მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე ნეშტთა
თავი 34

1იყო რვის წლისა იოსია მეფობასა მისსა და ოცდაათერთმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს.

2და ქმნა სიწრფოება წინაშე უფლისა. და ვიდოდა იგი გზათა დავითისათა, მამისა თჳსისათა, და არა გარდააქცია მარჯვენით და არცა მარცხენით.

3და მერვესა წელსა მეფობისა მისისასა, ვიდრე იყოღა ჩჩჳლ, იწყო ძიებად უფლისა ღმრთისა დავით მამისა თჳსისასა და მეათორმეტესა წელსა მეფობასა მისისასა, იწყო განწმედად იუდასა და იერუსალჱმითგან და სერტყთა და გამოდნობილთა.

4და დაარღჳეს წინაშე პირსა მისსა ბომონები ბაალისნი და მაღალნი იგი მას ზედა, და მოკაფეს სერტყები იგი, და გამოქანდაკებულნი იგი, და გამოდნობილნი, და შემუსრნა და დააწულილნა და დასთხია წინაშე პირსა საფლავისა მათისასა, რომელნი უზორვიდეს მათ.

5და ძუალნი იგი ქურუმთანი დაწუნა ბომონებსა მას ზედა და განწმიდა იუდა და იერუსალჱმი

6და ქალაქები: ეფრემისი, და მანასესი, და სჳმეონისი, და ნეფთალემისნი და ადგილები მათი გარემო.

7და დაამჴუნა სერტყები და საკურთხეველი და კერპები შემუსრა წულილად და ყოველი სერტყები მოკაფა ქუეყანასა ისრაჱლისასა და მოიქცა იერუსალიმდ.

8და მეთურამეტესა წელსა მეფობისა მისისასა, ვითარცა აღასრულა განწმედად ქუეყანა და სახლი მეფისა, მიავლინა საფან, ძე სელიასი, და ამასიას, მთავარი ქალაქისა, და ოსია, ძე იოაქაზისი, მოსაჴსენებელად მწერალი მისი განმტკიცებად სახლისა უფლისა ღმრთისა დავითისა.

9და მოვიდეს ქელკიასა, მღდელისა მის დიდისა, და მისცეს ვეცხლი იგი შეღებული სახლსა უფლისასა, რომელი-იგი შეკრიბეს ლევიტელთა მცველთა მათ ბჭისათა ჴელისაგან მანასესა და ეფრემისა და მთავართა და ყოველთაგან ნეშტთა ისრაჱლსა შორის, და ძეთა იუდასთა და ბენიამენისათა და მკჳდრთა იერუსალჱმისთა

10და მისცეს იგი ჴელთა მოქმედთა მის საქმისათა და დადგინებულთა მათ სახლსა უფლისასა. და მათ მისცეს მოქმედთა საქმეთა, რომელნი იქმოდეს სახლსა მას უფლისასა შემზადებად და განმაგრებად სახლისასა.

11და მისცეს ხუროთა და მაშენებელთა რათა იყიდონ ქვა მოოხვითი და ძელი მოსლვად და დართვად სახლები, რომელი დაარღჳეს მეფეთა იუდასთა.

12და კაცნი სარწმუნოებით იყუნეს საქმესა მას ზედა და მათ ზედა მოღუაწენი: იეთ და აბდიას, ლევიტელნი, ძეთაგან მერარისთა, ზაქარია და მოსოლონ, ძეთაგან კათისთანი ზედამდგომელად და ყოველი ლევიტელი გულისხმის-მყოფელი სტჳრითა გალობათათა,

13და ზურგით მოტჳრთეთა ზედა და ყოველთა ზედა მოქმედთა საქმისათა ლევიტელთაგანნი მწიგნობარნი და მსაჯულნი და ბჭეთა მცველნი.

14და გამოღებასა მას მათსა ვეცხლისა მის შეწირულისასა სახლსა უფლისასა პოვა ქელკია მღდელმან წიგნი სჯულისა უფლისა ჴელითა მოსესითა.

15და რქუა ქელკია საფან მწიგნობარსა: წიგნი ესე ვპოე სახლსა შინა უფლისასა, და ქელკიმ მისცა წიგნი იგი საფანს.

16და შეიღო საფან წიგნი იგი მეფისა და მიართვა სიტყუაჲ იგი მეფისა და რიცხჳ ყოველივე მიცემული ვეცხლისა ჴელთა მონათა მისთასა, რომელნიცა იქმოდეს საქმესა.

17და მოადვნეს ვეცხლი იგი, რომელი იპოა სახლსა უფლისასა, და მისცეს ჴელთა მოღუაწეთა და ჴელთა მოქმედთა საქმისათა.

