მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე ნეშტთა
თავი 26

1და მოიყვანა ყოველმან ერმან ქუეყანისამან ოზია, ძე მისი, და იყო იგი ათექუსმეტის წლისა და მეფე ყვეს იგი ამასიას წილ, მამისა მისისა.

2და ამან აღაშენა აელათი და მოაქცია იგი იუდასსა და შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა მეფისა.

3ძე ათექუსმეტისა წლისა მეფე იქმნა ოზია, ერგასისდაორ წელ იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა იექელია იერუსალჱმით.

4და ქმნა სიწრფოება წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ქმნა ამასია, მამამან მისმან.

5და ეძიებდა უფალსა დღეთა ზაქარიასთა გულისხმის-მყოფელისათა შიშითა უფლისათა, დღეთა მისთა ეძიებდა უფალსა და წარუმართა მას უფალმან.

6და განვიდა და ჰბრძო უცხოთესლთა და დაარღჳვნა ზღუდენი გეთისა, იაბისნი და ზღუდენი აზოტესანი, და აღაშენნა ქალაქნი აზოტესანი უცხოთესლთა შორის.

7და განაძლიერა იგი უფალმან უცხოთესლთა ზედა და არაბიელთა, რომელნი მკჳდრ იყუნეს პეტრას და მივნეელთა ზედა.

8და მოართმიდეს მინეველნი ძღუენსა ოზიასა, და ითქმოდა სახელი მისი ვიდრე შესავალადმდე ეგჳპტისა, რამეთუ განძლიერდა იგი, ვითარცა სიმაღლედ.

9და აღაგო ოზია გოდლები იერუსალჱმს ბჭესა მას ზედა საკიდურისასა და ბჭესა მას ზედა ჴევისასა და ყოველთა კიდეთა და განამტკიცა ქალაქი.

10და აღაშენა გოდლები უდაბნოს და აღმოკუეთა ჯურღმულები მრავალი, რამეთუ იყო საცხოვარი მრავალ ვაკესა მისა სეფელას, ერი და ვენაჴისმოქმედნი მთათა გარე და კარმელის ზედა, რამეთუ ქუეყანისსაქმესა მოყვარე იყო.

11და იყო ოზიასი ერი, რომელი ჰყოფდა ბრძოლასა განმავალნი წყობასა რიცხჳთ. და იყო რიცხჳ იგი იერუსალჱმით მწიგნობრისათა და მასეა მსაჯულისათა და ჴელითა ანანიასითა, მსახურისა მის მეფისათა.

12და ყოველი რიცხჳ ძლიერთა მათ ტომისა მთავართა ბრძოლად ორ ათას და ექუსას.

13და მათ თანა ძალი მბრძოლთა სამასშჳდ ათას და ხუთას: ესენი იყუნეს, რომელნი ჰყოფდეს ბრძოლასა ძლიერებისასა ძალითა შემწედ მეფისა მტერთა მიმართ.

14და მოუმზადებნ ოზია ყოველსა მას ერსა ფარსა, და ლახუარსა, ჯაჭუსა, და ჩაფხუტსა, მშჳლდსა, და ისარსა, და შურდულსა სისრად ქვისა.

15და ქმნა იერუსალჱმს მანქანები მანქანებად რჩეულად, რათა იყუნენ გოდოლთა ზედა სისრად ისრითა და ქვებთა დიდ-დიდთა და განითქუა მომზადება იგი ამათ საქმეთა შორად, რამეთუ საკჳრველი ქმნა საშინელად ვიდრე განძლიერდა ფრიად.

16და ვითარცა განძლიერდა, ამაღლდა გული მისი და განიხრწნა და ცოდა უფლისა მიმართ ღმრთისა თჳსისა, რამეთუ შევიდა ტაძრად უფლისა კუმევად საკუმეველისა საკურთხეველსა მას საკუმეველთასა.

17და შევიდა მისა აზარია მღდელი და მის თანა მღდელნი უფლისანი ოთხმეოცნი, ძენი ძლიერებისანი.

18და მიადგეს ოზია მეფეს და ჰრქუეს მას: არა არს, ოზია მეფე, შენი კმევად საკუმევლისა წინაშე უფლისა, არამედ მღდელთა ძეთა აჰრონისთა, რომელნი განწმედილ არიან, კუმევად, გამოვედ სიწმიდისაგან, რამეთუ განსდეგ უფლისაგან და არა იყოს ესე შენდა დიდებაჲ უფლისა მიერ ღმრთისა

19და განრისხნა ოზია და ჴელსა მისსა ეპყრა სასაკუმევლე კუმევად ტაძარსა შინა უფლისასა და ვითარ-იგი განრისხნა მღდელთათჳს, კეთროვნება გამოჩნდა შუბლსა მისსა წინაშე მღდელთა მათ სახლსა შინა უფლისასა ზედა საკურთხეველსა მას საკუმეველთასა.

20და მიიქცა მისა მღდელი იგი მთავარი და სხუანი იგი და, აჰა ესერა, მას აჩნდა კეთროვნებაჲ შუბლსა მისსა და ასწრაფებდეს მას მღდელნი იგი გარდამოსლვად მიერ და თჳთ იგიცა ისწრაფდა გარდამოსლვად, რამეთუ ამხილა მას უფალმან.

21და იყო ოზია მეფე კეთროვან ვიდრე დღემდე სიკუდილისა მისისა და სახლსა შინა აფუთიოსისასა ჯდა განკეთროვნებული, რამეთუ განეშორა სახლისაგან უფლისა. და იოთამ იყო ძე მისი მეფობასა მისსა ზედა, და სჯიდა ერსა ქუეყანისასა.

22და სიტყუანი ოზიასნი პირველნი და შემდგომნი წერილ არიან ესაიას მიერ წინაწარმეტყუელისა, ძისა ამოსისა.

23და დაიძინა ოზია მამათა მისთა თანა ველსა მას საფლავისა მის მეფეთასა, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: კეთროვან არს, და მეფობდა იონათამ, ძე მისი, მის წილ.


წინა თავი შემდეგი თავი