მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე ნეშტთა
თავი 24

1იყო იოას შჳდისა წლისა მეფობასა მისსა, და ორმეოც წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა საბია ბერსაბეთ.

2და ქმნა იოას სიწრფოება წინაშე უფლისა ყოველთა დღეთა იოდაეს მღდლისათა.

3და მოიყვანნა თავისა თჳსისა იუას ორნი ცოლნი და ისხნა ძეებ და ასულებ.

4და იყო ამისა შემდგომად და განიზრახა იუას გულსა თჳსსა განგებისათჳს აღშენებად სახლისა უფლისათჳს.

5და შეკრიბნის მღდელნი და ლევიტელნი და ჰრქუა მათ: განვედით ქალაქებსა იუდასა და მოკრიბეთ ვეცხლი ყოვლისაგან ისრაჱლისა განსაძლიერებლად სახლისათჳს უფლისა წლითი წლად და ისწრაფეთ სიტყუად. და არა ჰრწმენა ლევიტელთა ესე.

6და მოუწოდა იუას მეფემან იოდაეს მღდელმთავარსა და ჰრქუა მას: რასათჳს არა იღუაწე ლევიტელთათჳს შემოღებად იუდასაგან იერუსალჱმისა ბრძანებული იგი მოსეს მიერ კაცისა მის ღმრთისა, რამეთუ შეკრიბა ისრაჱლნი კარავსა მას საწამებელისასა.

7რამეთუ გოთოლია იყო უსჯულო და ძეთა მისთა დაარღჳეს სახლი ესე ღმრთისაჲ და სიწმიდე სახლისა ამის ყვეს ბაალიმისა.

8და თქუა მეფემან: ქმენით გუადრუცი და დადგით იგი ბჭეთა თანა სახლისა უფლისათა გარეშე.

9და აუწყეთ იუდასა იერუსალჱმსა, რათა შემოიღონ უფლისა, ვითარცა უბრძანა მოსე მონამან ღმრთისამან ისრაჱლისა უდაბნოსა ზედა.

10და მოსცეს ყოველთა მთავართა, ყოველმან ერმან და შეიღებდეს გვადრუცსა მას, ვიდრე აღივსო.

11და იყო, ვითარცა შემოაქუნდა გუადრუცი წინაშემდგომელთა მათ მეფისა მიმართ ჴელითა ლევიტელთათა და ვითარცა იხილეს, რამეთუ ფრიად იყო ვეცხლი იგი, მოვიდა მწიგნობარი მეფისა, წინაშემდგომელი იგი მღდელისა მის დიდისა, და წარმოიღეს ვეცხლი იგი გვადრუცისა მისგან და დადვეს თჳსსავე ადგილსა. ესრეთ ყოფდეს დღითი დღედ და შეკრიბეს ვეცხლი დიდძალი

12და მისცეს იგი მეფემან და იოდაე მღდელმან მოქმედთა მათ საქმისათა, საქმისა მის ტაძრისა უფლისათა, და დაადგინნეს სასყიდლითა ქვისმკუეთელნი და ხურონი განსაგებელად ტაძრისა მის უფლისა და იქმოდეს მოქმედნი იგი საქმესა მას.

13და აღმაღლდა სიგრძედ საქმე იგი ჴელითა და აღმართეს ტაძარი იგი უფლისაჲ წესსა ზედა თჳსსა და განამტკიცეს.

14და ვითარცა აღასრულეს, მოიღეს მეფისა და იოდაესა ნეშტი იგი ვერცხლისა მის და შექმნეს იგი ჭურჭლად ტაძრისათჳს უფლისა, ჭურჭლად სამსახურებელად მსხუერპლთათჳს და ფიალები ოქროსა და ვეცხლისა. და შეიწირვოდა მსხუერპლები სახლსა უფლისასა მარადის ყოველთა დღეთა იოდაესთა

15დაბერდა იოდაე სავსებითა და აღესრულა ასოცდაათისა წლისა.

16და აღსრულებასა მისსა დაფლეს იგი ქალაქსა დავითისა საფლავსა მეფეთასა, რამეთუ ქმნა კეთილი ისრაჱლისა თანა და ღმრთისა მიმართ სახლისა მისისათჳს.

17და იყო, შემდგომად აღსრულებისა მის იოდაესა შევიდეს მთავარნი იგი იუდასნი და თაყუანის-სცეს მეფესა. მაშინ ერჩდა მათ მეფე.

18და დაუტევეს უფალი ღმერთი მამათა მათთა და მსახურებდეს კერპთა და ასტრატეთა, და იყო რისხვა უფლისა იუდას ზედა და იერუსალჱმსა მათ დღეთა შინა.

19და მიივლინნეს მათა წინაწარმეტყუელნი, რათამცა მოიქცეს უფლისა და არა ისმინეს და უწამებდეს მათ და არავე ისმინეს.

20და სულმან უფლისამან განაძლიერა აზარია, ძე იოდაესი, მღდელი და აღდგა ერსა წინაშე და თქუა: ამას იტყჳს უფალი, რასათჳს თანაწარვლით მცნებათა უფლისათა, აჰა, არა წარგემართოს, რამეთუ დაუტევეთ უფალი და მანცა დაგიტევნეს თქუენ.

21და დაესხნეს მას და ქვა დაკრიბეს ბრძანებითა იუას მეფისათა ეზოსა შინა სახლისა უფლისა.

22და არა მოიხსენა იუას წყალობისა მის, რომელი ყო მის თანა იოდაე, მამამან მისმან, და მოკლა ძე მისი და, ვითარცა მოკუდებოდა, თქუა: იხილენ უფალმან და საჯენ.

23და იყო აღსრულებასა მას წელიწადისასა, აღმოვიდა მათ ზედა ერი ასურეთისა, და მოუჴდეს იუდასა და იერუსალჱმსა და მოსრნეს ყოველნი მთავარნი ერისანი ერსა შორის, და ყოველი მონაგები და საფასე მათი წარუძღუნეს მეფესა დამასკისასა.

24რამეთუ მცირედითა კაცითა მოვიდა ერი ასურეთისა და ღმერთმან მისცნა იგინი ჴელთა მათთა, ერი იუდასი დიდძალი ფრიად, რამეთუ დაუტევეს უფალი ღმერთი მამათა მათთა და იოასის თანაცა იყო სასჯელი.

25და შემდგომად წასლვისა მის მათისა მისგან დატევებისა მისთჳს უფლისა დასცა იგი უფალმან სენითა დიდითა და დაესხნეს მას მონანი მისნი სისხლისა მისთჳს ძისა იოადესა მღდელისა და მოკლეს იგი ცხედარსა თჳსსა ზედა და დაფლეს იგი ქალაქსა დავითისასა, ხოლო მეფეთა საფლავსა არა დაფლეს იგი

26და რომელთა მოკლეს იგი, იყუნეს ერნი და ზაბელ, ძე ამეათისა, ამანიტელი, და იოზაბედ, ძე სამარითისი, მოაბელი

27და სამნი ძენი მისნი. ესე ხუთნი მოუჴდეს მას და მოკლეს იგი, რამეთუ ამასია, ძე იოასისა, მეფობდა ოცდაცხრა წელ, მეათე დავითისითგან და ნეშტნი სიტყუანი იოადისნი, აჰა, ესერა, წერილი არიან წიგნთა მეფეთასა და მეფობდა ამასია, ძე მისი, მის წილ.


წინა თავი შემდეგი თავი