მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე ნეშტთა |
თავი 31 |
1და ვითარცა აღესრულა ესე ყოველი, განვიდა ყოველი ისრაჱლი, რაოდენნი იპოვნნეს ქალაქებსა იუდასასა, შემუსრეს ძეგლები იგი, და მოკაფეს სერტყები, და დაარღჳნეს მაღალნი და ბომონნი ყოვლისაგან ქუეყანისა იუდასა და ბენიამენისა, და ეფრემისისა, და მანასესისა ვიდრე სრულიადმდე და მიიქცა ყოველი ისრაჱლი კაცად-კაცადი სამკჳდრებელსა თჳსსა და ქალაქსა თჳსსა 2და განუწესა ეზეკია მდღევრი მსახურებაჲ მღდელთა და ლევიტელთა, და მდღევრი მსახურებაჲ კაცად-კაცადისაებრ მსახურებისა მღდელთასა და ლევიტელთა ყოვლად დასაწველთა დასაკლველთა მათ ცხორებისათა, და ქებად და აღსარებად და მსახურებად ეზოთა სახლისა უფლისათა. 3და ნაწილი მეფისა ნაყოფთაგან მისთა ყოვლად დასაწველად განთიადისა და მწუხრისა, ყოვლად დასაწველი შაბათთა და თთჳსთავთა, და დღესასწაულთა და წერილთა სჯულსა უფლისასა. 4და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მკჳდრ იყნნეს იერუსალჱმს, რათა მისცენ ნაწილი მღდელთა და ლევიტელთა, რათა განძლიერდენ მსახურებასა სახლისა უფლისასა. 5და ვითარ-იგი უბრძანა სიტყუაჲ ესე, გარდარიეს ძეთა ისრაჱლისათა პირველი ნაყოფი იფქლისა, და ღჳნისა, და ზეთისა, და თაფლისა, და ყოველი ნაყოფი ველისა, და ათეული ყოველი მოიღეს მრავლად ფრიად 6ძეთა ისრაჱლისათა და იუდასთა, რომელნი მკჳდრ იყუნეს ქალაქებსა იუდასასა და მათცა მოასხეს ათეული ზროხათა და ცხოვართა და ათეული თხათა, წმიდა-ყვეს უფლისა ღმრთისა მათისა და შეიღეს და დადვეს ხვავად და ხვავად. 7თუესა მესამესა იწყეს მოღებად ხუავებისა მის და მეშჳდესა აღასრულეს. 8და მოვიდა ეზეკია და მთავარნი იგი და იხილეს ხუავები იგი და აკურთხეს ღმერთი და ერი მისი ისრაჱლი. 9და ჰკითხვიდა ეზეკია მღდელთა მათ და ლევიტელთა ხვავებისა მისთჳს. 10და ჰრქუა აზარია მღდელმან, მთავარმან სახლისა სადუკისამან: ვინათგან იწყეს პირველ ნაყოფსა მას შემოღებად სახლსა უფლისასა, ვჭამეთ და ვსუთ, და დაგჳშთა, რამეთუ უფალმან აკურთხა ერი თჳსი და დაშთა ესოდენი ესე სიმრავლე. 11და ჰრქუა მათ ეზეკია მერმე: გან-ვე-მზადეთ სენაკები სახლსა უფლისასა. და მზა-ყვეს. 12და შეიღეს მუნ პირველი ნაყოფთა და ათეული სარწმუნოებით. და მას ზედამდგომელ ქოვქენიას ლევიტელი და სემეი, ძმა მისი, ნაცვლად მისა, 13იეიელ, და აზარია, ნათან, და აზაელ, და იერიმოთ, და იოაზაბათ, და ელიელ, და სამაქია და მაათ და ბანაია, ძენი მისნი, დადგინებულნი, რომელნი იყუნენ ჴელთა ქონენიეს და სემეის მიერ, ძმისა მისისა, ვითარცა-იგი უბრძანა ეზეკია მეფემან, და აზარია მთავარმან სახლისა უფლისამან 14და კორე იემნასი ლევიტელმან მეკარემან, მზისა აღმოსავლით ერდოებსა ზედა მიცემად პირველთა ნაყოფთა უფლისათა და წმიდა წმიდათასა, 15ჴელითა ოდომისითა და ბენიამენისითა, და იეუ, და სემეი, და მარეა, და სექონია, ჴელითა მღდელთა სარწმუნოებით მიცემად ძმათა მათთა მსგავსად მდღევრისა მის მსახურებისა დიდისაებრ და მცირისა, 16გარნა ნაშობთა მათ წულთა სამისა წლითგანისა და უზეშთაესისა ყოვლისა შემავალისა სახლსა უფლისასა და სიტყუად დღითიდღედისა და მსახურებისა მის მდღევრისა ბრძანებულისა მათისა, 17ესე არს ნაწილად ხუედრებაჲ მღდელთა სახლად-სახლად მამათასა და ლევიტელნი დღითიდღედსა მსახურებასა თჳსსა ოცით წლითგანი და უზეშთაესი განწესებით ხვედრებით, 18ყოველსა ნაშობსა ძეთა მათთასა და ასულთა მათთასა და ყოველსა მას სიმრავლესა, რამეთუ სარწმუნოებით განწმიდეს სიწმიდე იგი ძეთა ჰარონისთა, 19რომელნი მღდელობდეს ყოველსა ქალაქად და ქალაქად, კაცნი, რომელთა სახელ-ედვა სახელით, რათა მისცემდენ ნაწილსა ყოველსა წელსა მღდელთა შორის და ყოველსა აღრაცხილსა ლევიტელთა შორის. 20და ყო ესრეთ ეზეკია ყოველსა შორის იუდასა და ქმნა კეთილი და სიწრფოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა. 21და ყოველსა საქმესა, რომელსა იწყო საქმედ სახლსა უფლისასა, და შჯულსა უფლისა და ბრძანებასა, ყოველსავე შინა ეძიებდა ღმერთსა ყოვლითა გულითა მისითა, ყო და წარემართა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |