მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე ნეშტთა
თავი 25

1ოცდახუთის წლისა იყო ამასია, ოდეს მეფე იქმნა. და ოცდაცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმს, და სახელი დედისა მისისა იოადიმ იერუსალიმით.

2და ქმნა სიწრფოებაჲ წინაშე უფლისა, არამედ არა გულითა სავსითა.

3და ვითარცა დამტკიცნა მეფობაჲ იგი ჴელთა მისთა, მოსწყჳდნა მონანი იგი მისნი მომკლველნი მეფისა, მამისა მისისანი.

4ხოლო ძენი მათნი არა მოსწყჳდნა სჯულისა მისებრ ბრძანებულისა უფლისა მიერ, ვითარცა წერილ არს, რომელ-იგი ამცნო უფალმან და ჰრქუა: არა მოსწყჳდნე მამანი შვილთათჳს და არცა მოსწყჳდნე შვილნი მამათათჳს, არამედ კაცად-კაცადი თჳსითა ცოდვითა მოკუდეს.

5და შეკრიბა ამასია ყოველი სახლი იუდასი და დაადგინნა იგინი სახლად და სახლად მამულებისა მათისაებრ ათასისთავებად, ასისთავებად ყოველსა იუდასა ზედა და იერუსალჱმსა, და აღრაცხნა იგინი ოცით წლითგან და უზეშთაესი და იყუნეს იგინი სამასი ათას ძლიერნი, რომელნი განმზადებულ იყუნეს ბრძოლად და რომელთა აქუნდა ლახვარი ფარი

6და ვეცხლისფრდილნი ისრაჱლისაგანი ასი ათასი ძლიერი ძალითა ასითა ტალანტითა ვეცხლითა.

7და კაცი ღმრთისაჲ ვინმე მოვიდა ამასიასა და ჰრქუა მას: მეფე, არა მოვიდეს შენ თანა ერი ისრაჱლისა, რამეთუ არა არს უფალი ისრაჱლისა თანა და ყოველთა თანა ძეთა ეფრემისათა.

8უკუეთუ ჰგონებდე ძლევად მათგან, გარცხჳნოს შენ უფალმან წინაშე მტერთა შენთა, რამეთუ უფლისა მიერ არს განძლიერება და გარეშექცევა სივლტოლად.

9და ჰრქუა ამასია კაცსა მას ღმრთისასა: რაჲ ვყო ასისა მისთჳს ტალანტისა ვეცხლისა, რომელ მივეც ერსა ისრაჱლისასა? და ჰრქუა კაცმან მან ღმრთისამან: შესაძლებელ არს უფლისა მიერ მოცემად შენდა უმრავლესი მისა.

10და გააშორა ამასია ერი იგი, რომელ მოსრულ იყო მისა ეფრემისგანი, რათა წარვიდენ ადგილსა თჳსსა. და განრისხდეს იუდასა ზედა ფრიად და მიიქცეს ადგილად თჳსსა რისხვითა გულისწყრომისათა.

11ხოლო ამასია განძლიერდა და წარიყვანა ერი თჳსი და წარვიდა ღელესა მარილთასა და მოსრნა მუნ ძენი სეირისნი ათი ათასი.

12და ათი ათასიცა ცოცხალი აღიპყრეს ძეთა იუდასთა და მოიყვანნეს იგინი მწვერვალსა მას კლდისასა და გარდააჭრნეს იგინი მწვერვალსა მას კბოდისასა და ყოველნი განსქდეს.

13ხოლო ძენი იგი ძლიერებისანი, რომელნი გარეწარიქცივნა ამასია და არა წარიყვანნა მის თანა ბრძოლად, დაესხნეს ქალაქებსა იუდასასა სამარიათგან ბეთრონამდე და მოსრეს მათ შორის სამ ათასი კაცი და წარიღეს ნატყუენავი მრავალი.

14და იყო შემდგომად მოქცევისა მის ამასიასა მოსრვისაგან ედომისა, მოიხუნა მათგან კერპნი იგი ძეთა სეითისთანი და დაიდგნა იგინი თავისა თჳსისა ღმერთად, მათ წინაშე თაყუანის-სცემდა და მათ უზორვიდა.

