მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე ნეშტთა |
თავი 4 |
1და ქმნა საკურთხეველი რვალისა, ოც წყრთა სიგრძე და ოც წყრთა სივრცე და სიმაღლე მისი ათ წყრთა. 2და ქმნა ზღუაჲ იგი რვალისა დასხმით ათ წყრთა საზომი მისი მრგვალი გარემო და ხუთ წყრთა სიმაღლე და გარემო ოცდაათ წყრთა. 3და მსგავსება ზვარაკთა ქუეშე მისა გარემოს ათსა წყრთასა და გარემოადგს საბანელსა მას გარემო, რამეთუ გარემოადნეს ზუარაკნი იგი გარემოდნობასა მას მისსა, ოდეს იქმოდეს მათ. 4რამეთუ ყუნეს ათორმეტ ზუარაკნი და სამნი იგი ხედვიდეს ჩრდილოთ კერძო, და სამნი იგი ხედვიდეს მზისა დასავლად, და სამნი იგი ხედვიდეს სამხრად, და სამნი იგი ხედვიდეს მზისა აღმოსავლით. და ყო ზღუა იგი მათ ზედა და იყუნეს თავნი მათნი გამართ და ბოლოები მათი შემართ 5და იყო სიზრქე ზღჳსა მის ციდა ერთ და ბაკონი მისნი, ვითარცა ბაკო სასუმელისა გამოქანდაკებულ მცენარედ სახედ შროშნისა და შთაისხის საწყაული სამ ათასი. 6და აღასრულა და ქმნა ათი იგი საბანელი და დადგა ხუთი იგი მარჯვენით და ხუთი იგი მარცხენით განრცხად მათ შიგა საქმე იგი ყოვლად დასაწველად და გამოწმედად და მათ შინა და ზღუაჲ იგი საბანელად მღდელთა მას შიგა. 7და ქმნნა სასანთლენი ოქროსანი ათნი მსგავსად სამართლისავე მათისა და დადგნა ტაძარსა მას შინა, ხუთნი მარჯვენით და ხუთნი მარცხენით. 8და ქმნა ლანკნები ათი ოქროსა და დადგნა იგინი ტაძარსა მას შინა. ხუთი მარჯვენით და ხუთი მარცხენით და ქმნა ფიალები ოქროსა ასნი. 9და ქმნა ეზო იგი მღდელთა და ეზო იგი დიდი და კარები ეზოსა, კარები მათი მორჩუნვილნი რვალითა. 10და ზღუაჲ დადგა კიდით კერძო ტაძარსა მას მარჯვენით მზისა აღმოსავლით წინაუკუნ. 11და ქმნა ქირამ ფუცხუები და საცეცხურები და ლანძჳ იგი საკურთხევლისა და ყოველი ჭურჭელი მისი. და აღასრულა ქირამ საქმედ ყოველი საქმარი სამსახურებელი, რომელი უქმნა სოლომონ მეფესა სახლისათჳს უფლისა, 12ორნი იგი სუეტნი მათ ზედა გოლოლათნი და ხარისხნი და სუეტთა ზედა სამაგდრები ქოთარეთსა მას და თავთა ზედა სასვეტთა მათ ორთასავე ორი ბადისსახე დაფარვად თავთა მათ ქოთარეთთასა, რომელი-იგი თავთა მათ ზედა სუეტთასა. 13და ეჟუნები ოქროსა ოთხასი ესხა ორთა მათ ბადეთა და ორი სახე მროწეულაკები თჳთო მას ბადესა ესხა დასაფარველად ორთა მათ გოლოლათთა ქოთარეთთასა, რომელი-იგი იყუნეს ზედა კერძო სუეტთა მათ 14და მექონოთთა მათ ქმნნა ხარისხნი ათნი. საბანელნი იგი, რომელ ქმნა მექონოთთა მათ ზედა, 15და ზღუაჲ იგი ერთი და ზვარაკები იგი ათორმეტი ქუეშე მისსა. 16და ფერჴთ სადგმელი და აღსაპყრობელნი და სიავები და ფუცხუები და ყოველი სამსახურებელი ჭურჭელი მათი, რომელ ქმნა ქირამ და აღმოართვა იგი მეფესა სოლომონს ტაძრად უფლისა, წმიდისაგან რვალისა, 17რომელი გამოადნო მეფემან ადგილსა იორდანისასა, სიზრქესა ქუეყანისასა, სახლსა სოქოთისსა და შორის სადათასა. 18და ქმნა სოლომონ ყოველივე ჭურჭელი სიმრავლედ ფრიად, რამეთუ არა დააკლდა სასწორი რვალისა. 19და ქმნა სოლომონ ყოველი ჭურჭელი სახლისა უფლისა საკურთხეველი ოქროსა და ტაბლები და მას ზედა პური შესაწირავისა, 20და სასანთლები მათ ზედა სანათებელად მსგავსად სამართლისა და წინაშე პირსა დაბირისასა ოქროსაგან წმიდისა, 21და მარწუხნი მათნი და სანთელნი მათნი, 22და ფიალები და ფილები (!) და საცეცხურები ყოველივე ქმნა ოქროსაგან წმიდისა, და კარი იგი შინაგანი სახლისა მის წმიდისა წმიდათასა კართა ტაძრისა და მის სახლისათანი ოქროსანი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |