მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე ნეშტთა
თავი 35

1და ყო ოსია პასექი უფლისა ღმრთისა თჳსისა და დაკლეს პასექი იგი მეათოთხმეტესა წელსა თთჳსა მის პირველისასა.

2და დაადგინნა მღდელნი საცოსა თჳსსა ზედა და განაძლიერნა იგინი საქმესა ზედა სახლსა უფლისასა.

3და ჰრქუა ლევიტელთა ძლიერთა მათ და ყოველთა ისრაჱლთა, რათა წმიდა იყუნენ იგინი უფლისათჳს. და დადგეს კიდობანი იგი წმიდაჲ სახლსა შინა, რომელი აშენა სოლომონ, ძემან დავითისმან, მეფისა ისრაჱლისამან, თქუა მეფემან: არა არს აღება მჴრითა, არამედ ჰმსახურებდით უფალსა ღმერთსა თქუენსა ერი მისი ისრაჱლი

4და განემზადენით სახლად ტომთა თქუენთა დღითი დღე სამსახურებელთა თქუენთა, მცნებისაებრ დავითის მეფისა და სოლომონ ძისა მისისათა.

5და დადეგით ტაძარსა მას შინა ტომად-ტომად თქუენნი წინაშე ძმათა თქუენთა და ნაწილი სახლისა ტომისა ლევიტელთა.

6დაკალით პასექი და სიწმიდე მზა-უყავთ ძმათა თქუენთა სიტყჳსა მისებრ უფლისა ჴელითა მოსესითა.

7და შესწირა იოსია ძეთათჳს ერისათა ცხოვარი, და ტარიგები, და თიკნები, ნაშობი თხათა; ყოველი, რაცა პოვა პასექად ოცდაათი ათასი და ჴბო სამ ათასი, ესე ნაქონი ძეთაგან მეფისთა.

8და მთავართა მისთა იწყეს მიცემად ერისათჳს, მღდელთა და ლევიტელთა და მისცეს ქელკია და ზაქარია, და იეიელ, მთავარი სახლისა ღმრთისა; მღდელთა მისცეს პასექად მას ცხოვარი, და ტარიგი, და თიკანი ორ ათას ექუსასი, ჴბო სამასი.

9და ქონენია, და ბასანია, და სამეა, და ნათანაელ, ძმამან მისმან და ასაბია და იეიელ, და იოზაბად, მთავართა ლევიტელთა, შესწირეს პასექსა მას ცხოვარი ხუთი ათასი და ჴბო ხუთასი.

10და წარემართა მსახურება იგი და დადგეს მღდელნი განწესებისაებრ და ლევიტელნი განაწილებდეს მცნებისა მისებრ მეფისა.

11და დაკლეს პასექი და მოაპკურეს ჴელითა მღდელთა მათთათა და ლევიტელნი განჴდიდეს ტყავსა.

12და მომზადეს ყოვლად დასაწველნი მსგავსად განნაწილებისად სახლად და სახლად მამათა მათთასა, ძეთა ერისათა, მორთმად უფლისათა, ვითარცა წერილ არს წიგნსა სჯულისა მოსესასა, ეგრეთვე განთიადისა.

13და შეწვეს პასექი ცეცხლითა მსგავსად და წმიდად, შეაგბეს ქვაბებითა და სიავებითა, და წარემართა და წარდგენ ყოველნი ძენი ერისანი.

14შემდგომად განმზადებისა მათისა და მღდელთასა, რამეთუ მღდელნი შესწირვიდეს ცმელსა და ყოვლად დასაწველებსა ვიდრე მწუხრამდე და ლევიტელნი მოუმზადებდეს მათ და ძმათა მათთა და ძეთა არონისათა,

15და მეფსალმუნენი, ძენი ასაფისნი, სადგურსა თჳსსა ზედა მსგავსად ბრძანებისა მის დავითისსა და ასაფ, და ემან, და იდითუმ წინაწარმეტყუელნი მეფისანი და მთავარნი და მეკარენი ბჭისათა თითოეულისა, არა იყო შეძრვა მათი მსახურებისაგან წმიდათასა, რამეთუ ძმანი მათნი ლევიტელნი მოუმზადებდეს

16და წარემართა ყოველი მსახურება უფლისაჲ მათ დღეთა შინა ყოფად პასექისა და მიღებად ყოვლად დასაწველები საკურთხეველსა უფლისასა და მცნებისა მისებრ ოსია მეფისა იუდასსა.

17და უყვეს ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი იყუნეს მუნ, პასექი და დღესასწაული უცომოებისა შჳდ დღე,

18რომელ არა ყოფილ იყო მისებრ პასექი ისრაჱლსა დღეთაგან ვითარ სამოელ წინაწარმეტყუელისათა, და მეფეთა ისრაჱლისათა არა ყვეს პასექი, რომელ ყო იოსია მეფემან და მღდელთა და ლევიტელთა და ყოველმან იუდამან და ისრაჱლმან, რომელნი იყუნეს მუნ და მკჳდრმან იერუსალჱმისამა

19მეათურამეტესა წელსა იოსია მეფისასა, და მუცლითმეზღაპრენი, და მცნობელნი, და თერაფინნი, და კერპნი, და რომელნი იყუნეს ქუეყანასა იუდასა, და იერუსალჱმს, დაწვა ოსია მეფემან, რათა დაამტკიცნეს სიტყუანი, იგი მისისა სჯულისანი და წერილი წიგნსა მას, რომელ-იგი პოვა ქელკია სახლსა შინა უფლისასა, რამეთუ მსგავსი იოსია მეფისა არა იყო უწინარეს მისა მეფე, რომელი მოიქცა უფლისათჳს ყოვლითა გულითა მისითა სჯულისა მოსესითა. და შემდგომად აღარა აღდგა მეფე სხუაჲ მისი მსგავსი, ხოლო არავე გარემიიქცა უფალი რისხვისაგან გულისწყრომისა მისისა, რომელ განრისხდა უფალი იუდასა ზედა, რომელ განარისხა მანასე, და თქუა უფალმან: იუდაცა განვიშორო პირისაგან ჩემისა, ვითარცა განვიშორე ისრაჱლი, განვიშორო ქალაქი, რომელი გამოვირჩიე, იერუსალჱმი, და სახელი ვთქუ დამტკიცებად სახლი ჩემი მუნ

20და აღმოვიდა ფარაო ნექაო, მეფე ეგჳპტისა, მეფისა ზედა ასურეთისასა მდინარედ ევფრატად. და გამოვიდა იოსია მეფე შემთხუევად მისა, რათა ბრძოლა-სცეს.

21და მოუვლინა მოციქული ფარაო ნექაო და ჰრქუა მას: რაჲ ძეს შენი და ჩემი, მეფეო იუდასო? არა შენ ზედა მოვალ ბრძოლისა ყოფად, ღმერთმან მრქუა მე, რათა ვისწრაფო მე, აწ ეკრძალე ღმრთისაგან, რომელი არს ჩემ თანა, ნუუკუე განგრყუნეს შენ.

22და არა გარემიიქცია იოსია პირი მისგან, არამედ ბრძოლად მისა განეწყო და არა ისმინნა სიტყუანი ნექაოსისნი პირისაგან უფლისა და მოვიდა მისა ბრძოლად ველსა მას მაგედონისასა.

23და სცეს ისრითა მეფესა იოასსა და ჰრქუა მონასა თჳსსა: განმიყვანეთ მე ამიერ, რამეთუ მელმის მე ფრიად.

24და გამოიყვანეს იგი მონათა მისთა ეტლისა მისგან და აღსუეს იგი ეტლსა მას მეორესა მისსა და მოიყვანეს იგი იერუსალჱმდ და მოკუდა. და დაფლეს იგი მამათა მისთა თანა და ყოველი იუდა და იერუსალჱმი იგლოვდა იოსიას ზედა.

25და ჰგოდებდა იერემია იოსიას და თქუეს ყოველთა მთავართა, მამათა და დედათა, ჰგოდებდენ იოსიას ზედა, ვიდრე დღევანდელად დღემდე და მისცეს იგი ბრძანებაჲ ისრაჱლსა და, აჰა, ესერა, წერილ არიან გოდებათა შინა.

26და იყუნეს სიტყუანი იოსიასნი და სასოება მისი დაწერილ სჯულსა უფლისასა.

27და ნეშტნი სიტყუანი მისნი პირველნი და უკუანაისკნელნი, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა მეფეთა ისრაჱლისათა და იუდასასა.


წინა თავი შემდეგი თავი