15და იყო რისხვა უფლისაჲ ამასიას ზედა და მოუვლინნა მას წინაწარმეტყუელნი და ჰრქუა მას: რასათჳს მოიძიენ კერპნი ერისანი მის, რომელთა ვერ განარინეს ერი მათი ჴელთაგან შენთა?

16და იყო სიტყუასა მას მათსა მისა მიმართ და მან ჰრქუა მას: ნუუკუე თანამზრახველ მეფისა გყავ, ეკრძალე თავსა შენსა, რათა არა გტანჯო შენ. და დადუმნა წინაწარმეტყუელი იგი და თქუა, რამეთუ ვიცი, ვითარმედ ეგულებოდა მოკლვა შენი უფალსა, რამეთუ ჰყავ ესე და ისმინე ზრახებისა ჩემისა

17და ზრახვა-ყო ამასია და მიუვლინა იოას, ძესა იოაქაზისა, ძისა იეუისასა, მეფისა ისრაჱლისასა, და ჰრქუა: მოვედ და ვეჩუენნეთ პირისპირ.

18და მოუვლინა იუდას, მეფემან ისრაჱლისამან, ამასიას, მეფესა იუდასასა და ჰრქუა: ოქოზი, რომელ არს ლიბანესა ზედა, და ჰრქუა: მოეც ასული შენი ძესა ჩემსა ცოლად და, აჰა, ესერა, მოვიდენ მჴეცნი ველისანი, რომელ არიან ლიბანესა და მოვიდეს მჴეცნი იგი და დათრგუნეს აქუქი, რომელ არს ეკალი. და სთქუ შენ

19ვითარმედ: აჰა, ესერა, მოვსარ მე იდუმეა, და აღგამაღლა შენ გულმან შენმან მძიმემან აწ ჯედ სახლსა შენსა მშჳდობით და რასათჳს აღგაზრზენს შენ ბოროტი, დაეცე შენ და იუდა შენ თანა.

20და არა ისმინა ამასია, რამეთუ უფლისა მიერ იყო, რათა მისცეს ჴელთა იოვასისა, რამეთუ გამოიძინა კერპნი იდუმელთანი.

21და აღმოვიდა იოას, მეფე ისრაჱლისა, და შეიმთხჳვნეს ერთიერთსა იგი და ამასია, მეფე იუდასი, ბეთსამუსსად, რომელ არს იუდასი.

22და იძლია იუდა წინაშე პირსა ისრაჱლისასა და ივლტოდა კაცად-კაცადი საყოფელად თჳსა.

23და ამასია, მეფე იუდასი, ძე იოასისი, ივლტოდა და ეწია და შეიპყრა იგი იოას, მეფემან ისრაჱლისამან, ბეთსამუსს და შეიყვანა იგი იერუსალიმს და დაარღჳა ზღუდისაგანი იერუსალჱმისა ბჭითგან ეფრემისით ვიდრე ბჭემდე საკიდურისა სამასი წყრთა.

24და იყო ოქრო და ვეცხლი და ყოველი ჭურჭელი, რაოდენი იპოა სახლსა შინა ღმრთისასა და აედომსა თანა და საუნჯეთა სახლისა მეფისათა და ძენი იგი მწირთანი წარიხუნა და წარვიდა სამარიად.

25და ცხონდა ამასია, ძე იოასისი, მეფისა იუდასი, შემდგომად სიკუდილისა იოასისა, ძისა იოაქაზისა, მეფისა ისრაჱლისა, ათხუთმეტ წელ.

26და ყოველნი სიტყუანი ამასიასნი პირველნი და უკანასკნელნი, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა მეფეთა იუდასათა და ისრაჱლისათა.

27და ჟამსა მას, რომელსა განდგა ამასია უფლისაგან, დაესხნეს მას ერისაგანნი და ივლტოდა იერუსალიმით ლაქისა. და წარავლინა ერმან მან შემდგომად მის ლაქისა, და მოკლეს იგი მუნ და მოიღეს იგი ცხედრითა და დაფლეს იგი მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა.


წინა თავი შემდეგი თავი