მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე ნეშტთა
თავი 3

1და იწყო სოლომონ შენებად სახლისა უფლისა იერუსალჱმს, მთასა მას ამორიასა, სადა-იგი ეჩუენა უფალი დავითს, მამასა მისსა, ადგილსა მას, რომელი განმზადა დავით, კალოსა ორნიასსა, იებუსელისასა.

2და იწყო შენებად თთუესა მეორესა, წელსა მეოთხესა მეფობისა მისისასა.

3და ესრეთ იწყო სოლომონ შენებად სახლისა უფლისა: სიგრძე წყრთით განზომა პირველი სამეოც წყრთა და სივრცე ოცი წყრთა.

4და წინაშე ბჭეთა ელამი-წინაშე პირსა მის ტაძრისასა და სიგრძე წინაშე სივრცესა მის ტაძრისასა ოც წყრთა და სიმაღლე წყრთითა ას და ოც. და მორჩუნა იგი შინაგან ოქროთა წმიდითა.

5ტაძარი იგი დიდი მორჩუნა ძელითა ნაძჳსათა და მოქმნა იგი ლესვით ოქროთა წმიდითა და გამოჭრა მას ზედა ქანდაკები, დანაკისა კუდები და ჯაჭუები დამოკიდებულად.

6და შეამკო ტაძარი იგი ქვითა პატიოსნითა დიდებულად. და ოქროთა განრჩუნა იგი ფარუემისათა.

7და მოქმნა ოქროთა სახლი იგი და კედელნი. და ბჭენი და სართულები და კარები ოქროთა და გამოქანდაკა ქერობინები კედელთა.

8და ქმნა სახლი იგი წმიდა: სიგრძე მისი წინაშე პირისპირ ოც წყრთა, და სივრცე მისი ოც წყრთა. და მოლესა იგი ოქროთა წმიდითა ქერობინებად ექუსასითა ტალანტითა.

9და სასწორი სამსჭუალთა სასწორი ერთისა ერგასის სიკილა ოქროსა და ქორი იგი მოქმნა ოქროთა.

10და ქმნა სახლსა მას შინა წმიდასა წმიდათასა ქერობინნი ორნი ქმნულნი ძელთაგან და შემოსნა იგი ოქროთა.

11და იყუნეს ფრთენი იგი ქერობინთანი სიგრძით წყრთით ოცი, და ფრთე ერთი წყრთით ხუთ მისწუდებოდა კედელსა მას ტაძრისასა, ფრთე იგი მეორისა მის წყრთითა ხუთ და მისწუდებოდა ფრთესა ქერობინსა მის ერთისა.

12და ფრთენი მეორისა ქერობინისა ხუთ წყრთა კედლამდი მის ტაძრისა და ფრთე იგი სხუა ხუთ წყრთა, მოკიდებული ფრთისა სხჳსა მის ქერობინისა.

13და ფრთენი იგი ქერობინთანი განმარტებულ იყუნეს ოც წყრთა და იგინი დგეს ფერჴთა ზედა მათთა და პირი მათი ტაძრად კერძო.

14და ქმნა კრეტსაბმელი ვიაკინთესაგან და ძოწეულისა და მეწამულისა და ბისონისა და გამოაქსოვა მას ქერობინი.

15და აღმართნა წინაშე ტაძრისა მის ორნი სუეტნი, და იყო წყრთითა ოცი და ათხუთმეტ სიმაღლე მათი. და სუეტისთავნი მათნი ხუთ-ხუთ წყრთა.

16და ქმნა ჯაჭუედნი ბადისსახედ გარდამოტევებულად და სერსეროთი დაბირს და დაასხნა იგინი ზედა სუეტსა თავთა მათ და ქმნა მროწეულაკები ასი და მოასხა გარდამოკიდებულთა მათ და დადგნა სუეტნი იგი წინაშე ტაძარსა მას: ერთი მარჯუენით კერძო და ერთი მარცხენით და უწოდა მას სახელი მარჯუენითსა მას „წარმართებულება“ და სახელი მარცხენითსა მას „ძლიერებაჲ“.


წინა თავი შემდეგი თავი