მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე ნეშტთა
თავი 30

1და წარავლინა ეზეკია ყოვლისა ისრაჱლისა და იუდასა და წიგნები მისწერა ეფრემსა და მანასესა, რათა მოვიდენ სახლსა უფლისასა იერუსალჱმდ ყოფად პასექისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

2და იზრახა მეფემან და მთავართა და ყოველმან კრებულმან, რომელი იყო იერუსალჱმს ყოფად პასქა თვესა მას მეორესა.

3რამეთუ ვერ ეძლო ყოფად იგი მას ჟამსა, რამეთუ მღდელნი მრავალნი არღა განწმედილ იყუნეს და არცა ერი შეკრებილ იყო იერუსალჱმდ.

4და სათნო-უჩნდა სიტყუაჲ ესე მეფისა და წინაშე კრებულისა მის.

5და განაჩინეს სიტყუაჲ განსლვად ქადაგი ყოველსა ისრაჱლსა ბერსაბეთგან ვიდრე დანამდე, რათა მოვიდენ და ყონ პასექი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა იერუსალჱმს, რამეთუ სიმრავლემან არა ყო წერილისა მისებრ.

6და წარვიდეს მალედმსრბოლნი იგი წიგნებითა მეფისა მიერ და მთავართა მიერ ყოვლისა მიმართ ისრაჱლისა და იუდასა ბრძანებისაებრ მეფისა, და იტყოდეს ძენი იგი ისრაჱლისანი: მოიქეცით მიმართ ღმრთისა აბრაჰამისა, ისაკისა და იაკობისა და მოაქციენით განრინებულნი იგი ნეშტნი ჴელისაგან მეფისა ასურთასა

7და ნუ იყოფით, ვითარცა მამანი თქუენნი და ძმანი თქუენნი, რომელნი განდგენ უფლისაგან ღმრთისა მამათა თქუენთასა, და მისცნა იგინი ოჴრებად, ვითარცა-ესე ხედავთ თქუენ.

8და აწ ნუ განიფიცხებთ ქედთა თქუენთა, არამედ მიეცით დიდებაჲ უფალსა ღმერთსა და შევედით სიწმიდესა მისსა, რომელი განმზადა საუკუნოდ, და ჰმონებდით უფალსა ღმერთსა თქუენსა, და გარემიაქციოს რისხვა გულისწყრომისა მისისა თქუენგან.

9რამეთუ მოქცევითა თქუენითა უფლისა მიმართ ძმანი და შვილნი თქუენნი წყალობასა შინა იყუნეს წინაშე ყოველთა წარმტყუენელთა მათთა და მოაქცივნეს იგინი ქუეყანად თჳსა, რამეთუ მოწყალე არს და მწყალობელ უფალი ღმერთი ჩუენი, და არა გარემიაქციოს პირი მისი ჩუენგან, უკუეთუ მოიქცეთ მისა

10და მალედმსრბოლნი იგი ვიდოდეს ქალაქით ქალაქად მთასა ეფრემისა და მანასესა და ვიდრე ზაბულონადმდე და იგინი ბასრობდეს მათ და შეურაცხ-ყუნეს იგინი.

11ხოლო კაცთა მათ ასერისთა და მანასესა, და ზაბულონისთა შეიკდიმეს და მოვიდეს იერუსალჱმდ.

12და იუდად იყო ჴელი უფლისაჲ მიცემად მათა გული ერთი მოსლვად და ყოფად ბრძანებისა მისებრ მეფისა და მთავართასა სიტყუათა უფლისათა.

13და შემოკრიბეს იერუსალჱმდ, მრავალნი ერნი ყოფად დღესასწაულისა მის უცომოებისათა, მეორესა მას თვესა კრებული დიდ ფრიად.

14და აღდგეს და დაარღჳეს ბომონები იგი საკერპო იერუსალჱმს და ყოველივე, სადა-იგი უკუმევდეს ტყუილისათა მათ კერპთა. დაარღჳეს და შთააბნიეს ჴევსა მას გედრონისათა.

15და დაკლეს პასექი იგი მეათორმეტესა დღესა თჳსასა მის მეორისასა, და მღდელთა მათ და ლევიტელთა შეიკდიმეს და განწმიდნეს თავნი თჳსნი და შეიღეს მრგულიადმწურები იგი სახლად უფლისა.

16და დადგეს სადგურსა თჳსსა მცნებისაებრ მოსესა, კაცისა ღმრთისასა, და მღდელნი იგი მოიღებდეს სისხლსა ჴელთაგან ლევიტელთასა.

17რამეთუ სიმრავლე კრებულისა მის არღარა განწმედილ იყო, და ლევიტელნი იგი დაკლვიდეს პასექსა ყოვლისათჳს, რომელ ვერ შემძლებელ იყუნეს წმიდა-ყოფად წინაშე უფლისა.

18რამეთუ მრავალი ერი ეფრემისგანი და მანასესი, და იზაქარისი, და ზაბულონი არა განწმედილ იყუნეს, არამედ ჭამეს პასქა იგი თჳნიერ წერილისა. და ილოცა ეზეკია ერისათჳს და თქუა: უფალმან სახიერმან ლხინება-უყავნ

19ყოვლისათჳს გულისა, რომელსა წარუმართებიეს გამოძიებად უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა და არა განწმედისაებრ წმიდათასა.

20და შეისმინა უფალმან ლოცვა ეზეკიასი და ლხინება-ყო ერისა მისთჳს.

21და ყვეს ძეთა ისრაჱლისთა, რომელნი იპოვნეს იერუსალჱმს, დღესასწაული უცომოთა შჳდ დღე სიხარულითა დიდითა და უგალობდეს ღმერთსა დღითი დღედ და მღდელნი და ლევიტელნი სტჳრითა უფალსა.

22და ეტყოდა ეზეკია ყოველთა გულთა ლევიტელთასა და ყოველთა გულისხმისმყოფელთა გულისხმისყოფისა კეთილისათა უფლისა მიმართ და აღასრულეს დღესასწაული იგი უცომოებისა და შჳდ დღე შესწირვიდეს მსხუერპლსა ცხორებისასა და აღუარებდეს უფალსა ღმერთსა მამათა მათთასა.

23და იზრახა კრებულმან ყოველმან ერთბამად ყოფად შჳდ დღე სხვა, და ყვეს შჳდ დღე სიხარული.

24რამეთუ ეზეკიამ შეუწირა იუდასსა კრებულსა ზუარაკი ათასი, ცხოვარი შჳდ ათასი. და მთავართა მათ შეწირეს ერისათჳს ზუარაკი ათასი, და ცხოვარი ათი ათასი, და სიწმიდე იგი მღდელთა მრავლად ფრიად.

25და იხარებდა ყოველი იგი კრებული, მღდელნი და ლევიტელნი, და ყოველი იგი ერი იუდასი, და რაოდენნი იპოვნეს ისრაჱლისგანნი, და მწირნი, რომელნი მოსრულ იყუნეს ქუეყანით ისრაჱლისათ და რომელნი მკჳდრ იყუნეს იუდასა შორის.

26და იყო სიხარული დიდი იერუსალჱმს, რამეთუ დღითგან სოლომონისითა, ძისა დავითის მეფისა ისრაჱლისა, არა იყო ეგევითარი დღესასწაული იერუსალჱმს.

27და აღდგეს მღდელნი იგი და ლევიტელნი და აკურთხეს ერი იგი. და სასმენელ იქმნა ჴმაჲ მათი და მიიწია ლოცვა მათი სამკჳდრებელსა წმიდასა უფლისასა ზეცად.


წინა თავი შემდეგი თავი