა დღემდე.

27მოიქცა ყოველი კაცი იუდასი იერუსალჱმდ და იოსაფატ, წინამძღუარი მათი, სიხარულითა დიდითა, რამეთუ ახარა მათ უფალმან მტერთა მათთა ზედა.

28და შევიდეს იერუსალჱმდ ებნითა და ქნარითა და ნესტჳთა სახლსა უფლისასა.

29და იყო განკჳრვებაჲ უფლისა მიერ ყოველთა ზედა მეფეთა ქუეყანისათა, ვითარცა ესმა მათ, რამეთუ უფალი ბრძოდა მტერთა ისრაჱლისათა.

30და დაამკჳდრნა ქუეყანა მეფობასა იოსაფატისასა და დააცხრვნა ღმერთმან ყოველნი გარემონი მისნი.

31და მეფე იქმნა იოსაფატ იუდასა ზედა, ოცდაათხუთმეტისა წლისა იყო მეფობასა მისსა და ოცდახუთ წელ მეფობდა იერუსალჱმს, და სახელი დედისა მისისა აზუბა, ასული სალისი.

32და ვიდოდა იგი გზასა ასასა, მამისა მისისასა, და არა გარდააქცია სიწრფოებისაგან ყოფად წინაშე უფლისა.

33არამედ მაღალნი იგი იყუნესვეღა, და მერმეცა ერსა მას არღავე წარემართა გული მათი უფლისა მიმართ ღმრთისა მამათა მათთასა.

34და ნეშტნი სიტყუანი იოსაფატისნი, პირველნი და შემდგომნი, აჰა, ესერა, წერილ არიან სიტყუათა იეუსთა, ძისა ანანისთა, რომელმან აღწერა წიგნი მეფეთა ისრაჱლისათა.

35და ამისა შემდგომად ეზიარა იოსაფატ, მეფე იუდასი, ოქოზიას, მეფესა ისრაჱლისასა, და ამან უსჯულოებაჲ ქმნა ყოფად

36და მისლვად მისა და საქმედ ნავებისა და წარსლვად თარშიდ, და ქმნა ნავები გასიონგაბერს.

37და წინაწარმეტყუელებდა ელიეზარ, ძე ოდრიასი, რომელი იყო მარისით, იოსაფატს. ჰრქუა, რამეთუ დაეგე შენ ოქოზიას, აჰა, მოსრა უფალმან საქმე შენი და შეიმუსრა ნავები შენი და ვერ უძლო წარსლვად თარშიდ.


წინა თავი შემდეგი თავი