მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე ნეშტთა
თავი 28

1ძე ოცისა წლისა იყო აქაზ მეფობასა მისსა და ათექუსმეტ წელ მეფობდა იერუსალემს და არა ქმნა სიწრფოება წინაშე უფლისა, ვითარცა-იგი დავით, მამამან მისმან.

2და ვიდოდა იგი გზათა მათებრ მეფეთა ისრაჱლისათა და რამეთუ გამოქანდაკებულნიცა ქმნნა.

3ხატთა მათთა უზორვიდა ქუეყანასა ბენიამენისასა და განყვანდეს შვილნი მისნი ცეცხლსა საძაგელებათაებრ წარმართთასა, რომელნი მოსრნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა,

4და უკმევდა მაღალთა ზედა და ერდოებსა ზედა ქუეშე და ყოველსა ხესა მაღნარისასა.

5და ამისთჳს მოსცა იგი უფალმან ჴელთა მეფისა ასურისათა და მოსრა და წარტყუენა ტყუედ მრავალნი დამასკედ და შეასმინა მეფესა ისრაჱლისასა და ტანჯნა იგინი დიდად წყლულებითა დიდითა.

6და მოსრა ფაკე, ძემან ჰორომელისმან იუდასაგანი ერთსა დღესა შინა ასდაორი ათასი კაცთა ძლიერთა ძალითა დატევებისა მისთჳს უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა.

7და მოკლა ეზექრი ძლიერმან ეფრემისთამან ამასია, ძე მეფისა, და ეზრიკამ, მთავარი სახლისა მისისა, და ელკანა, მსახური მეფისა.

8და წარტყუენეს ძეთა ისრაჱლისათა ძმათაგან მათთა სამ ათასი დედაკაცი და ძენი, ასულნი მათნი და ნატყუენავი მრავალი წარტყუენეს მათგან და შეიღეს ნატყუენავი იგი სამარიად.

9და მუნ იყო წინაწარმეტყუელი უფლისაჲ, ოდედ სახელი მისი, და განვიდა შემთხუევად ერისა მის, რომელი მოვიდოდა სამარიად, და ჰრქუა მათ: აჰა, ესერა, რისხვაჲ უფლისა ღმრთისა მამათა თქუენთასა იუდასა ზედა. და მოგცნა იგინი ჴელთა თქუენთა და მოსრენით მათ შორის რისხვით და ვიდრე ცადმდე მიიწია ესე

10და აწ თქუენ იტყჳთ იუდასა და იერუსალჱმსა დამონებად და მჴევლებად დაპყრობასა, აჰა, ესერა, მე თქუენ თანა ვარ მოწამედ უფლისა ღმრთი- სა თქუენისა.

11აწ ისმინეთ ჩემი და განუტევეთ ტყუე ეგე, რომელი წარმოსტყუენვეთ ძმათა თქუენთა, რამეთუ რისხვა გულისწყრომისა უფლისაჲ არს თქუენ ზედა.

12და აღდგეს მთავარნი ძეთაგან ეფრემისათანი: აზარია, ძე იონანისი, და ბარაქია, ძე მოსოლამოთისი, და ეზეკია, ძე იელემისი, და ამასია, ძე ადაასი, მომავალთა მათ წინაშე ბრძოლით.

13და ჰრქუეს მათ: არა შემოიყვანოთ აქა ჩემდა ტყუე, რამეთუ ცოდვა არს ესე ჩუენდა უფლისა მიმართ და თქუენ იტყჳთ დართვად ცოდვა ცოდვასა ზედა ჩუენსა და უმეცრებაჲ უმეცრებასა ზედა ჩუენსა, რამეთუ მრავალ არიან ცოდვანი ჩუენნი და რისხვა გულისწყრომისა უფლისაჲ არს ისრაჱლსა ზედა

14მაშინ განუტევეს მბრძოლთა მათ კაცთა ტყუჱ იგი ნატყუენავი წინაშე მთავართა მათ და ყოვლისა კრებულისა.

15და აღდგეს კაცნი, რომელნი იწოდნეს სახელით, და შეწევნა-სცეს ტყუეთა მათ, და ყოველნი შიშუელნი შემოსნეს ნატყუენავისა მისგან და შემოსნეს იგინი და ფერჴთა შეასხნეს მათ და სცეს მათ საზრდელი და საცხებელი, აღსხეს კარაულებსა ყოველი უძლური და მიგზავნნეს იგინი იერიქოდ ქალაქად დანაკისკუდოვანად და ძმათა მიმართ მათთა, და მიიქცეს სამარიად

16მას ჟამსა შინა წარავლინა აქაზ მეფისა ასურთასა, რათა შეეწეოდის მას.

17და მერმეცა იდუმელნი და-ვე-ესხნეს და მოსრეს იუდას შორის მრა- ვალი, და წარიღეს ტყუჱ.

18და უცხოთესლნი მოეტევნეს ქალაქებსა მას ვაკისასა და ჩრდილოთ კერძო იუდასა, და დაიპყრეს ბეთსამუსი, და იალონი, და გადეროთი, და სიოქოა და დაბნები მისი, და თამნა, დაბნები მისი, და გამეზა და დაბნები მისი, და დაემკჳდრნეს მათ შინა.

19რამეთუ დაამდაბლა ღმერთმან იუდა აქაზის ძლით, მეფისა იუდასი, რამეთუ განდგომით განდგა უფლისაგან.

20და მოვიდა მის ზედა თაგალათფალნასარ, მეფე ასურეთისა, და მოსრა იგი.

21და მოიღო აქაზ, რაჲ-იგი იყო საფასე სახლისა უფლისაჲ, და სახლისა სამეფოსა, და მთავართა, და მისცა იგი მეფესა ასურეთისასა და არად შესაწევნელ ექმნა მას, არამედ უფროსღა საჭირველ.

22და მერმე შე-ღავე-სძინა აქაზ განდგომად უფლისაგან.

23და თქუა აქაზ მეფემან: გამოვიძინე ღმერთნი დამასკისანი, რომელნი მგუემენ. და თქუა, ვითარმედ: ღმერთნი, მეფისა ასურეთისანი, იგინი განაძლიერებენ მათ, აწ მათ უგო მეცა და შემეწეოდიან მე და ესენი ექმნნეს მათ საწერტელ ყოველსა ისრაჱლსა.

24და განაშორა აქაზ ჭურჭელი სახლისა უფლისაჲ. და დაარღჳა იგი და დაჰჴსნნა კარნი სახლისა უფლისანი, და ქმნა იგინი საკურთხეველებად ყოველთა ყურეთა იერუსალჱმისათა.

25და ყოველთა ქალაქ-ქალაქად იუდასთა ქმნნეს მაღალნი კუმევად ღმერთთა უცხოთესლთასა და განარისხეს უფალი, ღმერთი მამათა მათთა.

26და ნეშტნი სიტყუანი აქაზისნი და საქმენი მისნი პირველნი და უკანასკნელნი, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნსა მეფეთა იუდასთა და ისრაჱლისათა. და მოკუდა აქაზ მამათა მისთა თანა და დაეფლა ქალაქსა დავითისსა, ხოლო არა დაფლეს იგი საფლავსა მეფესა იუდასთასა და მეფობდა ეზეკია, ძე მისი, მის წილ.


წინა თავი შემდეგი თავი