18და უთხრა საფან მწიგნობარმან მეფესა და ჰრქუა: წიგნი სჯულისა მომცა მე ქალკია მღდელმან და აღმოიკითხა საფან წინაშე მეფისა.

19ვითარცა ესმა მეფესა სიტყუანი სჯულისანი, დაიპო სამოსელი თჳსი.

20და უბრძანა მეფემან ქელკიას და აქიკამს, ძესა საფანისასა, და აბდონს, ძესა მიქესასა, და საფანს მწიგნობარსა, და ასაიას, მონასა მეფისასა, და ჰრქუა მათ:

21მივედით და იკითხეთ ჩემთჳს უფლისაგან და ყოველთა დაშთომილთა ისრაჱლსა შორის და იუდასა სიტყუათა მათთჳს წიგნისათა, რომელი იპოვა, გულისწყრომა უფლისაჲ აღგზებული არს ჩემდა, რამეთუ არა ისმინეს მამათა ჩუენთა სიტყუაჲ უფლისაჲ ყოფად წერილისა მისებრ წიგნისა.

22და წარვიდა ქელკია და რომელთა-იგი უბრძანა მეფემან და მივიდეს ოლდასა წინაწარმეტყუელასა, ცოლისა სელემისა, ძისა თაკუათისა, ძისა სელლესისა, რომელი იყო მცველი მცნებათა. და ესე დამკჳდრებულ იყო იერუსალიმს მასანაინს შინა და ეტყოდეს მას მსგავსად სიტყჳსა ამის.

23ხოლო მან რქუა მათ: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისა: და არქუთ კაცსა მას, რომელმან მოგავლინნა თქუენ ჩემდამო.

24ამას იტყჳს უფალი: აჰა, მე მოვჴადო ბოროტი ადგილსა მას, რამეთუ სიტყუანი აღმოიკითხეს, წერილი წინაშე მეფისა იუდასა.

25ამისთჳს დამიტევეს მე და უზორვიდეს ღმერთთა უცხოთა, რათა განმარისხონ მე საქმითა მით ბოროტითა ჴელთა მათთა, აღგზებულ არს წყრომა ჩემი მათთჳს და არა დაშრტეს.

26მეფესა იუდასასა, რომელმან მოგავლინნა თქვენ ძიებად უფლისა, ესრე არქუთ მას: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისა: სიტყუანი, რომელნი გესმა შენ

27შეიკდიმა გულმან შენმან და დამდაბლდენ წინაშე ჩემსა სმენად სიტყუათა ჩემთა ადგილსა მაგას ზედა მკჳდრთა მაგას ზედა და შენ დამდაბლდე და სტიროდე წინაშე ჩემსა, და დაიპენ სამოსელნი შენნი და მე მესმა სიტყუაჲ უფლისაჲ.

28აჰა, ესერა, მე შეგიძინო მამათა შენთა და დაგდვა შენ საფლავთა მამათა შენთასა და არა იხილონ თუალთა შენთა ბოროტი, რომელი მე მოვჴადო ადგილსა ამას და მკჳდრთა მათთა. და მოართვეს მეფესა სიტყუაჲ ესე.

29და მეფემან შეკრიბნა მოხუცებულნი იუდასანი და ისრაჱლისანი.

30და აღვიდა მეფე იუდასი ტაძრად უფლისა და ყოველი იუდა და მკჳდრნი იერუსალიმისანი და მღდელნი ლევიტელნი და ყოველი ერი მცირითგან ვიდრე დიდადმდე და აღმოიკითხა წიგნი სჯულისაჲ, რომელი იპოა სახლსა შინა უფლისასა.

31და აღდგა მეფე სუეტსა მას ზედა. და დადვა აღთქმა წინაშე უფლისა შედგომად უფლისა, რათა იმარხვიდეს მცნებათა მისთა და წამებათა მისთა ყოვლითა გულითა სიტყჳსა მის სჯულისათა, რომელი წერილ იყო წიგნსა მას.

32და ყოველნი დაადგინნა იერუსალჱმსა და ბენიამენსა და ყვეს მკჳდრთა იერუსალჱმისათა აღთქმა სახლსა უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა.

33და აიხუნა იოსია ყოველნი საძაგელებანი ყოვლისა ქუეყანისაგან, რომელნი იყუნეს ძეთა ისრაჱლისანი და ქმნეს ყოველთა მყოფთა იერუსალჱმისათა, და ისრაჱლნი ჰმონებდეს უფალსა ღმერთსა მათსა ყოველთა დღეთა და არა მიაქციეს გზათაგან უფლისა ღმრთისა მამათა მათთაგან.


წინა თავი შემდეგი თავი