მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე ნეშტთა
თავი 22

1და მეფედ ყვეს მკჳდრთა იერუსალჱმისათა ოქოზია, ძე მისი უმრწამესი, მის წილ, რამეთუ ყოველნი ძენი მისნი უხუცესნი მოსწყჳდნეს ავაზაკთა, რომელნ-იგი მოუჴდეს მათ ზედა, არაბიელნი და ალიმაზონელნი, და მეფე იქმნა ოქოზია, ძე იორამის, მეფისა იუდასი.

2და იყო ოქოზია ოცდაორისა წლისა, ოდეს დადგა იგი მეფედ და ერთ წელ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა გოთოლია, ასული ზამბრისი.

3ესე ვიდოდა გზასა სახლისა აქაბისასა, რამეთუ დედა მისი იყო მზრახებელი ცოდვისა.

4და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა სახლმან აქაბისმან, რამეთუ იგინი იყუნეს შემდგომად სიკუდილისა მის მისისა მზრახებელ მოსასრველად მისსა.

5და ზრახვასა მათსა ვიდოდა და წარვიდა იორამ თანად ძისა აქაბისა ბრძოლად აზაელისა, მეფისა ასურეთისა, რემოთ გულაადისასა, და სცეს ისრითა მეისართა იორამს.

6და მოიქცა იგი კურნებად იეზრაელად წყლულებისა მისგან, რომელ წყლეს ასურთა რამოთს შინა აზაელის, ბრძოლასა მას, მეფისა ასურეთისასა, და ოქოზია, ძე იორამისი, მეფე იუდასი, შთავიდა ხილვად იორამისა, ძისა აქაბისა, იაზარელად, რამეთუ სნეულ იყო.

7და ღმრთისა მიერ იყო გარდაქცევა და მოსლვა ოქოზიასი იორამისა და მი-რა-ვიდა, განვიდა მის თანა იორამ იეუისა, ძისა ნამესისა, ცხებულისა უფლისა მიერ.

8და იყო, ვითარცა შურის-გებად იეუასა სახლსა ზედა აქაბისსა, პოვნა მთავარნი იუდასნი და ძმანი ოქოზიასნი, მსახურებდეს რა ოქოზიას და მოსწყჳდნა იგინი.

9და თქუა იეუ მოძიება ოქოზიასი და პოეს იგი, რამეთუ იკურნებოდა სამარიას შინა და მოიყვანეს იგი იეუასა და მოკლა იგი და დაფლეს იგი, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: ძე იოსაფატისი არს, რომელი ეძიებდა უფალსა ყოვლითა გულითა მისითა და არა ვინ იყო სახლსა ოქოზიასასა, რომელმანმცა განამტკიცა ძალი მეფობისა

10და ვითარცა იხილა გოთოლია, დედამან მისმან, რამეთუ მოკუდა ძე მისი, აღდგა და წარწყმიდა ყოველი თესლი მეფეთა იუდასთა.

11და მოიყვანა იოსაბედ, ასულმან მეფისამან იოას, ძე ოქოზიასი, და გამოიპარა შორის ძეთა მეფისათა მოკლულთა და მისცა იგი და მზარდული მისი მაწოვნებელი საუნჯესა მას ცხედართასა. და დამალა იგი იოსაბედ, ასულმან იოსაფატისა მეფისამან, დამან ოქოზიასამან, ცოლმან იოვდაეს მღდლისამან, და დამალა იგი პირისაგან გოთოლიასა, და არა მოკლა იგი

12და იყო მის თანა დამალული სახლსა შინა ღმრთისასა ექუს წელ. და გოთოლია მეფობდა ქუეყანასა იუდასასა.


წინა თავი შემდეგი თავი